fbpx

Juni, 2024

12Jun.10:0016:30DWV Training: სპეციალისტი MS Excel-ში

DWV Training

Veranstaltungsdetails

2024 წლის 12 ივნისს გიწვევთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BDO Academy-ს ერთობლივ ტრენინგზე:

                                  სპეციალისტი MS Excel-ში 


MS Excel არის ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია მსოფლიოში, რომელიც ამარტივებს მონაცემთა ანალიზს, მათ შორის ისეთი ფინანსური მონაცემების მონიტორინგს, როგორიცაა: მოგება, ზარალი, შესყიდვები, გადახდები, ბიუჯეტის დაგეგმვა და ჩექლისტების ორგანიზებულად მართვა.


რას ისწავლით ტრენინგზე?

ტრენინგზე ისწავლით MS Excel-ის ძირითად ფუნქციებს: მონაცემთა დახარისხებას, ფილტრაციას, სტანდარტულ ფუნქციებს, ტექსტსა და პირობით ფუნქციებს.


ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი შექმნილია იმათთვის, ვისაც სურს MS Excel-ის საბაზისო ცოდნის მიღება.


რა თემები განიხილება ტრენინგზე?
ნაწილი I:

-Excel-ის ზოგადი მიმოხილვა და საბაზისო ფუნქციები

-File ინსტრუმენტები

-Basic Shortcuts

-დროისა და თარიღის ფუნქციები

-აბსოლუტური მიმართვა (Absolute Reference)

-მონაცემების სორტირება, გაფილტვრა

-პირობითი ფორმატირება

ნაწილი II:

-ფორმულები და ფუნქციები

-სტანდარტული ფუნქციები –Sum, Average, Count, Number, Max, Min

-ლოგიკური ფუნქციები – IF(s), and, OR, Iferror, IF

-ფუნქციები-Sumif, Sumifa, Countif, Countifs, Averageif, Averageifs

-ტექსტური ფუნქციები –Find, Search, Left, Right, Len, Concatenat

 

P.S. ტრენინგის მეორე ნაწილი ჩატარდება სექტემბერში, რომლის დროსაც მონაწილეები ინტენსიურად შეისწავლიან MS Excel-ის ყველაზე ხშირად გამოყენებად ფუნქციებს და გაიღრმავებენ მონაცემთა ანალიზისა და კონტროლის უნარებს. სპეციალისტი MS Excel-ის” მონაწილეები “მასტერი MS Excel-ში” ტრენინგზე დარეგისტრირების შემთხვევაში, მიიღებენ 25%-იან ფასდაკლებას.

 

რა ფორმით ჩატარდება ტრენინგი?

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან.

ტრენერი: თამარ ჩიხრაძე- BDO Academy-ს ტრენერი, მეიჯერელ საქართველოს HR ადმინისტრირებისა და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვისა და მონაცემთა დამუშავების მიმართულებით.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.

თარიღი: 12.06.2024

ხანგრძლივობა: 6.30 საათი

ადგილი: Pullman Tbilisi Axis Towers, ი. ჭავჭავაძის გამზირი 37,  თბილისი

ტრენინგის საფასური: DWV წევრებისთვის – 200 ლარი; არაწევრებისთვის – 250 ლარი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 10 ივნისის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge

Datum

12 Juni, 10 h - 12 Juni, 4 h

Ort

Pullman Tbilisi Axis Towers

37მ ჭავჭავაძის გამზირი,

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X