November, 2025

05Nov.12:0015:00DWV-ს წევრები მასპინძლობენ წევრებს - HANSA-FLEX

Veranstaltungsdetails

5 ნოემბერს DWV-ის წევრებთან ერთად ექსკლუზიურად, ოფიციალურ გახსნამდე, ვესტუმრეთ HANSA-FLEX Georgien-ის ახალ, თანამედროვე ცილინდრების ქარხანას.

👏 კომპანიის ხელმძღვანელმა ქ-მა ანა მაისურაძემ სტუმრებს კომპანიის ისტორია გააცნო, ხოლო ცილინდრების საწარმოს ხელმძღვანელმა, ბ-მა ზურაბ ჭეიშვილმა ქარხანა დაათვალიერებინა და წარმოების ყველა ეტაპი დეტალურად წარუდგინა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ, როგორ მუშაობს დანადგარები და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ახალი ქარხანა მომხმარებლებს. ⚙️💪

ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა ნეთვორქინგის ფორმატში ისაუბრეს ლატვიის, ლიტვისა და ყაზახეთის წარმომადგენლებთან, რაც ახალი პროფესიული ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. 🤝✨

HANSA-FLEX Georgien, რომელიც 2014 წლიდან DWV-ის წევრია, ნამდვილად წარმოადგენს გერმანულ-ქართული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს.
დიდი მადლობა HANSA-FLEX- ნდობისთვის, მრავალწლიანი პარტნიორობისთვის, გულთბილი მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილებისთვის! 🙏

ვუსურვებთ კომპანიას უწყვეტ პროგრესს, ახალ მიღწევებსა და მრავალ ინოვაციურ პროექტს მომავალშიც! 🚀

Datum

5 November, 12 h - 5 November, 3 h

Ort

HANSA FLEX

8 Aleksandre Tvalchrelidze II Turn, Tbilisi

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

X
Skip to content