Februar, 2026
04Feb.All Day06Fruit Logistica 2026

Veranstaltungsdetails
2026 წლის 4-6 თებერვალს FRUIT LOGISTICA ბერლინში კვლავ გახსნის კარს და ფრეშ პროდუქციის გლობალურ ინდუსტრიას ერთი სივრცის ქვეშ გააერთიანებს.საერთაშორისო ხილის ვაჭრობის წამყვანი
Veranstaltungsdetails
2026 წლის 4-6 თებერვალს FRUIT LOGISTICA ბერლინში კვლავ გახსნის კარს და ფრეშ პროდუქციის გლობალურ ინდუსტრიას ერთი სივრცის ქვეშ გააერთიანებს.
საერთაშორისო ხილის ვაჭრობის წამყვანი სპეციალიზებული გამოფენა FRUIT LOGISTICA არის შეხვედრის ადგილი ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც მუშაობს ხილისა და ბოსტნეულის სფეროში.
128,000 მ²-ზე მეტი საგამოფენო ფართობით და 26 საგამოფენო დარბაზით , 90-ზე მეტი ქვეყნიდან 2,600-ზე მეტი გამომფენი და 145 ქვეყნიდან 67,000-მდე პროფესიული ვიზიტორით, FRUIT LOGISTICA გთავაზობთ უნიკალურ პლატფორმას წარმატებული ბიზნესგარიგებებისთვის.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ ექსპორტიორიებს, ტექნოლოგიების მიმწოდებელიებს თუ შეფუთვის სპეციალისტებს.
მთავარი საგამოფენო თემატიკა:
– Fresh Produce – ახალი ხილი და ბოსტნეული მთელი მსოფლიოდან – როგორც სტანდარტული, ისე ბიოლოგიური წარმოება.
– Machinery & Technology – ინოვაციური ტექნიკა და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები მოყვანის, მოსავლის აღების და გადამუშავებისათვის.
– Logistics – ეფექტური და მდგრადი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი.
სპეციალური სექციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები:
– Smart Agri & Greenhouse – თანამედროვე, მდგრადი მეურნეობისა და სათბურის ტექნოლოგიები.
– Organic Route – სპეციალური მარშრუტი, რომელიც აქცენტს აკეთებს ბიო სერტიფიცირებული გამომფენებზე.
– Startup World – პლატფორმა სტარტაპებისთვის, რომლებიც თავიანთ ინოვაციურ ხედვებს აცნობენ ინდუსტრიას.
– Innovation Award (FLIA) – ჯილდო სექტორის გამორჩეული პროდუქტისა და პროცესის ინოვაციებისთვის.
– Fruitful Friday – თემატური დღე, ფოკუსით ქსელურ კავშირებზე და მომავლის ტრენდებზე.
გაეცანით სტენდის ფასებს ან გამოიყენეთ სტენდების ღირებულების კალკულატორი, დაგეგმეთ ინდივიდუალური მონაწილეობა და დარეგისტრირდით ამ ბმულზე.
რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი. იჩქარეთ, საუკეთესო ადგილები მალე იჯავშნება!
წარმომადგენლობა საქართველოში
FRUIT LOGISTICA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV).
გთხოვთ, რეგისტრაციასთან, სტენდის დაჯავშნასთან ან ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოთ:
სალომე მუმლაძეს მეილზე: exhibitions@dwv.ge
Datum
4 Februar, 12 h - 6 Februar, 11 h
Ansprechpartner
Salome Mumladzesalome.mumladze@dwv.ge
Messe BerlinMessedamm 22