März, 2025

Veranstaltungsdetails
2025 წლის 26 მარტს გიწვევთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და JG Counselors-ს ერთობლივ სემინარზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მისი გავრცელების ფარგლები სოციალურ მედიაში 2024 წლის ოქტომბრის გაზაფხულიდან ძალაში შევიდა „პერსონალურ
Veranstaltungsdetails
2025 წლის 26 მარტს გიწვევთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და JG Counselors-ს ერთობლივ სემინარზე:
პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მისი გავრცელების ფარგლები სოციალურ მედიაში
2024 წლის ოქტომბრის გაზაფხულიდან ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელმაც უზრუნველყო სამართლებრივი მოწესრიგების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. ამ მხრივ ეტაპობრივად განვითარდა პრაქტიკა. ცალკეული პრეცედენტები ცხადჰყოფს, რომ ხშირად ხდება კანონდარღვევა სოციალური მედიით სარგებლობისას. შესაბამისად, წინამდებარე სემინარი შეეხება სწორედ ამგვარი შემთხვევების განხილვას.
ვისთვის არის სემინარი?
- იურისტებისთვის
- სოც-მედია მენეჯერებისთვის
- საკითხით დაინტერესებულ პირთათვის
რა თემები განიხილება სემინარზე?
- პერსონალურ მოანცემთა დაცვის პრინციპები
- მონაცემთა სუბიექტის უფლებები
- დასაქმებულის უფლებები პერსონალურ მონაცემთა ჭრილში
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ჭრილში
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მედიააქტივობანი
- პერსონალური მონაცემები და თანამედროვე ტექნოლოგიები
- სოციალური მედია და გამოხატვის თავისუფლება
- პერსონალურ მონაცემთა გავრცელების ყველაზე გავრცელებული შემთხვევები
- უფლება პერსონალურ მონაცემთა გავრცელებაზე
- პირადი მიზნის გამიჯვნა პროფესიული თუ კომერციული მიზნისგან
რა ფორმით ჩატარდება სემინარი?
სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, თეორიულ ნაწილსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.
ტრენერი: სერგი ჯორბენაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, JG Counselor-ის მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი და ადვოკატი ბიზნეს სამართალსა და მედია სამართალში.
ტრენერი: უშანგი (უჩა) ბახტაძე, JG Counselor-ის მმართველი პარტნიორი და კომპანიის საერთაშორისო სასამართლოებთან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრი, კრიმინოლოგთა ბრიტანული ასოციაციის წევრი და ადვოკატი.
სემინარი ჩატარდება ქართულ ენაზე. სემინარის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.
თარიღი: 26 მარტი, 2025, 10:00-18:00სთ.
ხანგრძლივობა: 8 საათი
სემინარის საფასური: DWV-ს წევრებისთვის – 300GEL; არაწევრებისთვის – 350GEL
მისამართი: Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის გამზ. 37, 0179 თბილისი
გათვალისწინებულია ყავისა და ლანჩის შესვენება.
სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2025 წლის 25 მარტამდეშეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge
Datum
26 März, 10 h - 26 März, 6 h
Ort
Pullman Tbilisi Axis Towers
37მ ჭავჭავაძის გამზირი,
Ansprechpartner
Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge