fbpx

Juni, 2021

23Jun.14:0016:00DWV-Expert Talk: CFO-ს როლი კომპანიის შედეგების გაუმჯობესებაში

Veranstaltungsdetails

2021 წლის 23 ივნისს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, Nexia TA-სთან პარტნიორობით, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გაიმართა ღონისძიება DWV-Expert Talk თემაზე „CFO-ს როლი კომპანიის შედეგების გაუმჯობესებაში“.

ღონისძიება გახსნა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას კიმმესვენგერმა, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებზე, ხაზი გაუსვა განსახილველი საკითხის მნიშვნელობას და თემის აქტუალურობიდან გამომდინარე მონაწილეთა აქტიური ჩართულობის იმედი გამოთქვა.

ღონისძიება გაგრძელდა Nexia TA-ის მმართველი პარტნიორის, გელა მღებრიშვილის გამოსვლით, რომელიც მიესალმა მონაწილეებს და ზოგადი შესავლის შემდეგ სიტყვა გადასცა მომხსენებელს, Nexia TA-ის CFO Outsourcing მიმართულების მენეჯერს, ვახტანგ ქელბაქიანს.

40 წუთიანი პრეზენტაციის განმავლობაში მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო CFO-ს როლი და მოვალეობები კომპანიაში და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ეხმარება კვალიფიციური CFO ორგანიზაციებს სხვადასხვა სირთულეების დაძლევასა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა იმ უპირატესობებზე, რომლითაც გამოირჩევა CFO აუთსორსინგი და გაჟღერდა ინფორმაცია Nexia TA-ის ახალი სერვისის შესახებ.

დასკვნით ნაწილში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, რომლებსაც ამომწურავი პასუხი გასცეს მომხსენებლებმა.

ღონისძიების ბოლოს DWV-ს იმ წევრებისთვის, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, გელა მღებრიშვილმა ექსკლუზიური შეთავაზების შესახებ გამოაცხადა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა მონაწილეებს ყავის მენიუზე უმასპინძლეს.

Datum

23 Juni, 2 h - 23 Juni, 4 h

Ort

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასითელავის ქ. 20

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X