Juni, 2021
24Jun.10:0017:00DWV-ტრენინგი: თვითმოტივაცია პროფესიული დაოსტატებისთვის






Veranstaltungsdetails
2021 წლის 24 ივნისს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით და ALTERBDIRGE-სთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „თვითმოტივაცია პროფესიული დაოსტატებისთვის“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის იმის გაცნობა, თუ რა არის შინაგანი მოტივაციის დანიშნულება და
Veranstaltungsdetails
2021 წლის 24 ივნისს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით და ALTERBDIRGE-სთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „თვითმოტივაცია პროფესიული დაოსტატებისთვის“.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის იმის გაცნობა, თუ რა არის შინაგანი მოტივაციის დანიშნულება და მისი როლი პიროვნულ/პროფესიულ ზრდა-განვითარებაში, მიზნისკენ სწრაფვის განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენა, დაკვირვების, მოსმენის, ანალიზისა და მიზნიდან ქმედებაზე გადასვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ტრენინგს უძღვებოდა მაკო ჯაოშვილი – პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, PH.D., ასოცირებული პროფესორი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე რექტორი.
ტრენინგი გაიმართა ALTERBDIRGE-ის თანამედროვე და კომფორტულ სივრცეში, სადაც მონაწილეებმა ინტერაქტიულ რეჟიმში სინერგიულად იმუშავეს სხვადასხვა დავალებაზე, შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები და მონაწილეობა მიიღებს გონებრივ იერიშში.
ტრენინგში მონაწილეობდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა ალტერბრიჯი, ავერსი, კლინტექი, მაიტალენტი, მეიჯერელი, რენტალსი, საოფისე ტექნოლოგიები და სხვ.
Datum
24 Juni, 10 h - 24 Juni, 5 h