fbpx
Startseite » წევრობა » წევრთა ჯგუფები » სამედიცინო სფერო

სამედიცინო სფერო

არდი

2010 წელს დაარსებული არდი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მრავალი ინოვაციის ინიციატორია. არდის აუდიტი ყოველწლიურად აუდიტორულ კომპანია BDO-ს მიერ 2011 წლიდან ტარდება, მას ასევე აქვს ექსკლუზიური პარტნიორობა SOS-სთან, მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიასთან. არდიმ ასევე შექმნა გადაზღვევის სისტემა საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის გადაზღვევის კომპანიებთან ერთად. 2012 წელს არდიმ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომფორტული და კეთილმოწყობილი ოფისების ფილიალის ქსელის შექმნა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არდი 2013 წლიდან 5 საუკეთესო სადაზღვევო კომპანიას შორის მოიაზრება.


ეკატერინე ხიდაშელი
ვაჟა ფშაველას გამზ. 3
0160 თბილისი
+995 32 210 10 10
khidasheli@ardi.ge
www.ardi.ge

ARENSIA Exploratory Medicine

ARENSIA Exploratory Medicine არის გერმანული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც I და II სტადიის კლინიკურ კვლევებზე მუშაობს. კვლევები მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. რესურსებისა და შესაძლებლობების კომბინაცია რთული კვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს კომპანიას. ARENSIA-ს მიზანს წარმოადგენს პაციენტებისათვის თანამედროვე თერაპიის მეთოდების შეთავაზება, ამასთან მათი უსაფრთხოება და მოთხოვნების უზრუნველყოფა კომპანიის მოწინავე პრიორიტეტებს განეკუთვნება. მედიცინის განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპანია სტრატეგიულ და ექსკლუზიურ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს რუმინეთის, მოლდოვის, საქართველოს საუნივერსიტეტო და კერძო კლინიკებთან.


არმინ ჰესელმანი
Merowingerplatz 1
40225 Düsseldorf
+49 2111 5778916
armin@arensia-em.com
www.arensia-em.com

ავერსი

ფარმაცევტული კომპანია – ავერსი 1994 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანიამ საქმიანობა მედიკამენტების იმპორტით დაიწყო. ავერსი თანდათან გაფართოვდა და ამჟამად, ის 225-ზე მეტ ფილიალს ფლობს. შვილობილმა კომპანია Aversi Rational-მა დღემდე 7 ავერსის კლინიკა ააშენა, ხოლო ორი კლინიკა მშენებლობის პროცესშია. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, კომპანიამ სახელი გაითქვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება პრიორიტეტულია კომპანიის საქმიანობიში. ავერსი დღესდღეობით 141 საერთაშორისო მედიკამენტს უშვებს. კომპანია იყენებს თანამედროვე ამერიკულ, გერმანულ, იაპონურ და იტალიურ დანადგარებს. ავერსის ქარხანაში არის სპეციალური ლაბორატორია, სადაც ქიმიური ანალიზები კეთდება. 2006 წელს Aversi Rational-მა ISO- ს სეთიფიკატი TÜV SUD Management მიიღო.


ირაკლი ქსოვრელი
დ. აღმაშენებლის გამზირი 148/2
0105 თბილისი
+995 32 298 78 60
irakli.ksovreli@aversi.ge
www.aversi.ge

Bridge to Germany

Bridge to Germany არის საკონსულტაციო კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მიუნხენში. კომპანიამ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. Bridge to Germany ორი მიმართულებით საქმიანობს, რომელიც საწარმოთა კონსულტაციას და სამედიცინო მენეჯმენტს მოიცავს. კომპანია ევროპულ კერძო ფირმებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს უწყობს ხელს კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობაში აღმოსავლეთ ევროპულ და გერმანულ კომპანიებთან, სამინისტროებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. Bridge to Germany თავის მომხმარებელს პარტნიორული ხელშეკრულებების დადების, პროექტის მენეჯმენტის, შესყიდვის და ლოგისტიკის კუთხით უწევს პარტნიორობასა და კონსულტაციას. კომპანია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებასა და დაზღვევას. Bridge to Germany მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომს ხდის პირველი კლასის სამედიცინო მომსახურებასა და სამედიცინო დაზღვევას მსოფლიო მასშტაბით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკურნალობის საშუალებას იძლევა, მათ შორის საქართველოშიც. გერმანიაში მომსახურების გაწევა ხორციელდება მომხმარებელთა მშობლიურ.


თეა კობახიძე
Schellingstr. 108a
80798 München
+49 176 22513352
info@bridge-to-germany.de
www.bridge-to-germany.de

ივერმედი

შპს ივერმედი დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ერ– თჯერადი მოხმარების სამედიცინო პროდუქტების და სამედიცინო აპარატურის რე– ალიზაცია და სერვისი. ამ მხრივ კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა Siemens AG, Drager, Maquet, Getinge, Medtronic, Bayer Schering Pharma და ა.შ. საქართველოში სამედიცინო დაწესებულებათა უმეტესობა სარგებლობს ივერმედის პროდუქციითა და მომსახურებით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელს მისთვის სასურველი და საჭირო სერვისებითა და პროდუქციით. კომპანია ოპერირებს ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სის– ტემით, რომელიც მან 2010 წელს შეიმუშავა და დანერგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარების ახალი მიმართულებები, რომ– ლებიც თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის მიწოდებასთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს სამედიცინო დაწესებულებების დიზაინს, ტექნოლოგიურ დაგეგმარებას, პროექტირებას და თანამედროვე სპეციალიზებული სამშენებლო მასალებისა და ტექ– ნოლოგიების მიწოდებას. შპს ივერმედი მუშაობს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებითაც. ამ მიზნით კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აწყობს ტრეინინგებს, როგორც საქარ– თველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.


ლევან ლაზარაშვილი
ნ.ბოხუას ქ. 1-ლი შესახვევი, #2
0159 თბილისი
+995 32 254 09 20
levan.lazarashvili@ivermedi.com
www.ivermedi.com

Med 11

სამედიცინო საგანგებო სიტუაციებში Med 11 მსოფლიოს მასშტაბით თქვენ გვერდით დგას. სულ ერთია, საქმე ეხება მწვავე და სასწრაფო შემთხვევას თუ დაგეგმილი მკურნალობისთვის ფრენას. გუნდს თქვენი სიტუაციისთვის შესაბამისი რესურსი აქვს. ყველა მიმართულების კვალიფიციური და გამოცდილი ექიმები, სანიტარები და მომვლელი პერსონალი, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, 24 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაში არიან. სპეციალური ამბულატორიული თვითმფრინავები და ტურბომანქანები ყოვლისმომცველი მოწყობილობებით არის აღჭურვილი. Med 11 დაგეხმარებათ კლინიკასთან პირველი კონტაქტიდან სამიზნე კლინიკაში გადაყვანამდე. მისი სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში თქვენს გვერდით არიან უწყებებთან კონტაქტისა და უცხოენოვან ექიმებს შორის სასაუბროდ. რა თქვმა უნდა ისინი ადგილზე სამედიცინო კვლევებს ატარებენ გერმანელ ექიმებთან ერთად. სერვისი bed-tobed ასევე მოიცავს აუცილებელ ტრანსპორტს, საჭირო საავადმყოფოს საწოლების ორგანიზებას ან ადგილს ინტენსიურ განყოფილებაში შესაბამისი ოპერატიულობით მაღალ დონეზე. Med 11 სერვისის განკარგულებაშია უცხოეთში გადამყვანი სასწრაფო დახმარების ტრანსპორტი, ინტენსიური სასწრაფო სამედიცინო მანქანები და სასწრაფო სამედიცინო მანქანები სპეციალური აღჭურვილობითა.


ფრანკ ლარბიგი
Postfach 1232
35502 Butzbach
Deutschland
+49 7 000 112 0000
frank.larbig@med11.eu
www.med11.eu

WÖRWAG Pharma

ვიორვაგ ფარმა (WÖRWAG PHARMA) წარმოადგენს საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც 1971 წელს დააარსა დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა შტუტგარტში. ვიორვაგ ფარმას შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ბობლინგენში. კომპანიას ამჟამად ხელმძღვანელობს მონიკა ვიორვაგი და გერჰარდ მაიერი. დღესდღეობით, ვიორვაგ ფარმას მსოფლიო მასშტაბით, 35-ზე მეტ ქვეყანაში დასაქმებული ყავს 900 თანამშრომელი. კომპანიის პროდუქტების პალიტრა მოიცავს როგორც რეცეპტურულ პრეპარატებს, ასევე არარეცეპტურულ (OTC) პროდუქტებსა და საკვებ დანამატებს. ვიორვაგ ფარმა სპეციალიზდება დიაბეტისა და დიაბეტთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის სფეროში. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 1965 წელს დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა, შტუტგარტ ცუფენჰაუზენში დააარსა აფთიაქი. 1971 წლიდან კი ბიზნესმენმა, პრეპარატ მაგნეროტ კლასიკის გამოშვებით, საწარმო გააფართოვა და ბიოფაქტორების სფეროც მოიცვა. 1985 წლიდან დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა დაიწყო პაციენტების მკურნალობა ბენფოთიამინით. პროდუქციის მიზანმიმართულმა წარმოებამ ბიოფაქტორების და გენერიული სფეროს განხრით, მოტივირებულმა თანამშრომლებმა და ევროპის ბაზარზე გასვლამ, კომპანიის ფინანსურ ზრდას შეუწყო ხელი. მედიკამენტების მაღალი ხარისხი, პრეპარატის დასამზადებლად განკუთვნილი თანამედროვე ინგრედიენტები და მათი, დიაბეტის თანამედროვე მკურნალობის კონცეფციისთვის წარმატებით გამოყენება ამტკიცებს, რომ ვიორვაგ ფარმა მეცნიერებისა და პრაქტიკის სფეროში სანდო პარტნიორია. კომპანიის მომსახურების სფერო ასევე მოიცავს, საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარებას, ექსპერტთა შეხვედრების და სიმპოზიუმების მოწყობას, კვლევით ლაბორატორიასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ვიორვაგ ფარმა მეცნიერული თვალსაზრისით, აქტიურად არის ჩართული პაციენტებისათვის საუკეთესო თერაპიული მიმართულებების განვითარების პროცესში. ამჟამად, ფოკუსირება ხდება დიაბეტით გამოწვეულ დაავადებათა გამოკვლევაზე. ვიორვაგ ფარმა საქართველოში წარმოდგენილია 1998 წლიდან. კომპანია სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს არა მხოლოდ დიაბეტის, არამედ, კომპანიისათვის აქტუალურ სხვა ნოზოლოგიურ და ფარმაცევტულ თემებზეც.

woerwag_300x150
თამარ ბაკურაძე
ჭავჭავაძის გამზ. N 24, ბინა 20
0162 თბილისი
+995 32 222 21 39
tamriko.bakuradze@woerwagpharma.ge
www.woerwagpharma.ge
www.woerwagpharma.com

იმედი L 

იმედი L პირველი სადაზღვევო კოპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც უმთავრესად ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული. კომპანია არის “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” წევრი, ეკოსისტემისა, რომელიც მომხმარებლებს სამედიცინო მომსახურებებისა და პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე იმედი L-ის ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა მრავალფენოვანი მომსახურების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის მიხედვით. თუმცა, გარდა ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევისა, იმედი L მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა, დაზღვევა & მეტი, სამოგზაურო დაზღვევა, შიდა ტურების დაზღვევა, უცხოელი სტუდენტების დაზღვევა, სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა და სხვა.

იმედი L-ის მიზანია, მხარი დაუჭიროს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სიცოცხლის გახანგძლივებაში. პროგრესული მიდგომით, ცოდნით, გამოცდილებით და უნიკალური პროდუქტების ხაზების შექმნით, იმედი L  ქმნის ჯანსაღ  სოციალურ ფონს ქვეყანაში.

მარიამ ზავრადაშვილი

9 Ana Politkovskaia Street

0186 Tbilisi

+995 32 2922222

mzavradashvili@imedil.ge

www.imedil.ge

Jederminute Service LLC

შპს Jederminute Service გთავაზობთ მომსახურებას / გაზიარებულ სერვისებს გერმანული და სხვა კომპანიებისთვის გერმანულენოვან ქვეყნებში, კომერციულ სფეროში.

ახიმ შმიტც

achim.schmitz@mekontor.de

(+) 49 177 4483202

რუსთაველის გამზ. 24, 0108 თბილისი

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X