November, 2026

25Nov.(Nov. 25)10:0027(Nov. 27)18:00ISO სემინარი - ინტეგრირებული ხარისხის მართვის სისტემები პრაქტიკაშისამდღიანი პროფესიული სემინარი ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001 სტანდარტებზე

Veranstaltungsdetails

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, გიწვევთ სამდღიან პროფესიულ სემინარზე თემაზე „ინტეგრირებულიისხის ხარ მართვის სისტემები პრაქტიკაში“.

სემინარი განკუთვნილია კომპანიების, სპეციალისტების, მენეჯერებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან ინტერესდება ხარისხის მართვით, შრომის უსაფრთხოებით, გარემოს დაცვითა და ISO სტანდარტებით, ასევე მათთვის, ვინც საკუთარ ორგანიზაციაში ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას ან გაუმჯობესებას გეგმავს.

სემინარის მთავარი თემებია სამი საერთაშორისო სტანდარტი:

  • ISO 9001 – ხარისხის მართვის სისტემა
  • ISO 45001 – შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემა
  • ISO 14001 – გარემოსდაცვითი მართვის სისტემა

მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას სტანდარტების ძირითადი მოთხოვნების შესახებ და გაიგებენ, როგორ შეიძლება მათი გამოყენება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით განხილული იქნება მოთხოვნებთან შეუსაბამობების გამოვლენა, რისკების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეები უკეთ შეძლებენ ISO სტანდარტების ძირითადი მოთხოვნების გააზრებას, საკუთარ ორგანიზაციაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვისა და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.

სემინარის წამყვანი

სემინარს ჩაატარებს Magnum Opus Consulting — თბილისში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც მართვის სისტემების დანერგვისა და სერტიფიცირების მიმართულებით ათ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. კომპანიის ექსპერტებს დაახლოებით 1 000 ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება აქვთ სხვადასხვა სტანდარტის, მათ შორის ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001-ის მიმართულებით.

ღონისძიების დეტალები

თარიღი: 25, 26 და 27 ნოემბერი
ადგილი: Holiday Inn Tbilisi
ფორმატი: სამდღიანი დასწრებითი სემინარი
მონაწილეობის საფასური: 450 ლარი ერთ მონაწილეზე

მონაწილეობის საფასური მოიცავს სრულ სამდღიან პროგრამას, სემინარის მასალებს, ყოველდღიურ სადილსა და ყავის შესვენებებს, ასევე სერტიფიკატს სემინარის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

ორგანიზატორი: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), GIZ-თან თანამშრომლობით
სემინარს ატარებს: Magnum Opus Consulting

ადგილები შეზღუდულია. რეკომენდებულია წინასწარი რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო ლინკი

Datum

25 November, 10 h - 27 November, 6 h

Ort

Holiday Inn Tbilisi

Twentysix May Square N.1

Ansprechpartner

Nino TsutskiridzeProject Manager+995 555 21 51 11 | nino.tsutskiridze@dwv.ge Shota Rustaveli 24

Holiday Inn TbilisiTwentysix May Square N.1

X
Skip to content