გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) 2024 წლის ივნისიდან LEARNTEC-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

LEARNTEC – ევროპის წამყვანი ციფრული განათლების გამოფენა
LEARNTEC წარმოადგენს მთავარ შეხვედრის პლატფორმას ყველასთვის, ვისაც სურს განათლება გააციფრულოს, და განავითაროს. კარლსრუეს საგამოფენო სივრცეში იკრიბებიან განათლებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პროფესიონალები, რათა ერთად აღმოაჩინონ სწავლების უახლესი ციფრული ფორმები და ინოვაციური გადაწყვეტილებები.
ვინ არის გამომფენები?
- E-learning პლატფორმები
- ვირტუალური საკლასო ოთახები
- სასწავლო მართვის სისტემები (LMS)
- ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ხელსაწყოები
- VR/AR ტექნოლოგიები
- მიკროსწავლება და შერეული სწავლების მოდელები.
ვინ სტუმრობს LEARNTEC-ს?
- სკოლებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ლექტორები
- HR და ტრენინგის მენეჯერები კერძო სექტორიდან
- IT-კომპანიები და EdTech სტარტაპები
- ტრენერები, ქოუჩები და გადამზადების ცენტრები
- განათლების პოლიტიკისა და მმართველობის წარმომადგენლები
შთამბეჭდავი რიცხვები
- 400+ მონაწილე კომპანია
- 15,000+ პროფესიონალი ვიზიტორი
- 20,000 მ²-ზე მეტი საგამოფენო სივრცე
- 600-ზე მეტი მოხსენება და სესია კონგრესის ფარგლებში
დამატებითი შეთავაზებები: ღამისთევა და ტრანსპორტი
კარლსრუეში თქვენი სასიამოვნო გამოცდილების მისაღებად, LEARNTEC გამომფენებსა და ვიზიტორებს სთავაზობს სპეციალურ ფასებს პარტნიორ სასტუმროებში და ტრანსპორტით მომსახურებას ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან საგამოფენო სივრცემდე და უკან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კონსულტაციისა და სტენდის დაჯავშნის მიზნით მოგვმართეთ.