29 ოქტომბერს, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), ექსკლუზიურად DWV წევრებისთვის, GTAI – Germany Trade & Invest-თან ერთად, ჩაატარა Expert Talk თემაზე: ცენტრალური აზიის ეკონომიკური განვითარება და ბიზნეს შესაძლებლობები.
შეხვედრაზე, დოქ. უვე შტრობახმა, GTAI-ის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა, მიმოიხილა რეგიონის ეკონომიკური განვითარება, აქტუალური ბიზნეს პოტენციალი და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ბაზრის ათვისებასთან. მან ხაზი გაუსვა ყაზახეთისა და უზბეკეთის მზარდ მნიშვნელობას, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ცენტრში ექცევიან მიზანმიმართული ეკონომიკური სტრატეგიების მეშვეობით.
ღონისძიების ბოლოს, მომხსენებელსა და სტუმრებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. აუდიტორიის მხრიდან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა.