November, 2023

16Nov.00:0000:00START. UP! GERMANY TOUR 2024

Veranstaltungsdetails

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება იწვევს ქართულ სტარტაპებს START. UP! GERMANY TOUR 2024-ში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა და კონკურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული სტარტაპისთვის, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს (იხ. ბმული).

პროგრამა/კონკურსი იწვევს ქვემოთ მოცემული მიმართულებებით დაკავებულ სტარტაპებს:

  • Green Tech (მწვანე ტექნოლოგიები)
  • Industrial Solutions (სამრეწველო გადაწყვეტილებები)
  • Life Science (ბიო-ტექნოლოგია)

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო ფორმაზე და გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი, მიმდინარე წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

START. UP! GERMANY TOUR 2024-ი შედგება 3 ძირითადი კომპონენტისაგან, შესარჩევი ეტაპი, საერთაშორისო კონკურსი და მთავარი პროგრამა.

შესარჩევი ეტაპი (16 ოქტომბერი – 25 ნოემბერი):

შემოსული განცხადებებიდან გადაირჩევა 5 სტარტაპი, მათ შორის ერთი საუკეთესო, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსში (იხ. ქვემოთ) და გაემგზავრება გერმანიაში მთავარ პროგრამაში (იხ. ქვემოთ) მონაწილეობის მისაღებად.

დანარჩენ 4-ი შერჩეული სტარტაპი, ასევე მიიღებს მონაწილეობას მთავარ პროგრამაში ვირტუალურად.

საერთაშორისო კონკურსი (19 თებერვალი – 1 მარტი):

საუკეთესო ქართული სტარტაპი, თებერვალში მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფინალურ კონკურსში და იბრძოლებს საბოლოო პრიზის მისაღებად. ფინალში გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: 7.500,- ევრო (პირველი ადგილი), 5.000,- (მეორე ადგილი) და 2.500,- ევრო (მესამე ადგილი).

მთავარი პროგრამა (7 – 9 აპრილი; 16 აპრილი):

შესარჩევის შედეგად გადარჩეული 5 ქართული სტარტაპი წარდგენილი იქნება მთავარ პროგრამაში, START. UP! GERMANY TOUR 2024- ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება გერმანიაში.

წინასწარ გიხდით მადლობას და გვახარებს თქვენი მონაწილეობა!

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ვატო კასრაძეს (vato.kasradze@dwv.ge).

Datum

16 November, 12 h - 16 November, 12 h

X