März, 2025

19Mär.(Mär. 19)00:0004Jul.(Jul. 4)00:00START. UP! GERMANY TOUR 2025

Veranstaltungsdetails


2025 წლის 30 აპრილს, სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართა Start.up Germany Tour 2025-ის შესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობა მიიღო რვა ქართულმა სტარტაპმა: NFT Forest, Waiter Call • ვეიტერ კალ, Kan-Guroo, str.ge-for sustainable Travel, Evolvexe,Agrometa • აგრომეტა , ClearFlow და BioNova.

🧑‍💼მოწვეული იყვნენ ჟიურის წევრები: დენის ცერვას (გერმანიის საელჩოს მე-3 მდივანი თბილისში), ალექს მატუა (პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი), თორნიკე ჯობავა (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილე), თომას კიმესვენგერი (გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელი დირექტორი).

💫მათ შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: პრეზენტაცია, იდეა და პერსპექტივა გერმანულ ბაზარზე ერთი გამარჯვებული სტარტაპი, Agrometa LLC – Smart Farmer გამოავლინეს.

🚀აგრომეტა არის ინოვაციური აგროდრონების სერვისი, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ახალ მდგრად ინდუსტრიულ სტანდარტს. აგროდრონების საშუალებით ხდება მიწების ეკოლოგიურად განაყოფიერება და დიაგნოზირება. ამ სერვისის საშუალებით ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ დეტალური მონაცემები ნიადაგის ტენიანობის დონის, მოსავლის მდგომარეობის შესახებ, დაზოგონ დრო და გაზარდონ მოსავლიანობა.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებული სტარტაპი აგრომეტა,  IHK Dortmund-ის დაფინანსებით გაემგზავრება გერმანიაში და 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით და მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს:

🔹 შეხვედრებს პოტენციურ კლიენტებთან, პარტნიორებსა და ინვესტორებთან,
🔹 NRW-ს სტარტაპების ეკოსისტემის გაცნობას,
🔹 გერმანული ბაზრის გაცნობას,
🔹 საფინალო კონკურსს, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 15.000 ევროს. გამარჯვებულ სტარტაპებს გადაეცემათ:

I ადგილი – 7.500 EUR
II ადგილი – 5.000 EUR
III ადგილი – 2.500 EUR

ბონუს შესაძლებლობა

–  ფინალურ ეტაპზე გასულ სტარტაპს ხარჯებისთვის გადაეცემა 500 ევრო.
– გარდა ფულადი პრიზებისა, გამარჯვებულები ასევე მიიღებენ მოწვევას Future Tech Fest-ზე, რომელიც გაიმართება 2025 წლის 11 სექტემბერს, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა, ტურის დროს დამყარებული საქმიანი კონტაქტების გაძლიერებაში.

2025 წლის START. UP! GERMANY -ის კრიტერიუმები/

– Green Tech (მწვანე ტექნოლოგიები)
– Industrial Solutions (სამრეწველო გადაწყვეტილებები)
– Life Science (ბიო-ტექნოლოგია)

და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

✔ სტარტაპის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს
✔ სტარტაპს უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეს Seed-ეტაპი და უფიქსირდებოდეს შემოსავალი. ასევე, გავლილი უნდა ქონდეს საწყისი საინვესტიციო ეტაპები.
✔ სტარტაპი უნდა ფლობდეს საერთაშრისო ბაზრისთვის გათვლილ ბიზნეს-მოდელს, სასურველია ფოკუსი ევროპაზე/გერმანიაზე. უპირატესობად ჩაითვლება უცხოურ ბაზარზე უკვე არსებული გამოცდილება.
✔ სტარტაპს უნდა ჰქონდეს გერმანულ ბაზარზე ადაპტირების გეგმა და ფლობდეს ინფორმაციას, წარმატების კრიტერიუმებთან დაკავშირებით
✔ სტარტაპი ოფიციალურად არ უნდა ფლობდეს ოფისს გერმანიაში, თუმცა გერმანელი მომხარებლის ყოლა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
✔ სტარტაპმა უნდა შეძლოს ინგლისურად კომუნიკაცია და პროფესონალურ დონეზე ფიჩინგების გამართვა.

——————————————————————————————————

START. UP! GERMANY TOUR არის IHK Dortmund-ის დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ტექნოლოგიების, სამრეწველო გადაწყვეტილებებისა და ბიო-ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სტარტაპების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.

პროექტის წარმომადგენელი და განმახორციელებელი საქართველოში
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

პროექტის მხარდამჭერი
საქართველოს ინვოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

Datum

19 März, 12 h - 4 Juli, 12 h

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

X