Juni, 2020
18Jun.17:0018:30DWV-Webinar: როგორ ვმართოთ და მოვაგვაროთ დავები ეფექტიანად?
Veranstaltungsdetails
როგორ ვმართოთ და მოვაგვაროთ დავები ეფექტიანად? 2020 წლის 18 ივნისს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV), საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა (GIAC) და Resolve-ის ერთობლივი ვებინარი თემაზე „როგორ ვმართოთ და მოვაგვაროთ დავები ეფექტიანად?“. ვებინარის
Veranstaltungsdetails
როგორ ვმართოთ და მოვაგვაროთ დავები ეფექტიანად?
2020 წლის 18 ივნისს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV), საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა (GIAC) და Resolve-ის ერთობლივი ვებინარი თემაზე „როგორ ვმართოთ და მოვაგვაროთ დავები ეფექტიანად?“.
ვებინარის მონაწილეებმა ესპერტებისგან მიიღეს ინფორმაცია დავების მართვისა და გადაწყვეტის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით. GIAC და Resolve-ის ახალი პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს დავების პრევენციის, მართვისა და მოგვარების თანამშრომლობითი პროცესები COVID19-ის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართული ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
ვებინარის სპიკერები იყვნენ:
სოფო ტყემალაძე Resolve-ის დამფუძნებელი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი. ჰარვარდის მედიაციის პროგრამის მიერ სერტიფიცირებული მედიატორი.
ბექა ინჯია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი. პრაქტიკოსი იურისტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული მედიატორი.
სოფო ჩაჩავა Resolve-ის დამფუძნებელი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი. დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (CEDR)-ის მიერ აკრედიტებული მედიატორი.
ვებინარზე შემდეგი საკითხების განხილვა მოხდა:
- დავის გადაწყვეტის რა პროცესებია ხელმისაწვდომი პროექტის ფარგლებში?
- რა არის მედიაცია? რა არის ფასილიტაცია?
- რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მესამე ნეიტრალური მხარის (მედიატორის ან ფასილიტატორის) ჩართულობას?
- რა სახის დავები შეიძლება გადაეცეს მედიაციას და ფასილიტაციას პროექტის ფარგლებში?
- ვინ არიან მედიატორები და ფასილიტატორები?
- რა ძალა ექნება მედიაციისა და ფასილიტაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას?
- როგორ უნდა მიმართოთ და მოითხოვოთ მედიაცია და ფასილიტაცია?
- რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს პროცესები?
- რამდენი ხანი იქნება პროექტი სუბსიდირებული?
ვებინარი დაიგეგმა ექსკლუზიურად DWV-ს წევრებისთვის.
Datum
18 Juni, 5 h - 18 Juni, 6 h