საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსალური ბანკია საქართველოში, ის ბრიტანული ჰოლდინგის – Bank of Georgia Group PLC-ის წევრია, რომელიც ლონდონის ბირჟის უმაღლეს სეგმენტში შედის. Bank of Georgia Group PLC-ს ბაზრის კაპიტალიზაციამ 2019 წლის 31 ოქტომბრამდე 649 მილიონი ფუნტი შეადგინა. ბანკი არის ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული ერთეული და მოიცავს ჯგუფის საქმიანობის უმეტეს ნაწილს. ჯგუფი მოქმედებს შემდეგ ბიზნეს სეგმენტებში: საცალო საბანკო და საგადახდო მომსახურება, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგი საქართველოში, ბანკინგი ბელარუსში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკების მიხედვით ბანკის ბაზრის წილი საქართველოში შეადგენდა 35,4%, 35,2% 35,5% და 29,7%-ს, მთლიან აქტივებზე, სესხებზე, მთლიან დეპოზიტებსა და მთლიან კაპიტალთან მიმართებით. ჯგუფი ცდილობს ისარგებლოს საქართველოს ეკონომიკის ზრდით, მის შეთავაზებებში შედის როგორც საცალო საბანკო და კორპორატიული, ასევე საინვესტიციო საბანკო მომსახურებები. საცალო ბანკინგი საქართველოს ბანკი წამყვანი საცალო ბანკინგის მომწოდებელია საქართველოში და 2,5 მილიონზე მეტ კერძო პირს ემსახურება 217 ფილიალში, მათ შორის სრული მომსახურების და ასევე მცირე ზომის ფილიალებში, ქვეყნის უდიდესი ბანკომატების ქსელით. კერძო სამომხმარებლო მიმართულება ახორციელებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს კერძო მომხმარებლების მთელ სპექტრს სამი ბრენდის მეშვეობით: Express, საქართველოს ბანკი, Solo. ამასთან, საქართველოს ბანკი საცალო საბანკო ბიზნესის ფარგლებში ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ორი ცალკეული სეგმენტის მეშვეობით. კორპორატიული საბანკო და საინვესტიციო ბანკინგი საქართველოს ბანკი არის მრავალწლიანი, ქვეყნის წამყვანი კორპორატიული კრედიტორი ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნით და ლოკალური ექსპერტიზით. ბანკი ემსახურება 2500-ზე მეტ ბიზნესს საქართველოში.
ნინო გიგაური
გაგარინის ქ. 29ა
0160 თბილისი
+995 32 2444 444
n.gigauri@bog.ge
www.bankofgeorgia.ge
Blue Orchard Finance Ltd.
BlueOrchard-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აქტივების მმართველი Impact Investing დარგში. კომპანია დაარსდა 2001 წელს UN-ის ინიციატივით, დღეისათვის კი 80 წამყვან ბაზარზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული. BlueOrchard-ს ინვესტორებისთვის პრემიუმ-შეთავაზებები აქვს და მზარდ ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუციების დაფინანსების მოდელებს უზრუნველყოფს. BlueOrchard-ის ფინანსური მოდელი 200 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან ადამიანს აძლევს ფინანსური მომსახურების საშუალებას. კომპანიის სათაო ოფისი შვეიცარიაში (ციურიხი და გენფი) მდებარეობს და აქვს ფილიალები ლიმაში, ნაირობიში, სინგაპურში, პომპენსა და თბილისში. თბილისის ოფისი 2013 წელს, რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოების მიზნით გაიხსნა და დღეისათვის 30 თანამშრომელს ითვლის. 2017 წლის ივლისში BlueOrchard-მა დოქტ. საშა ტერნესის მიერ 2015 წელს დაარსებული და საქართველოში მოღვაწე TERNES Real Estate Fund გადაიბარა და დოქტ. საშა ტერნესი BlueOrchard-ის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
დოქტ. საშა ტერნესი
ჭავჭავაძის გამზირი 29
0179 თბილისი
+995 32 290 71 66
sasha.ternes@blueorchard.com
www.blueorchard.com
Business & Finance Consulting
Business & Finance Consulting (BFC)-ი არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც ხელს უწყობს საბანკო საქმის განვითარებას, განვითარებად ბაზრებზე – როგორც მენეჯმენტის კონსულტაციით, ასევე ანალიზისა და კვლევის მეშვეობით. BFC-მ წარმატებით განახორციელა 170-ზე მეტი პროექტი 69-ზე მეტ ქვეყანაში – ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. BFC ფლობს ფილიალებს სამ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში ყველა წამყვან ფინანსურ და მიკროსაფინანსო ინსტიტუტთან 10 წლიანი მუშაობის გამოცდილების შედეგად, BFC-ს კარგად ესმის ქართულ საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, ძლიერი მხარეები, ბიზნეს კულტურა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი და შესაძლებლობები.
BFC-მ საქართველოში წარმატებით განახორციელა პროექტები ბიზნესის ისეთ სფეროებში, როგორიც არის: Start-up – მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება; BFC-მ ასევე თავის თავზე აიღო სხვადასხვა ინსტიტუციონალურ დონეზე მზრუნველობის ვალდებულება და მოახდინა ეკონომიკური სექტორის ღრმა ანალიზი ისეთი მომხმარებლებისთვის, როგორებიც არიან KfW, EBRD, მსოფლიო ბანკი, ავსტრიისა და აზიის განვითარების ბანკები. BFC ამჟამად სამ წამყვან ქართულ ფინანსურ ინტიტუტთან ერთად საქართველოში ახორციელებს KfW-ს სოფლის მეურნეობის ფინანსური მხარდაჭერის გრძელვადიან პროექტს, რათა შესაძლებელი გახადოს აგრარული სექტორის დაფინანსება. გარდა ამისა BFC აქვეყნებს ყოველთვიურ აგრარულ და ფინანსურ ბიულეტენს.
BFC-ს საბანკო მომსახურება მოიცავს:
- კრედიტის გაცემა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის – ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება
- სტრატეგიის განვითარება
- სასოფლო სამეურნეო კრედიტი
- რისკების მართვა
- საკრედიტო ქულების მინიჭება
- პროდუქტის განვითარება და დიზაინი
- პორტფოლიოს აუდიტი
- შიდა აუდიტი
- შესაძლებლობების განვითარება და ტრენინგი
- ფინანსური კვლევები
- საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება
მიხაელ კორტენბუში
Max Högger Str. 6
8048 Zürich
+41 447 842222
kortenbusch@bfconsulting.com
www.bfconsulting.com
DEG
კომპანია DEG წარმოადგენს KfW-ს შვილობილ კომპანიას, რომლის მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს განვითარებადი ქვეყნების ბიზნესის წინსვლაში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ზრდასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ მიზნით DEG კერძო კომპანიებს ინვესტიციისთვის საჭირო გძელვადიან კრედიტს და ბიზნეს გეგმის განხორციელების გზებს სთავაზობს. ეს მომსახურება, აგრეთვე, მოიცავს პარტნიორ ქვეყნებში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას. DEG ბანკი გასცემს გრძელვადიან საინვესტიციო კაპიტალს და შესაბამისად, ბიზნეს პროექტების რისკის ფაქტორს ნაწილობრივ თავის თავზე იღებს, რის შედეგადაც ხდება ფინანსური კრიზისის შემცირება ან თავიდან აიცილება. DEG ასევე, კონსულტაციას უწევს კომპანიებს რისკის ანალიზთან და პროექტის განხორციელების გზებთან დაკავშირებით და ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტში, რომელიც უკავშირდება შემდეგ ეკონომიკურ სექტორს: აგრარული ეკონომიკა, გადამამუშავებული ინდუსტრია, მომსახურება, ინფრასტრუქტურა და სხვ. DEG ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის განვითარებას და აძლიერებს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს, რათა ადგილზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებს წვდომა ჰქონდეთ ინვესტიციებზე. ამითი ხელი ეწყობა შემდგომი ზრდის ეფექტებს. იგი ამისთვის მხოლოდ საკუთარ ხარჯებს იყენებს და არ აქვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსება. დაფინანსებისას ყურადღება ექცევა გარემოსდაცვითი და სოციალური შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორ ქვეყნებში ინვესტიცირების პოზიტიურ ეფექტს. ამ გზით DEG ხელს უწყობს ათასწლეულის განვითარების მიზნებს, რომელიც ეხება განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევას. DEG-ს მრავალი დაფინანსებული პროექტი აქვს საქართველოში, მათ შორის Global Beer Georgia-სთან და Georgian Water and Power-თან.
ირინა შმიდტი
Kämmergasse 22
50676 Köln
+49 221 49861590
irina.schmidt@deginvest.de
www.deginvest.de
ქართული კრედიტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ძირითადად ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: კრედიტების გაცემა გაცნობიერებული პასუხისმგებლობით, თანამშრომლების პროფესიული ზრდა და გამჭვირვალობა, ასევე სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. 2015 წლიდან ორგანიზაცია მხარს უჭერს პროგრამას Smart Campaign Client Protection Services და თავადაც ახორციელებს მომხმარებელთა დაცვის შესაბამისი პრინციპების დანერგვას ყოველდღიურ საქმიანობაში. სწორედ ამ გზით სს ქართული კრედიტი მომართულია Smart Microfinance-ის პრინციპების დაცვაზე, რაც გულისხმობს სრულ გამჭვირვალობას ფინანსურ პროდუქტებზე ფასის, რეგულაციებისა და პირობების განსაზღვრის პროცესში. Smart Microfinance მიმართულია მომხმარებლის კეთილდღეობაზე, რომ არ მოხდეს მათთვის იმაზე მეტი ოდენობის სესხის გაცემა, რომლის დაფარვის შესაძლებლობაც არ აქვთ ან ისეთი ფინანსური პროდუქტების გამოყენება, რომლის რეალური საჭიროებაც არ არსებობს. სს ქართული კრედიტი აერთიანებს ნორვეგიელ, გერმანელ და ქართველ აქციონერებს. მთავარ აქციონერებს წარმოადგენენ ნორვეგიული Eastern Capital AS 39,8 % -იანი წილით და ქართული შპს გრინინვესტი (17,6%). გერმანელი აქციონერები საერთო ჯამში ფლობენ კომპანიის 26 %-იან წილს. სს ქართული კრედიტი 2013 წლიდან ავითარებს კორპორაციული მართვის სისტემას, International Finance Corporation (IFC)-ის სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით. IFCსთან ერთად მოხდა მკაფიო და დეტალური რეგულაციების დაწესება. სს ქართული კრედიტის მენეჯმენტი ითვალისწინებს OECD პრინციპებსა და საქართველოში კორპორატიული მმართველობის სამართლებრივ ჩარჩოებს
დოქტ. გიორგი ნასყიდაშვილი
ს. ცინცაძის ქ. 12
0160 თბილისი
+995 32 250 01 00
gnaskidashvili@geocredit.ge
www.geocredit.ge
პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკი, როგორც პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, 20 წელზე მეტია პასუხისმგებლობით ეკიდება საბანკო საქმიანობას. გერმანული გამოცდილებისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარებით, ბანკი მომხმარებელს განსხვავებულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. პროკრედიტ ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით ბანკმა დანერგა და უახლესი აპარატებით აღჭურვა სივრცე 24/7, სადაც მომხმარებლები დამოუკიდებლად ასრულებენ საბანკო ოპერაციებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ისინი ასევე სარგებლობენ პროკრედიტის საერთაშორისო ჯგუფის წევრობით და თანხის გადარიცხვებს დაბალი ტარიფებით ახორციელებენ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავებული ხედვა საბანკო მომსახურების სფეროში ბანკს საშუალებას აძლევს იყოს ინოვატორი. პროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რომლის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ– ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს. ამისათვის ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, სხვადასხვა ეკო პროდუქტი და შედეგად, იგი წარმოადგენს პირველ ბანკს საქართველოში, რომელმაც ISO სერტიფიკატი მოიპოვა. საქართველოში ერთადერთი ბანკი ევროპული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით განაგრძობს მომხმარებლებისთვის ინოვაციური, თანამედროვე, სწრაფი და მოსახერხებელი სერვისების შეთავაზებას და მათთვის მუდამ საიმედო ბიზნეს პარტნიორად რჩება.
Herr Alex Matua
Al. Kazbegi Ave. 21
0160 Tbilisi
+995 32 220 22 22
a.matua@procreditbank.ge
www.procreditbank.ge
შემნახველი ბანკების ფონდი (შპარკასე)
შემნახველი ბანკების ფონდი (შპარკასე) საერთაშორისო თანამშრომლობისთვის არის გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობს. შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მხარს უჭერს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივად, რეგიონალურად ან ქვეყნის მასშტაბით. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესს აუმჯობესებს. შემნახველი ბანკების ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევის პროცესს.
დღეისათვის ფონდი შპარკასე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო განვითარების ორგანიზაციაა გერმანიაში. ფონდში მსოფლიო მასშტაბით 320 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 40-მდე ადამიანი დასაქმებულია სათავო ოფისში, ბონში, ხოლო 280 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი მუშაობს რეზიდენტ კონსულტანტად სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამასა, შპარკასე წელიწადში 230-ზე მეტ საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტს.
საბჭოთა წარსულის მქონე პროექტის ქვეყნებში (ირანის გარდა), მოსახლეობას აქვს დანაზოგების დაკარგვისა და საბანკო სისტემის ჩამოშლის გამოცდილება, ნდობა ბანკებისა და ფინანსური სექტორის მიმართ დაბალია. ირანში ფინანსური სექტორი ასევე განიცდის ცვლილებებს. პროექტის მიზანია „პასუხისმგებლიანი დაფინანსების“-ის ხელშეწყობა – ეს ნიშნავს ინტერესთა სამართლიან ბალანსს საფინანსო ინსტიტუტსა და, ერთის მხრივ, მათ კლიენტებსა და ბიზნეს პარტნიორებს შორის, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ აქციონერებსა და კრედიტორებს შორის. პროექტი ამით აჩვენებს გერმანული შპარკასეს წარმატებულ მოდელს. საჯარო-სამართლებრივ მისიაზე ორიენტირებული შპარკასეები გერმანიაში ეკონომიკურ წარმატებასა და მაღალ საზოგადოების პასუხისმგებლობას ერთმანეთს უკავშირებენ.
პროექტი პასუხისმგებლიანი დაფინანსება მოიცავს ფინანსური განათლების კომპონენტებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ფინანსური პროდუქტების პასუხისმგებლიანი მიწოდების უზრუნველყოფას.
ამოცანა:
- ცნობიერების ამაღლებაპასუხისმგებლიანი დაფინანსების საკითხებში.
- ქვეყნებისთვის და პარტნიორებისთვის სპეციფიური ფინანსური განათლებისთვის სტრატეგიების შექმნა.
- ფინანსური განათლებისთვის სასწავლო მასალების განვითარება და ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.
- ქვეყნის მასშტაბით საცალო და საკრედიტო ბიზნესის გაფართოება, რომელიც ორიენტირებულია რეგიონალურ დაფინანსებაზე.
- საცალო საბანკო მომსახურებისა და სასესხო სტრატეგიების განვითარება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართულებით.
- საფინანსო ინსტიტუტების სამუშაო პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესება.
- კლიენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
- ფინანსური სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
ბრანკო ვენერთი
ჭავჭავაძის გამზ. 49
0179 თბილისი
+995 32 222 42 72
branko.wehnert@sparkassenstiftung.de
www.sparkassenstiftung.de
თიბისი ბანკი
თიბისი ბანკი 1992 წელს დაარსდა და 1993 წელს მოიპოვა ლიცენზია საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებისათვის. 2000 წლიდან IFC და DEG წარმოადგენენ თიბისი ბანკის აქციონერებს. 2018 წლიდან თიბისი ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს. გარდა ამისა 2018 წელს თიბისი ბანკმა სოციალურ მედიასა და სერვისში Global Edition Global Finance-სგან მიიღო მსოფლიოში საუკეთესო ბანკის წოდება და 433,3 მლნ ლარის წმინდა მოგება დააფიქსირა. თიბისი ბანკი მიზნად ისახავს იყოს ყველაზე დიდი კომერციული ბანკი საქართველოში და მის მისიას წარმოადგენს ადამიანებზე და კომპანიაზე ზრუნვა წარმატებისათვის. ბანკი ფუნქციონირებს ძლიერი და დამოუკიდებელი ბიზნეს რისკების მართვის სისტემით. მისი მთავარი მიზანია, რისკის მართვის ეფექტური სისტემის მეშვეობით ხელი შეუწყოს ბანკის მდგრადი მომგებიანობის უზრუნველყოფას, აღებული რისკების გათვალისწინებით.
რისკების მართვა ემყარება შემდეგ ოთხ ძირითად პრინციპს:
- რისკების გამჭვირვალედ მართვა სანდოობის მოსაპოვებლად
- რისკების გონივრულად მართვის მეშვეობით თიბისი ბანკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა
- რისკების მართვა თიბისი ბანკის სტრატეგიის განხორციელების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფქტორია
- რისკების მართვა თიბისი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა
თიბისი ბანკს ჰყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, აშშ, რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
თამარ გუგუშვილი
მარჯანიშვილის ქ. 7
0102 თბილისი
+995 32 227 27 27
TGugushvili@tbcbank.com.ge
www.tbcbank.ge
თიბისი ლიზინგი
სს თიბისი ლიზინგი დაფუძნდა 2003 წელს. 600-მდე კლიენტითა და მათთან გაფორმებული 1500-ზე მეტი მოქმედი ხელშეკრულებით, კომპანია დღეისათვის ლიდერია ბაზარზე და მართავს 60 მლნ. ლარის პორტფელს. კომპანიაში დასაქმებულია 53 თანამშრომელი. თიბისი ლიზინგის კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო პროგრამებში (აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, იაფი აგრო-სესხი). 2015 წლიდან კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე! ახალი, მეორადი, ადგილობრივი და იმპორტირებული ავტომობილების დაფინანსება – როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიისთვის ეს პირველი პროდუქტია ფიზიკური პირებისთვის.
მათი ღირებულებები:
- ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება
- მაღალ-კვალიფიციური, ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული გუნდი
- საჭირო მხარდაჭერის გაწევა ნებისმიერ მომენტში
- პროცედურების სრული გამჭვირვალობა და არანაირი საკომისიო
მათი მისია:
გახადონ ძირითად აქტივებში ინვესტირება მარტივი და ეფექტური, გაუზიარონ გამოცდილება კომპანიებს, რომლებსაც სურთ წინსვლა და წარმატების მიღწევა.
პარტნიორები:
BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა.
გაიოზ (გაგა) გოგუა
ჭავჭავაძის გამზირი 80
0162 თბილისი
+995 32 212 27 77
ggogua@tbcleasing.ge
www.tbcleasing.ge
Schneider Group
2003 წლიდან SCHNEIDER GROUP საერთაშორისო კომპანიებს უწევს მხარდაჭერას აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ბაზარზე შესვლისა და გაფართოების საკითხებში. ულფ შნაიდერმა, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის მშენებელმა, დააარსა თავისი კომპანია, რათა საერთაშორისო კომპანიებს გაუადვილოს ამ რეგიონში ბაზარზე შესვლა და წარმატებით ოპერირება.
დღეს SCHNEIDER GROUP-ს აქვს რეგიონალური ოფისები შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი და უზბეკეთი. 2023 წელს დაარსებულმა თბილისის ოფისმა, სწრაფად მიაღწია საიმედო პარტნიორის სტატუსს იურიდიული, საგადასახადო, ბუღალტრული და HR-მომსახურების სფეროში, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ბაზარზე შესვლას და ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ.
ადგილობრივი კომპეტენცია, გლობალური პერსპექტივა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტები აერთიანებს კომპანიის 500-ზე მეტ თანამშრომელს, რათა უზრუნველყონ თქვენი ბიზნეს ინტერესების საერთაშორისო ბაზარზე გატარება.
ანუკი ოქრომჭედლიშვილი
Oldenfelder Str., 22143 Hamburg, Deutschland
OkromchedlishviliAG@schneider-group.com