fbpx

Dezember, 2020

02Dez.All DayDWV Training: შრომის სამართლის სიახლეები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში

DWV Meeting

Veranstaltungsdetails

2020 წლის 2 დეკემბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Jorbenadze & Gatserelia Counselors-ის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: შრომის სამართლის სიახლეები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში

ტრენინგს უძღვებოდა JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, ადვოკატი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი სერგი ჯორბენაძე.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგება, დისკრიმინაცია, „სახელფასო კომპონენტები“, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობის კავშირი სხვა, ბიზნესთან დაკავშირებულ დარგებთან. ტრენინგის ფარგლებში მოხდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, ტრენინგის მიმდინარეობისას დაისვა მრავალი აქტუალური კითხვა.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები. მათ შორის: ავერსი ფარმა, I.L.F Consulting Engineers Georgia, Majorel Georgia, ნატურაფარმი, პროკრედიტ ბანკი.

Datum

2 Dezember, 12 h - 2 Dezember, 11 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X