Dezember, 2023
05Dez.14:0017:00DWV - წევრები მასპინძლობენ წევრებს
Veranstaltungsdetails
ა.წ. 5 დეკემბერს DWV თავის წევრ ზედაზენს ეწვია. „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარეობს. ის დიდ ფართობს
Veranstaltungsdetails
ა.წ. 5 დეკემბერს DWV თავის წევრ ზედაზენს ეწვია.
„ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარეობს. ის დიდ ფართობს მოიცავს და აწარმოებს როგორც ალკოჰოლურ, ისე უალკოჰოლო პროდუქტებს.
ვიზიტის ფარგლებში, მოვინახულეთ ზედაზენის ქარხანა და ლაბორატორია. ზედაზენის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს წარმოების პროცესები, რომლებიც უმეტესწილად ავტომატიზირებულია; აგვიხსნეს ლუდის ხარშვის ტექნოლოგია და ცალკეული დანადგარების მუშაობის სპეციფიკა.
ექსკურსიის შემდეგ მასპინძლებმა ფურშეტზე მიგვიწვიეს, რის დროსაც ზედაზენის უგემრიელესი ლუდი და ლიმონათები დავაგემოვნეთ.
კომპანია თავისი კონცეფციით, დაგეგმარებით, საწარმოო საშუალებებითა და ტექნოლოგიებით, მენეჯმენტის სისტემებითა და სტილით შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა უალკოჰოლო ლუდის წარმოებაში და ლუდის ინდუსტრიაში მთელ რეგიონში; კომპანია, რომლის პორტფელი მოიცავს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდს, ენერგეტიკულ სასმელებს, წყაროს წყალს, არომატიზებულ წყალს და ყინულ ჩაის.
მადლობას ვუხდით ლუდსახარშ ზედაზენს გულთბილი მასპინძლობისთვის და საინტერესო დღისთვის!
Datum
5 Dezember, 2 h - 5 Dezember, 5 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin