ATLAS
კომპანია ATLAS საქმიანობს სატრანსპორტო საშუალებების, ავტომობილების რეგისტრაციის, ავტოდათვალიერების, უსაფრთხოებისა და სპეციალური აღჭურვილობის სფეროში. კომპანია გთავაზობთ პრობლემის გადაწყვეტისა და თქვენი პროექტების რეალიზაციის სრულყოფილ გზებს. კომპანიის ძირითადი ბიზნეს პარტნიორები არიან, სახელმწიფო ორგანიზაციები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
მისი სფეროებია:
- სანომრე ნიშნები & დანადგარები
- ტექნიკური ავტოდათვალიერება
- უსაფრთხოების დოკუმენტაცია & პერსონალიზაცია
- მოძრაობის უსაფრთხოება
- კარტინგები & აღჭურვილობა
- საგზაო მოძრაობის მონიტორინგი
იური ჟილინი
Hildeboldplatz 15-17
50672 Köln
+49 221 540 25 90
zhilin@atlas-int.eu
www.atlas-int.eu
CLAAS
Claas-ი დაარსდა 1913 წელს და მიეკუთვნება სოფლის მეურნეობის ტექნიკის წამყვან მწარმოებელთა რიცხვს. კომპანია მდებარეობს გერმანიაში, ჰარზევინკელში და არის ევროპაში კომბაინების ყველაზე დიდი მწარმოებელი. Claas-ი იკავებს მსოფლიოში მოწინავე პოზიციას თვითმავალი მთიბავების წარმოების კუთხით და წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის ტექნიკის მიმართულებითაც: ტრაქტორები, მინდვრის მპრესავები, მოსავლის ასაღები ეკოლოგიური კომბაინები. Claas-ის პორტფოლიოს განეკუთვნება, ასევე, თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინფორმაციული ტექნოლოგიები. Claas-ი მსოფლიოს მასშტაბით ასაქმებს 11.400 ადამიანს და 2019 წელს წლიურმა შემოსავალმა 3,8 მილიარდი ევრო შეადგინა.
იოახიმ ოლდენბურგი
Münsterstraße 33
33428 Harsewinkel
+49 5247120
joachim.oldenburg@claas.com
www.claas.com
ნობლექსი
შპს ნობლექსი 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში. იგი დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით და თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით აგროსფერო. მათი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს: მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებს, აგროტექნიკას, სათესლე მასალას, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს, სამუშაო იარაღებსა და ფერმერისთვის საჭირო სხვა პროდუქციას, ასევე დანადგარებისა და დამხმარე მასალების ფართო სპექტრს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებისთვის. შპს ნობლექსი საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: Bayer AG, Yara, Claas, Rijk Zwaan, Nunhems, Pall, Seguin Moreau და სხვა.
ალექსანდრე ედიბერიძე
კახეთის გზატკეცილი 51
0190 თბილისი
+995 32 247 30 03
alexander.ediberidze@noblex.ge
www.agrosphere.ge
თეგეტა მოტორსი
კომპანია თეგეტა მოტორსი დაარსდა 1995 წელს და როგორც ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასი (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში). კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოში შემოიტანოს ტექნიკური ნოუ-ჰაუ და ინოვაციები. თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. თეგეტა მოტორსის მომსახურებები მოიცავს სატვირთო მანქანების, ავტომობილების, ავტობუსების, კონსტრუქციებისა და სპეციალური ტექნიკის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. კომპანია ასაქმებს 1.500-ზე მეტ ადამიანს. თეგეტა მოტორსი ემსახურება 34.000-მდე მომხმარებელს 2.000-მდე სარემონტო ობიექტზე. კომპანია აერთიანებს 21 ფილიალს თბილისში, ბათუმში, რუხში (ზუგდიდი), ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში. თეგეტა მოტორსი წარმატებით საქმიანობს ამიერკავკასიის ბაზარზე. გარდა ამისა, თეგეტა მოტორსი არის Groupauto International-ის ოფიციალური წევრი და შესაბამისად, წარმოადგენს ისეთ უმსხვილეს და ცნობილ კომპანიებს საქართველოში, როგორიც არის Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, BPW, Thermo King, Febi, Federal Mogul და სხვ. თეგეტა მოტორსი მრავალი სასახელო ჯილდოს მფლობელია. 2015 წელს მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგებში თეგეტა მოტორსი წლის საუკეთესო კომპანიებს შორის დასახელდა და დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით. ამასთანავე, 2017 წელს თეგეტა მოტორსმა პირველმა მიიღო კავკასიის რეგიონში Fitch-Rating საავტომობილო ინდუსტრიაში.
არჩილ ბერიძე
დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5
0131 თბილისი
+995 32 224 44 44
archil.beridze@ge.man-mn.com
www.tegetamotors.ge
ავტო იმპორტ ჯორჯია
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ უმსხვილესი კორეული კომპანიის „ავტოვინი“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი ყველაზე დიდი ავტო სავაჭრო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სატრანსპორტო საშუალების გარანტირებულ ტრანსპორტირებას როგორც კორეის ბაზრიდან, ისე ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მაღალი პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი ხარისხით დაკომპლექტებული გუნდი ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზების პოვნასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაზე. კომპანია უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას შეძენის ადგილიდან საქართველოს პორტამდე და სურვილისამებრ, სასურველ ლოკაციამდე.
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ მომსახურებას უწევს როგორც კერძო პირებსა და კომპანიებს, ისე მსხვილ დილერებსაც.
კომპანიის მნიშვნელოვანი პრივილეგიაა დაფინანსება, რაც მომხმარებელს ავტომობილის შეძენას კიდევ უფრო უმარტივებს.
ეკატერინე კალაძე
ცოტნე დადიანის ქ. 123/125
0163 თბილისი, საქართველო
+995 32 211 12 13
autoimport.com.ge
Schmitz Cargobull AG
57,100-იანი წლიური წარმოებით და დაახლოებით 6,800 თანამშრომლით, Schmitz Cargobull AG არის ევროპის წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ნახევარმისაბმელებს, მისაბმელებსა და სპეციალურ ტვირთის გადამზიდ მაცივრიან კონტეინერებს. როგორც ინდუსტრიის პიონერმა, ჩრდილოგერმანულმა კომპანიამ, ადრევე შეიმუშავა ბრენდის ყოვლისმომცველი სტრატეგია და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბა ხარისხის სტანდარტები ყველა დონეზე, რაც გულისხმობს: კვლევებს, წარმოების განვითარებას, ხელშეკრულებების დადებას, ტელემატიკას, დაფინანსების საკითხებს, სათადარიგო ნაწილებისა და მეორადი მანქანებს.
შპს Schmitz Cargobull Georgia მთელს კავკასიაში არის ლიდერი კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისის ახლომდებარე რეგიონში, გარდაბანში. იგი ადგილობრივ მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ მხარდაჭერას მთელი კავკასიის მასშტაბით და სთავაზობს: ახალ და მეორად მისაბმელებს სატვირთო ტრანსპორტისთვის, სამშენებლო ინდუსტრიისთვის, მაცივრიანი ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობისთვის. სერვისების ეს სპექტრი ძირითადად ფარავს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.
მარიამ გვასალია
მარტყოფი, გარდაბანი 1320
599 80 06 84
https://www.cargobull.com/en/
შ.პ.ს. Elisabethtal
გერმანულიკომპანია მაჰა დაარსა ბ-მა რაუხმა 1968 წელს. სამუხრუჭოსისტემების გამართვაზე ორიენტირებული კომპანია, რომელმაც არსებობა ავტო-ფარეხში დაიწყო, დღესდღეობით ერთ-ერთ ლიდერკომპანიად იქცა არა მხოლოდსამუხრუჭე სისტემების გამართვის მიმართულებით, არამედ ინსპექტირებისთვის საჭირო სრული გამზომი ხელსაწყოებითა და ავტომობილების სერვისცენტრებისთვის სხვადასხვა ამწეების წარმოებით. მაჰას პარტნიორები არიან მერსედერსი, ფორდი, პორშე, აუდი, BMW და სხვა ავტომწარმოებლის ოფიციალური სერვის ცენტრები.
1995 წლიდან Elisabethtal არის მაჰას ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
დავით ჩიქოვანი
წამეთი ასურელი მამის 128, თბილისი 0159
+995 32 2540303
d.chikovani@elistech.ge
www.elistech.ge