fbpx

Juni, 2022

21Jun.14:00START. UP! GERMANY TOUR 2022: Pitch Event

Veranstaltungsdetails

2022 წლის 21 ივნისს სასტუმრო ბილტმორში გაიმართა გერმანიის სტარტაპ პროგრამის (Startup Germany Tour 2022) პირველადი შესარჩევი ეტაპი.

პროგრამა და კონკურსი განკუთვნილი იყო ყველა დაინტერესებული სტარტაპისთვის, რომელიც აკმაყოფილებდა პროგრამის მოთხოვნებს (იხ. ბმული) და წარმოადგენდა შემდეგ სფეროებს:

  • ლოგისტიკა და მობილურობა
  • სამრეწველო გადაწყვეტილებები
  • მწვანე ტექნოლოგია

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 7 კანდიდატმა: DG Systems, Digital Villa, Styx, Silk Kakheti, VooVoo, Corvis technology და Costy. კონკურსის შემდეგ ეტაპზე კი 5 მათგანი გადავიდა. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ ქართულ-აზერბაიჯანულ Pitch Event-ზე ბაქოში, სადაც საუკეთესო ქართული და საუკეთესო აზერბაიჯანული სტარტაპი გამოვლინდება, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

ჟიურის წევრები იყვნენ: გერმანიის ელჩი საქართველოში – ბ-ნი ჰუბერტ ქნირში; Majorel-ის მმართველი დირექტორი – ალექსანდრე მირონენკო; GITA-ს დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – ანა ვაშაყმაძე; DWV-ის მმართველი საბჭოს წევრი და INSTA-ს ოპერაციების მენეჯერი – სანდრო ბახსოლიანი; DWV-ის მმართველი დირექტორი – თომას კიმმესვენგერი.

Datum

21 Juni, 2 h

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X