fbpx

November, 2024

13Nov.11:0013:00DWV-Expert Talk: კიბერუსაფრთხოება

Veranstaltungsdetails

2024 წლის 13 ნოემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით და IT უსაფრთხოების ექსპერტის, ბატონი მარიო ფრიდლის მონაწილეობით, ჩატარდა Expert Talk თემაზე: „კიბერუსაფრთხოება”.
ბატონმა მარიო ფრიდლმა, IT უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის რეგიონულმა წარმომადგენელმა და ზალცბურგის UBIT-ის კომიტეტის წევრმა, ისაუბრა, თანამედროვე IT უსაფრთხოების გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. ასევე, მან განიხილა პრევენციული ზომები და სტრატეგიები, რომლებიც კომპანიებს ეხმარება მათი გამძლეობის გაძლიერებაში. ღონისძიების მთავარი კითხვა იყო, თუ როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს მზარდი კიბერ თავდასხმების ფონზე ეფექტურად დაიცვან თავი და გააძლიერონ მდგრადობა.
ღონისძიების ბოლოს, მომხსენებელსა და სტუმრებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. აუდიტორიის მხრიდან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა. ბოლოს, მონაწილეებს ლანჩზე ვუმასპინძლეთ, რა დროსაც მათ კვლავ ჰქონდათ იდეების გაცვლისა და ნეთვორქინგის საშუალება.

Datum

13 November, 11 h - 13 November, 1 h

Ort

Radisson Blu Iveria Tbilisi

First Republic Square 1

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X