Startseite » გამოფენები » EUROVINO

EUROVINO

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) 2024 წლის ივნისიდან EUROVINO-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

EUROVINO – ღვინის გამოფენა კარლსრუეში

EUROVINO წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას ქართველი მეღვინეებისთვის გერმანიის ბაზარზე ღვინის წარსადგენად. გამოფენაზე თავს იყრიან პროფესიონალები ღვინის საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროდან, სადისტრიბუციო კომპანიები, იმპორტიორები, სომელიეები, ექსპორტიორები და სარესტორნო და სასტუმრო ინდუსტრიის პროფესიონალები.

რით გამოირჩევა EUROVINO?

  • ფოკუსი მხოლოდ ღვინოზე
    EUROVINO-ზე წარმოდგენილი არიან მხოლოდ ღვინის მწარმოებლები და უშუალოდ ღვინოსთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლები. არც ერთი სხვა სპირტიანი სასმელი EUROVINO-ზე არ ხვდება.

     

  • გამოფენის მასშტაბი
    EUROVINO არ არის მასშტაბური ღონისძიება. ის საშუალო ზომის გამოფენაა, რომელზეც  2 დღის განმავლობაში შევხდებით მათ, ვინც ნამდვილად შეიტანს წვლილს თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

     

  • სტენდების ხელმისაწვდომი ფასი
    EUROVINO გათვლილია მცირე და საშუალო მწარმოებლებზე, შესაბამისად, გამოირჩევა სტენდების მისაღები ფასებით. მაგ. 1 კვ.მ.-ის ფასი 112 EUR-დან იწყება, საზიარო სტენდის მოწყობის შემთხვევაში კი შესაძლებელია სპეციალური შეთავაზების მიღება.

     

  • Wine experience 
    ღვინის სადეგუსტაციო სივრცე Wine experience ხელმისაწვდომია არა მხოლოდ გამოფენილი, არამედ არაგამოფენილი (სტუმარი) ღვინოებისთვის და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ადგილზე ჩასვლის გარეშე, წარმოადგინონ პროდუქცია.

ნეთვორქინგის დამატებითი შესაძლებლობები

EUROVINO გამომფენებსა და ვიზიტორებს საქმიანი კავშირების დამყარების არაფორმალურ ფორმატსაც სთავაზობს. გამოფენა გიმასპინძლებთ საქმიან საუზმესა და ვახშამზე, სადაც როგორც ახალი კონტაქტების დამყარების, ისე არსებული კავშირების გამყარების შესაძლებლობა მოგეცემათ. 

დამატებითი შეთავაზებები: ღამისთევა და ტრანსპორტი

კარლსრუეში თქვენი სასიამოვნო გამოცდილების მისაღებად, EUROVINO გამომფენებსა და ვიზიტორებს სთავაზობს სპეციალურ ფასებს პარტნიორ სასტუმროებში და ტრანსპორტით მომსახურებას ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან საგამოფენო სივრცემდე და უკან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, კონსულტაციისა და სტენდის დაჯავშნის მიზნით მოგვმართეთ. 

X