September, 2019

25Sep.11:0017:00DWV-ტრენინგი: HR მენეჯერის როლი ცვლილებების ეფექტურ მართვაში

Training-Die-Rolle-des-HR-Managers-im-effektiven-Change-Management-Arghvliani

Veranstaltungsdetails

25 სექტემბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და მისი წევრი კომპანია – C-team-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: HR მენეჯერის როლი ცვლილებების ეფექტურ მართვაში.

ტრენინგს უძღვებოდა C-Team-ის თანადამფუძნებელი – ქალბატონი სალომე არღვლიანი, რომელმაც მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ლაიფციგის უნივერსიტეტში, ორგანიზაციული პროცესებისა და ცოდნის მართვის განხრით მიიღო, ხოლო საქართველოში კი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. სალომეს აქვს 11 წელზე მეტი პროფესიული მუშაობის გამოცდილება, საქართველოსა და გერმანიაში.

ტრენინგზე განხილული იქნა ცვლილებების გავლენა ორგანიზაციის განვითარებაზე, HR მენეჯერის როლი ცვლილებების მართვის პროცესში, ცვლილებების მართვის ინსტრუმენტები. ტრენინგზე ასევე გაკეთდა კომუნიკაციის გეგმისა და კრიზისული ცვლილებების მართვის სიმულაცია.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: Georgia Insight, გროს ენერჯი ჯგუფი, თეგეტა მოტორსი, თეგეტა აკადემია, მეიჯერელ საქართველო და სხვები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერთიფიკატები.

Datum

25 September, 11 h - 25 September, 5 h

Leave a Comment

X