Februar, 2021
10Feb.10:0015:00DWV-ტრენინგი: KPI-ით მართვა ახალ რეალობაში
Veranstaltungsdetails
2021 წლის 10 თებერვალს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მიერ C-team management consulting-თან თანამშრომლობით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „KPI-ით მართვა ახალ რეალობაში - მოტივირებული თანამშრომლიდან წარმატებულ კომპანიამდე“. ტრენინგს უძღვებოდა C-team management consulting-ის
Veranstaltungsdetails
2021 წლის 10 თებერვალს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მიერ C-team management consulting-თან თანამშრომლობით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „KPI-ით მართვა ახალ რეალობაში – მოტივირებული თანამშრომლიდან წარმატებულ კომპანიამდე“.
ტრენინგს უძღვებოდა C-team management consulting-ის ხელმძღვანელი, დავით ქარდავა.
5 სამუშაო საათის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინდიკატორების სისტემის მეშვეობით თანამშრომლების ეფექტიანი მართვის ძირითად პრინციპებსა და კონცეფციებს, ქართული და გერმანული კომპანიების რეალური მაგალითების საფუძველზე ემსჯელათ KPI სისტემის მუშაობის მოდელზე და ქართულ ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებზე. ტრენინგზე მონაწილეებს მიეცა პრაქტიკული დავალება, რომელიც მათ განიხილეს ტრენერთან ერთად და მიიღეს კონკრეტული რჩვები.
ტრენინგს ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიებისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენელი კომპანიების თანამშრომლები. ესენია: ავერსი, ბაზალტ ფაიბერს, ბიბლუსი, DG Consult GmbH, დიო, დიპლომატ ჯორჯია, თეგეტა ავტომოტივ იმპორტი, კვირის პალიტრა, მეიჯერელი, NUTSGE, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, სპექტრა გეზის ჯორჯია, უნიმედი, ფულ ჰაუსი
Datum
10 Februar, 10 h - 10 Februar, 3 h