fbpx

April, 2021

13Apr.(Apr. 13)13:0014(Apr. 14)17:00DWV-ტრენინგი: ბრენდის პოზიციონირება

DWV-Training-Markenpositionierung-GE

Veranstaltungsdetails

2021 წლის 13 და 14 აპრილს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და შვეიცარიული ფონდის BPN Georgia-ს თანამშრომლობით, გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „ბრენდის პოზიციონირება“.

ტრენინგს უძღვებოდა შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია Brandoos-ის დამაარსებელი და მმართველი, ტობიას ამანი.

ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბრენდის არსი, წარმატებული პოზიციონირების შემადგენელი კომპონენტები, ბრენდის ხედვის მოდელი, მომხმარებლის გამოცდილება, მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდაზე მუშაობა, საკომუნიკაციო არხების რუქა.

ტრენინგი იყო ინტერაქტიული, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, განეხილათ მათი კომპანიების კონკრეტული შემთხვევები, ემუშავათ სხვადასხვა ქეისებზე და შეესრულებინათ ტრენერის დავალებები.

ტრენინგს ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი, გლობალტესტი, დოლერი, თელავის ღვინის მარანი, ინსტა, კლინტექ, მეიჯერელ საქართველო, შალვინო, ჰაიდელბერგ ცემენტი და სხვ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერტიფიკატები.

Datum

13 April, 1 h - 14 April, 5 h

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X