fbpx

Dezember, 2021

09Dez.11:0014:00Verlegt„რატომ არის ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება ხშირად უშედეგო? ორგანიზაციული სტრუქტურის სისტემური მოდელირება წარმატებისთვის “

Veranstaltungsdetails

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და GEC Consulting გიწვევთ ტრენინგზე:
„რატომ არის ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება ხშირად უშედეგო? ორგანიზაციული სტრუქტურის სისტემური მოდელირება წარმატებისთვის “
ტრენინგის მიზანი:
ორგანიზაციები ყოველდღიურად დგანან გამოწვევის წინაშე, როგორ გაუმკლავდნენ სწრაფ ცვლილებს თანამედროვე ბიზნესგარემოში. თუ, მმართველები არ შექმნიან ისეთ ორგანიზაციულ მოდელს, რომელიც ცვალებად სამყაროსთან ჰარმონიაში მოდის, შესაძლოა მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში სერიოზული ორგანიზაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
ტრენინგის შემდეგ თქვენ გაიგებთ:
1. რას ნიშნავს ორგანიზაციის სისტემური ხედვა?
2. ჰორიზონტალური vs. ვერტიკალური ორგანიზაცია, სად გვაქვს ბალანსი?
3. ორგანიზაციული პერფორმანსის ანატომია: ადამიანი, სტრუქტურა, პროცესი.
4. ფუნქციების სასიცოცხლო ციკლი.
მიზნობრივი აუდიტორია: ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციების მფლობელებისთვის და გადაწყვეტილების მიმღები იმ პირებისთვის, ვინც ჩართულია ორგანიზაციული განვითარების პროცესებში და ასევე ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის.
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგს გაუძღვება ალექსანდრე ჭელიძე, GEC Consulting-ის ბიზნეს-კონსულტანტი.
ალექსანდრე ჭელიძეს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება, როგორც ორგანიზაციული ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ორგანიზაციული დიზაინის ფორმირებაში, ისე თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვის, მართვის და მოტივაციის სისტემების შექმნის მიმართულებით. ალექსანდრე არის TEDxTbilisi-ის სპიკერი, გამოსვლის თემა: „Business Processes as Guruli Krimanchuli Song“.
ტრენინგის საფასური: DWV-ს წევრებისთვის 120 ლარი, არაწევრებისთვის 150 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭუმბურიძე, პროექტის მენეჯერი
mariami.chumburidze@dwv.ge

Datum

9 Dezember, 11 h - 9 Dezember, 2 h

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X