April, 2026

Veranstaltungsdetails
29 აპრილს SmartCLM-თან ერთად სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გავმართეთ Expert Talk თემაზე – დოკუმენტებიდან გადაწყვეტილებებამდე: როგორ აუმჯობესებს კონტრაქტების მართვა ეფექტურობას, ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს GDPR-თან შესაბამისობას. ღონისძიების ფარგლებში განხილული
Veranstaltungsdetails
29 აპრილს SmartCLM-თან ერთად სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გავმართეთ Expert Talk თემაზე – დოკუმენტებიდან გადაწყვეტილებებამდე: როგორ აუმჯობესებს კონტრაქტების მართვა ეფექტურობას, ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს GDPR-თან შესაბამისობას.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომები კომპანიებში ეფექტიანობის ზრდის, ოპერაციული რისკების შემცირებისა და GDPR-ის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ქეთევან აღოშაშვილმა და გიორგი კაკუბავამ წარმოადგინეს თანამედროვე კონტრაქტების მართვის გადაწყვეტილებები და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ინსტრუმენტებს ბიზნესპროცესების მდგრადი გაუმჯობესება.
შეხვედრის ბოლოს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჯიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ღონისძიება გაგრძელდა არაფორმალურ გარემოში ფურშეტის თანხლებით, რა დროსაც დისკუსია აქტიურად გაგრძელდა.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს მაღალი ინტერესისა და ნაყოფიერი დისკუსიისთვის.

ღონისძიების სპონსორია შპს SmartCLM
Datum
29 April, 11 h - 29 April, 1 h
Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge
Sheraton Grand Tbilisi Metechi PalaceTelavi Street N.20
