Juni, 2026

03Jun.11:0014:00Expert Talk: ხელოვნური ინტელექტი / Artificial Intelligence (AI)

Veranstaltungsdetails

3 ივნისს გიწვევთ ძალიან საინტერესო Expert Talk-ზე:

          ხელოვნური ინტელექტი / Artificial Intelligence (AI)

ხელოვნური ინტელექტი (AI) თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, თუმცა ადამიანების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოიყენოს ის ეფექტურად. Artificial Intelligence (AI) გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ChatGPT-ს, Gemini-ს, Grok-ის ან სხვა LLM-ების (Large Language Models) გამოყენება. საერთოდაც, უნდა მივიჩნიოთ თუ არა ეს LLM-ები ხელოვნურ ინტელექტად, თუ ისინი მხოლოდ დიდი გამოთვლითი რესურსებისა და მასშტაბურ მონაცემთა ბაზებზე წვდომის კომბინაციას წარმოადგენს?

ჩვენს ღონისძიებაზე შეიტყობთ, განვითარების რა ეტაპზეა დღეს „ხელოვნური ინტელექტი“, რა პროცესები მიმდინარეობს ამ სფეროში და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი მომავალი.

ამ Expert Talk-ით ვიწყებთ სემინარების სერიას თემაზე – Artificial Intelligence, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო დეტალურად განვიხილავთ. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ სხვადასხვა AI-პროგრამა და სრულყონ მათი პრაქტიკული გამოყენების უნარები. ასევე, ჩავატარებთ „ვებინარებს“, რათა ყურადღება გავამახვილოთ AI-ს სამყაროში მიმდინარე ცვლილებებზე და საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოვერგოთ მათ.

არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტენდეციებს – შემოგვიერთდით!


Keynote:

Mr. Michael Dorn, SAP-ის ყოფილი თანამშრომელი და კომპანია PBD – Experts-ის თანადამფუძნებელი
„SAP და AI ცვლიან სამუშაო ადგილებს, უნარებსა და კომპანიებს – AI-ის გაგება გადამწყვეტია ეფექტიანობისა და მოგების მარჟების გასაუმჯობესებლად.“


მთავარი სპიკერი:

Mr. Jèan Sebastien Gourdet, კომპანია OLMAIT LLC-ის კვლევისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი.

Jean Sebastian მოგვაწვდის თემის ზოგად მიმოხილვას და კონკრეტული Show Case-ების საშუალებით გვაჩვენებს, რა არის აქტუალურად შესაძლებელი AI-ის დახმარებით, სად შეგვიძლია ბევრად უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ეს სფერო მომავალში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, მონაწილეებს ფურშეტით ვუმასპინძლებთ, რა დროსაც მათ იდეების გაცვლის და ურთიერთობების დამყარების საშუალება ექნებათ.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართულენოვანი სინქრონული თარგმანით.

DWV-
წევრებისთვის მონაწილეობა თავისუფალია.

როდის: 3 ივნისი 2026, 11:00–14:00 საათი
სად: Pullman Tbilisi Axis Towers
მისამართი: 37მ ჭავჭავაძის გამზ., თბილისი 0179, საქართველო

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 1ივნისის ჩათვლით, დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge

 

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან ჩვენი წევრი კომპანიები: Orient Logic და Concentrix.

Join us at the Expert Talk of the German Business Association and find out what the future might look like

Datum

3 Juni, 11 h - 3 Juni, 2 h

Ort

Pullman Tbilisi Axis Towers

37მ ჭავჭავაძის გამზირი,

X
Skip to content