Startseite » წევრობა » წევრთა ჯგუფები » ინჟინერია

ინჟინერია

არქთრეიდი

შპს არქთრეიდი, რომელიც დაარსდა 2004 წელს, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სამშენებლო სფეროში, ასევე არის ავეჯის და შიდა მოსაპირკეთებელი მასალების (კარები, ტიხრები, რბილი იატაკები, განათება, აქსესუარები და ა.შ.) ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. კომპანია სპეციალიზებულია კომფორტული და ფუნქციური სამუშაო სივრცეების შექმნაზე და სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის სასტუმროებს, მრავალფეროვან პროდუქტს. კომპანიის მომსახურეობა მოიცავს სივრცის კვლევა/შეფასებას, დიზაინის შექმნას, დაგეგმარებასა და 3D ვიზუალიზაციას, შეთანხმებული პროექტების რეალიზაციას (Turn key პრინციპით). გარდა ამისა, არქთრეიდი სთავაზობს მომხმარებელს არქიტექტურულ მომსახურებას, ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს, მონტაჟს, პროექტის მართვასა და საფასადო სამუშაოებს. კომპანიის 13 წლიანი ისტორიის მანძილზე აღსანიშნავია 100-ზე მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია ასევე წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან როგორებიც არიან Maars, Haworth, Milliken, Schueco, EGE, Smarter Surfaces, Sancal, Global Fursys (Sidiz) და სხვ.



კონტაქტი:
ნატა ხოტელაშვილი
ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, 0186 თბილისი
+995 32 220 74 00
nata.khotelashvili@archtrade.ge
www.archtrade.ge

ILF Consulting Engineers

ILF-ი არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც საინჟინრო და საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. ILF-ი ხელს უწყობს პრეტენზიული მომხმარებლების კომპლექსური პროექტების განხორციელების, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ILF-ის საწარმოები მსოფლიოს წამყვან საინჟინრო კომპანიებს განეკუთვნებიან. ინსბრუკსა და მიუნხენში, 40-ზე მეტ ფილიალსა და შვილობილ კომპანიაში, მსოფლიოს მასშტაბით 2.000 თანამშრომელი მათი საერთაშორისო მომხმარებლისთვის წარმატებულად იკვლევს და ავითარებს პროექტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გზებს. ILF-ის კომპანიების სერტიფიცირება ISO 9001-ის მიხედვით ხდება. ILF-ის კონსულტანტ-ინჟინრები, მთლიანი პროექტის მსვლელობის განმავლობაში, თავიანთი მომხმარებლის გვერდით დგანან და უწევენ მათ საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებას. ILF-ი კომპლექსური პროექტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, ყველა სახის საჭირო დაგეგმარებისა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს თავის მომხმარებელს.

ILF-ი კონსულტაციას უწევს, როგორც მშენებლებს, ასევე დამკვეთ საწარმოებს, ბანკებსა და ინვესტორებს. კომპანიის მომსახურების სფერო მოიცავს კონსულტაციას, დაგეგმარებას, შესყიდვას, მშენებლობის კონტროლს, პროექტის მენეჯმენტს და სპეციფიურ მომსახურებებს. კომპანია კომპეტენტურია ასევე ზეთის, ბუნებრივი გაზის, წყლის, გარემოს, ელექტროენერგიის, კლიმატის დაცვის, ტრანსპორტისა და სამშენებლო წარმოების საკითხებში. 2010 წლიდან კომპანიას საქართველოში აქვს ოფისი და აქტიურად მოღვაწეობს სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურის სფეროებში.

კონტაქტი:
მარკუს უნთერჰოლცნერ
უშანგი ჩხეიძის ქ. 12, 0102 თბილისი
info.tbilisi@ilf.com
www.ilf.com

ინსტა

ინსტა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი კომპანიაა ელექტრო და საინსტალაციო ტექნიკის განხრით. კომპანია ჯერ კიდევ 1998 წელს დაარსდა, მაშინ როცა ქვეყანა ყოველდღიური ელექტრო უზრუნველყოფის პრობლემის წინაშე იდგა. კომპანიამ გადაწყვიტა იმ დროისათვის არსებული ძველი და ცუდი ხარისხის დანადგარები ახალი, მაღალი ხარისხის დანადგარებით შეეცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებზე იქნებოდა დაფუძნებული. ინსტამ შეძლო გერმანულ კომპანიებთან უშუალო კონტაქტითა და თანამშრომლების მუდმივი გადამზადებით ამ სფეროს განვითარება. ტექნიკურ და საინსტალაციო საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, ინსტამ თბილისში დიდი ლოგისტიკური ცენტრი და რამდენიმე ოფისი დაარსა, რომლებიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ელექტრო, საინსტალაციო და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფენ. ინსტა კომპანია EATON-ის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორია საქართველოში, ასევე კომპანია Siemens (IA, LV, BT), Lapp-Kabel (კაბელები), JUNG (ჩამრთვლების და როზეტების სისტემები), MENNEKES (ჩანგლები და როზეტები), TYCO Electronics (ქუროები და საიზოლაციო მასალა), PHOENIX CONTACT (კლემები) და RZB (სანათები). ინსტა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Draka Kabel (კაბელები), OBO Bettermann, SCHRACK SECONET (ხანძარსაწინააღმდეგო სიტემები), F-Tronic, Hensel, Arnocanali, KOPOS, Greenpower (გენერატორები), ORTEA (სტაბილიზატორები და ტრანსფორმატორები), BEZ (ტრანსფორმატორები), OMS (სანათები) და სხვა. INSTA-ს სპეციალისტების გუნდი, რომელიც 100-მდე კვალიფიცირებული თანამშრომლისგან შედგება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოებს. ინსტას ინჟინრები ყოველწლიურად ესწრებიან პარტნიორი კომპანიების მიერ გერმანიასა და შვეიცარიაში ორგანიზებულ სასწავლო კურსებს, სადაც ტექნიკური წვრთნის მეშვეობით სიახლეებსა და ახალ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ეცნობიან. სისტემური გადაწყვეტილებების შეთავაზებისას ინსტა Siemens და EATON-ის ტექნიკური განყოფილების მხრიდან ტექნიკური უზრუნველყოფის სრულ გარანტიას იძლევა. კომპანია ინსტა რეგულარულად მონაწილეობს თბილისში გამართულ Caucasus Build-ის სამშენებლო გამოფენაზე. მომხმარებელი სარგებლობს, როგორც პროფესიული და დროული ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე გაყიდული პროდუქციის შეზღუდული გარანტიით.

კონსტრუქცია და მონტაჟი ხდება შემდეგ სფეროებში:

      • დაბალი ძაბვა
      • საშუალო ძაბვა
      • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
      • შენობის მართვის სისტემები & სამრეწველო ავტომატიზაცია
      • ქსელები და საკომუნიკაციო სისტემები
      • გადაუდებელი ელექტრო სისტემები & უწყვეტი კვების წყაროები

 



კონტაქტი:
სანდრო ბახსოლიანი
ზაქარიაძის ქ.8, 0177 თბილისი
+995 32 220 20 20
s.bakhsoliani@insta.ge
www.insta.ge

საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიები –  ევროსოლარ საქართველო

International Innovative Technologies (IITech) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც  თბილისში 2016 წელს დარეგისტრირდა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით (ამჟამად გაერთიანებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში). IITech-ის მიზანია, შექმნას პლატფორმა საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისთვის, რათა მათ ერთად იმუშაონ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ორგანიზაცია, ასევე, ღიაა დეველოპერებისა და ინვესტორებისთვის, რათა მათ ერთად ჩამოაყალიბონ ინდივიდუალური პროექტები. ორგანიზაციის ძირითად ინტერესის სფეროს განახლებადი ენერგიები წარმოადგენს. IITech მოქმედებს, როგორც EUROSOLAR-ის, ევროპის განახლებადი ენერგიის ასოციაციის, ქართული განყოფილება.

IITech-ის ენერგეტიკისა და მეცნიერების საბჭოები აერთიანებს საუკეთესო საერთაშორისო პროფესიონალებს პოლიტიკის, ბიზნეს კონსულტაციის, შესაძლებლობების განვითარების, უახლესი კვლევისა და განვითარების სფეროდან, მრეწველებსა და ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ წარმატებული გამოცდილება საქართველოში.

ორგანიზაციას სჯერა პოზიტიური ცვლილებების და სურს, იყოს მისი ნაწილი. პოზიტიური ცვლილებების საუკეთესო შედეგი კი იქნება ორგანიზაციის პარტნიორებისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომგებიანი პროექტები.

კონტაქტი:
ილდარ ბიკანასოვი
4 თავისუფლების მოედანი, 0105 თბილისი
+995551592936
gk@iitech.ge

http://iitech.ge/en/

TEC Microsystems Georgia LLC

TEC Microsystems GmbH ორიენტირებულია თერმოელექტრული მინიატურული მოდულების და წარმოების ტექნოლოგიების განვითარებაზე. კომპანიის მთავარი უპირატესობები მდგომარეობს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს  TEC წარმოებაში პრაქტიკულ დანერგვაში. 2007 წლიდან, TEC Microsystems-ის ინჟინრებმა დააპროექტეს 5000-ზე მეტი სხვადასხვა თერმოელექტრული გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის ლაზერულ და ოპტოელექტრონულ ინდუსტრიაში.

გამოცდილება და ნოუ-ჰაუ საშუალებას აძლევს კომპანიას, სწრაფად მოძებნოს და განავითაროს ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები თერმოელექტრული ტექნოლოგიებით.

TEC Microsystems GmbH წარმატებით იყენებს, ასევე, თერმოელექტრო ტექნოლოგიებს მცირე მასშტაბით, მწვანე ენერგიის წარმოებისთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ოპერაციების სტრატეგიული კომპონენტი.

კომპანიაში ყველა თერმოელექტრული მოდული და მასთან დაკავშირებული პროდუქცია იწარმოება ბერლინში, ISO 9001:2015 სერტიფიცირებულ ქარხანაში.

2023 წლის დასაწყისში თერმოელექტრული მოდულების წარმოებას დაიწყებს TEC Microsystems GmbH-ის შვილობილი კომპანია TEC Microsystems Georgia LLC (ID: 400346979). როგორც მწარმოებელი კომპანია, შპს TEC Microsystems Georgia საქონელს  შეკვეთით აწარმოებს და ექსპორტზე გაგზავნის გერმანიაში. ნაწილები კი მომხმარებლებს გერმანიიდან ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში გაეგზავნებათ.


კონტაქტი:
ალექსანდერ ჰოფერიხტერ
ომარ ხიზანიშვილის ქ. 264, თბილისი
+ 49 30 6789 3314
+49 160 9473 8942
alexander.hoferichter@tec-microsystems.comwww.tec-microsystems.com

GERMAN WATER and ENERGY GROUP (GWE)

GERMAN WATER and ENERGY GROUP (GWE) არის აპრობირებული და ტენდენციური პროდუქტების მწარმოებელი ჭაბურღილის მშენებლობისა და გეოთერმული ენერგიისთვის 100 წელზე მეტი ტრადიციით. GWE ჯგუფმა თავის პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებში წარმატებით განახორციელა რამდენიმე ათასი ჭაბურღილის და გეოთერმული პროექტი. GWE ჯგუფი, თავის მხრივ, არის გერმანული ჯგუფის – BAUER AG შვილობილი კომპანია.

კონტაქტი:
იორგ ენდე
Moorbeerenweg 1, 31228 Peine
+49 5171-3294 152
joerg.ende@gwe-gruppe.de

https://www.gwe-gruppe.de/

ტექსტიმა ექსპორტ იმპორტ

ტექსტიმა უკვე 60 წელზე მეტია კურირებს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მომხმარებელთა ინვესტიციების პარტნიორი კომპანია გაყიდვებისა და პროექტების მიმართულებით, რომლის სათაო ოფისი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მდებარეობს. იგი აერთიანებს შვიდ წარმომადგენლობით ოფისსა და ორ შვილობილ კომპანიას აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალურ აზიაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ფართომასშტაბიან საერთაშორისო წარმომადგენლობას.

წლების განმავლობაში ტექსტიმამ სერვისების პორტფოლიო ისე გააფართოვა, რომ ის ტექსტილის მანქანების გარდა, ახლა უკვე მოიცავს პლასმასის დამუშავების ტექნოლოგიებს, რეზინის ტექნოლოგიას და ფარმაცევტულ ინდუსტრიას. ეს დივერსიფიკაცია კომპანიას საშუალებას აძლევს მოემსახუროს ინდუსტრიების ფართო სპექტრს.

ტექსტიმასთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეგრეთწოდებული „Packager-Modell” -ის დანერგვა და განვითარება, რომელიც გათვლილია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ იმ საწარმოებზე, რომელთა სრული საწარმოო ხაზები ინდივიდუალურად მორგებულ დაფინანსების კონცეფციებზეა მიმართული.

კონტაქტი:
დეტლევ ჰეგენბარტ
შპს ტექსიმა ექსპორტ იმპორტ
ფრანკფურტერ ალეე 73 დ, 10247 ბერლინი, გერმანია
(+49) 30 24 00 41 10
dhegenbart@textima.de

www.textima.de

ტიფლის ტექსი

თბილისის ტექსტილი არის ტექსტილის კომპანია, რომელიც წარმატებით აწარმოებს წინდებს და აღჭურვილია იტალიური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. კომპანიის წლიური წარმოება შეადგენს 3 მილიონ წყვილ წინდას. კომპანია გამოირჩევა შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ხარისხის მართვის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ევროპული სტანდარტების დაცვით. წარმოების პროცესში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ნედლეული, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის ქიმიური რეგულაციების სტანდარტებს. 2023 წელს კომპანიამ საკუთარი მოხმარებისთვის დაამონტაჟა მზის სადგური, რომლის სიმძლავრეც 336 კილოვატს შეადგენს.

Tbilisi Textile-ის წინდები წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, საბერძნეთი, რუმინეთი, დანია და იტალია. საერთაშორისო ბაზრის გარდა, კომპანია აქტიურად პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზეც. Tbilisi Textile აწარმოებს ბრენდულ წინდებს მრავალი ქართული და საერთაშორისო კომპანიისთვის, სკოლებისთვის, სასტუმროებისთვის, სპორტული გუნდებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ასევე, Carrefour-, უმსხვილეს ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელს, მიეწოდება Tbilisi Textile-ის წინდები. კომპანია აქტიურად განაგრძობს მუშაობას შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება, სანდოობა და მაღალპროფესიონალური მომსახურება ქარხნის
მთავარი ღირებულება და უპირატესობაა, რაც საწარმოს მიერ ახალი ბაზრების ათვისებაში
უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

კონტაქტი:
გიორგი გობეჯიშვილი
გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 81ა
+995 599 77 07 14
Info@tiflistex.ge 

 https://www.tiflistex.com/

 

კონსტრუქტივა საინჟინრო ჯგუფი

კონსტრუქტივა საინჟინრო ჯგუფის დაარსების დღიდან გადამწყვეტ მისიას წარმოადგენს, გადააქციოს თითოეული იდეა უნიკალური დიზაინის შენობად და ამ კუთხით დაიმკვიდროს ადგილი არჩეულ სფეროში. ინდივიდუალური შტრიხებით შექმნილი ფასადები და აბსოლუტური სიზუსტით აგებული კონსტრუქციები ხელს უწყობენ ესთეტიკის, კომფორტისა და ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.

მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი მოტივაციის წყალობით, კონსტრუქტივა საინჟინრო ჯგუფმა დაარსა საინჟინრო სივრცე.  2018 წლიდან გერმანულ კომპანია HUECK-თან თანამშრომლობამ გააფართოვა ცონსტრუქტივას ჯგუფის გამოცდილება და შესაძლებელი გახადა, მრავალი წარმატებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის განხორციელება. 2020 წლიდან Constructiva დამოუკიდებლად მუშაობს, თავისი მდიდარი ტექნიკური ცოდნითა და ორგანიზაციული უნარებით აღჭურვილიკო

კონტაქტი:
დავით კვირია

ქეთევან დედოფლის 24, თბილისი 0103, საქართველო
info@constructiva.ge

http://www.constructiva.ge

 

Veridos GmbH

Veridos მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო და საიმედო მომსახურეობას,
კვალიფიციურ კონსულტაციებსა და სამომავლო ტექნოლოგიებს. კომპანია მუშაობს end-
to-end გადაწყვეტილებებსა და სერვისებზე, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებს
სახელმწიფო უწყებების საჭიროებებს. ეს მოიცავს ქაღალდის ბეჭდვას, ელექტრონული
ჩიპის კომპონენტებს, მონაცემთა შეგროვებას, პერსონალიზაციასა და გაცემას,
მობილური ID-ებს, ასევე სასაზღვრო კონტროლს eGates-ით. მთავრობებს შესაძლებლობა
აქვთ, შეიძინონ მაღალი ხარისხის პასპორტები, პირადობის მოწმობები, მართვის
მოწმობები და სხვა დოკუმენტები.

Veridos-ში დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი მთელ მსოფლიოში.

კონტაქტი:
იუდიტ გლაც
Prinzregentenstr. 161, 81677 München DE
judith.glatz@veridos.com
+49 1707879369
www.veridos.com

 

WPD Energy Georgia

wpd 1996 წლიდან აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის
განვითარებაზე და ქმნის ქარის ელექტროსადგურებსა და მზის პანელების პარკებს
ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. კომპანიამ მოღვაწეობა ორი დამფუძნებლით დაიწყო,
დღეს კი ასაქმებს 1.150-ზე მეტ თანამშრომელს მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ამ დროის
განმავლობაში, wpd-მ ააშენა 2,750 ქარის ტურბინა, საერთო ჯამში 6,670 მეგავატის
სიმძლავრით.
კომპანიის კომპეტენტური გუნდი აქტიურადაა ჩართული პროექტის ყველა ეტაპზე –
ლოკაციის შეფასებასა და ქარის სიმძლავრის გაზომვაში, აღჭურვილობის შესყიდვაში,
დაფინანსებაში, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში.
მდგრადი პროექტების განხორციელება wpd-ში ეფუძნება თანასწორუფლებიან
პარტნიორობას, სამართლიანობასა და სტაბილურობას, სადაც გადამწყვეტ
ფაქტორებს წარმოადგენს დეკარბონიზაციის აუცილებლობა და განახლებადი
ენერგიის განვითარებისადმი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
2024 წლიდან საქართველო wpd-ის საერთაშორისო პორტფოლიოს ნაწილი გახდა და
გეგმავს, აქტიურად შევიტანოს წვლილი განახლებადი ენერგიის განვითარებაში.

X