Juli, 2026

14Jul.14:0018:00სემინარი: ხელოვნური ინტელექტი და სამართალი

Veranstaltungsdetails

ვის ეკუთვნის მომავლის იდეები, ნამუშევრები და უფლებები?

ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის როგორც სამუშაო გარემოს, ისე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ახალ შესაძლებლობებთან ერთად ჩნდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი კითხვებიც, რომლებიც აქტუალურია კომპანიებისთვის, კრეატიული სფეროს წარმომადგენლებისთვის, დამსაქმებლებისთვის და კერძო პირებისთვის.

ვის ეკუთვნის AI-ის დახმარებით შექმნილი ტექსტი, დიზაინი, ბრენდი ან სხვა ნამუშევარი? ვინ ითვლება ავტორად, როდესაც იდეის ან პროდუქტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტია ჩართული? ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, ვის ეკუთვნის AI-ის გამოყენებით განვითარებული გამოგონება ან შემოქმედებითი გადაწყვეტა.

განსაკუთრებით აქტუალურია პიროვნული უფლებების დაცვაც. რა ხდება მაშინ, როდესაც AI იყენებს ან იმიტირებს ადამიანის გამოსახულებას, ხმას ან გარეგნობას? ვინ არის პასუხისმგებელი, თუ AI-ის მიერ შექმნილი კონტენტი არღვევს პირის უფლებებს, ავრცელებს მცდარ ინფორმაციას ან აზიანებს რეპუტაციას?

AI-ის სამართლებრივი შეფასება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამუშაო გარემოშიც. რა როლი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს სახელშეკრულებო ურთიერთობებში? რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ კომპანიებსა და თანამშრომლებს AI-სისტემების გამოყენებისას? და ვინ აგებს პასუხს, თუ AI-ის შედეგი არასწორი, პრობლემური ან საზიანო აღმოჩნდება?

სწორედ ეს და სხვა აქტუალური საკითხები იქნება სემინარის მთავარი თემა.

ჩვენი მომხსენებელია სამართლის ამ სფეროში კარგად ცნობილი და გამოცდილი ექსპერტი:

Dr. Sergi Jorbenadze, JG Counselors

თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და პრაქტიკული მიდგომით, Dr. Sergi Jorbenadze ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ მთავარ სამართლებრივ გამოწვევებზე და მონაწილეებს გაუზიარებს კონკრეტულ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც უკვე დღეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

გელოდებათ ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე.

თარიღი და დრო: 14 ივლისი, 14:00–18:00
ადგილი: Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure
ფასი: DWV-ის წევრებისთვის -160 ლარი; არაწევრებისთვის -220 ლარი

გათვალისწინებულია ყავის შესვენება.

სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 13.ივლისამდე-მდე სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით მარიამ თუშიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: mariam.tushishvili@dwv.ge

Datum

14 Juli, 2 h - 14 Juli, 6 h

X
Skip to content