Juni, 2023






















Veranstaltungsdetails
2023 წლის 15 ივნისს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებამ (DWV) და GEC Consulting-მა ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: "სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) განვითარება: გზა საჭიროების იდენტიფიცირებიდან დანერგვამდე". ტრენინგის თემატიკა: ბიზნესის შედეგიანობა, ისევე, როგორც
Veranstaltungsdetails
2023 წლის 15 ივნისს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებამ (DWV) და GEC Consulting-მა ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: “სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) განვითარება: გზა საჭიროების იდენტიფიცირებიდან დანერგვამდე”.
ტრენინგის თემატიკა:
ბიზნესის შედეგიანობა, ისევე, როგორც მისი უნარი, დააკმაყოფილოს სწრაფად მზარდი ბაზრის მოთხოვნები, დიდწილად დამოკიდებულია განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობაზე და მდგრადი სამუშაო პრაქტიკების ინსტიტუციონალიზაციაზე, რაც, თავის მხრივ, მოიაზრებს სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) განვითარებასა და დანერგვას.
ჩვენი ტრეინინგი ეხმარება SOP-ების საჭიროების იდენტიფიცირების, განვითარების და გაუმჯობესების ინიციატივების მომზადებასა და განხორციელებაში.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა გაიგეს:
- რა არის SOP-ი და რა დანიშნულება აქვს;
- რა სახის საქმიანობა საჭიროებს სტანდარტიზაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;
- როგორ დავაიდენტიფიციროთ SOP-ების შექმნის საჭიროება ჩვენს ორგანიზაციაში;
- SOP-ის შემუშავების ინსტრუმენტებსა და ძირითად ეტაპებს;
- SOP-ების მართვის შიდა ორგანიზაციული სისტემას:
- SOP-ის შექმნის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
- დანერგვის მიდგომები;
- შეფასება და განახლება.
სამიზნე აუდიტორია: ტრენინგი განკუთვნილია გადაწყვეტილების მიმღები იმ პირებისთვის, ვინც ჩართულია ორგანიზაციული განვითარებისა და საოპერაციო მართვის პროცესებში.
სამუშაო ენა: ქართული
ტრენერები: ირაკლი მიზანდარი, GEC Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი არის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ექსპერტი. საკონსულტაციო სფეროში 8-წლიანი საქმიანობის განმავლობაში მას განხორციელებული აქვს 60-ზე მეტი სხვადასხვა მოცულობის პროექტი სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის, ბიზნეს პროცესების და SOP-ების შემუშავების, ორგანიზაციული განვითარებისა და რესტრუქტურიზაციის მიმართულებით. ირაკლის უმუშავია სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებთან და ბიზნესებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ალექსანდრე ჭელიძე, GEC Consulting-ის ბიზნეს კონსულტანტი
ალექსანდრეს აქვს 8 წლიანი გამოცდილება ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების, ბიზნესის განვითარების, ბიზნეს პროცესების ანალიზისა და რესტრუქტურიზაციის მიმართულებით. მას განხორციელებული აქვს 40-მდე სხვადასხვა მოცულობის პროექტი ბიზნეს პროცესების და SOP-ების შემუშავების, თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვის, მართვის და მოტივაციის სისტემების შექმნის მიმართულებით. ალექსანდრეს უმუშავია როგორც სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებთან, ისე არა ერთ მსხვილ ბიზნესთან საქართველოში. ის არის TEDxTbilisi-ის სპიკერი. მას აქვს პროფესიული ტრენინგების ჩატარების 5 წლიანი გამოცდილება.
ტრენინგში 18 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, DWV-ს წევრი ორგანიზაციები და სხვა პირები: სს ლელო, შპს ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი, შპს „გლობალტესტი”, შპს გაია ფარმინგი, შპს დიოლერ ჯორჯია, შპს ფაუდერპროჯექტ.ჯი, სს პროკრედიტ ბანკი და სხვა.
Datum
15 Juni, 11 h - 15 Juni, 4 h
Ort
Pullman Tbilisi Axis Towers
37მ ჭავჭავაძის გამზირი,
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin