April, 2021
Veranstaltungsdetails
2021 წლის 27 აპრილს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და „Grant Thornton“-ის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ღონისძიება DWV-Expert Talk თემაზე: “როგორ მართოთ ურთიერთობა თქვენს
Veranstaltungsdetails
2021 წლის 27 აპრილს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და „Grant Thornton“-ის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ღონისძიება DWV-Expert Talk თემაზე:
“როგორ მართოთ ურთიერთობა თქვენს აუდიტორებთან და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი აუდიტისგან”.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი თომას კიმმესვენგერი. ის გულითადად მიესალმა მონაწილეებს და დასაწყისშივე გაუსვა ხაზი სწორად წარმართული აუდიტის მნიშვნელობას კომპანიის მიზნებისთვისა და გამართული ფუნქციონირებისთვის.
ბატონმა ვახტანგ ცაბაძემ, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Grant Thornton“-ის მმართველი პარტნიორია, ისაუბრა აუდიტის პროცესზე სრულად – დაგეგმვიდან საბოლოო ფინანსური ანგარიშის წარმოდგენამდე. შეხვედრის განმავლობაში მან მონაწილეებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აუდიტორთან კომუნიკაციის თავისებურებებზე და დეტალურად განიხილა აუდიტის მიზნები. გარდა ამისა, იგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა თუ რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს აუდიტორული კომპანია და რა უნდა იქნას გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებამდე.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ბატონმა თომას კიმმესვენგერმა თემის გარშემო რამდენიმე რელევანტური კითხვა დასვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები გასცა მომხსენებელმა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 30-ზე მეტი წევრი
Datum
27 April, 2 h - 27 April, 4 h