April, 2024
23Apr.11:0013:00DWV- Expert Talk: ბრენდის დაცვის სტრატეგია
Veranstaltungsdetails
23 აპრილს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და ქეი ბი ფართნერსი გიწვევთ ერთობლივ ღონისძიებაზე: ბრენდის დაცვის სტრატეგია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემა სულ
Veranstaltungsdetails
23 აპრილს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და ქეი ბი ფართნერსი გიწვევთ ერთობლივ ღონისძიებაზე:
ბრენდის დაცვის სტრატეგია
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.ამასთან დაკავშირებით ღონისძიებაზე განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.:
– ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და როლი ბიზნესის განვითარებისთვის
-ინტელექტუალური საკუთრების უპირატესობები და მათი სტრატეგიული გამოყენება
– საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება
– ბრენდის უკანონო/უნებართვო გამოყენების აღკვეთა
– პარალელურ იმპორტთან დაკავშირებული საკითხები
ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგებიან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სპეციალიზებული იურიდიული ფირმა „ქეი ბი ფართნერსი“-ს დამფუძნებელი პარტნიორები, ქ-ნ ქეთევან კილაძე და ქ-ნ მაია ბაკურაძე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს ლანჩით ვუმასპინძლებთ, რა დროსაც მათ იდეების გაცვლის და ნეთვორქინგის საშუალება ექნებათ.
ღონისძიება ჩატარდება ქართულ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება გერმანულენოვანი სინქრონული თარგმანი.
DWV-ს წევრებისთვის მონაწილეობა თავისუფალია.
დრო & თარიღი: სამშაბათი, 23 აპრილი 2024, 11:00 – 13:00სთ.
ადგილი: პროკრედიტ ბანკი, ყაზბეგის გამზირი 21, თბილისი.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 18 აპრილის ჩათვლით დაუკავშირდეთ ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge
Datum
23 April, 11 h - 23 April, 1 h
Ort
ProCredit Bank
Kazbegi Ave. 21, Tbilisi
Ansprechpartner
Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge
ProCredit BankKazbegi Ave. 21, Tbilisi