fbpx
Startseite » წევრობა » წევრთა ჯგუფები » სამართალი & აუდიტი

სამართალი & აუდიტი

BLC Law Office

იურიდიული ფირმა BLC დაარსდა 2000 წელს. „ბიელსი“-ში დასაქმებულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებმაც განათლება მიიღეს საქართველოში და აშშ-ში. დაარსების დღიდან კომპანია მომსახურებას უწევს ინვესტორებს, მულტინაციონალურ ფირმებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, არასამთავრობო და სხვა ქართულ ორგანიზაციებს. 

იურიდიული ფირმა „ბიელსი“-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საბანკო, საფინანსო, საგადასახადო, უძრავი ქონების, ენერგიასთან დაკავშირებული და სამოქალაქო კანონმდებლობა, ასევე კორპორაციული ტრანზაქციები და სტრუქტურები. დასავლელმა პარტნიორებმა განაპირობეს იურიდიული კომპანიის ეთიკური სტანდარტებისა და მომხმარებლის ინტერესების ინტენსიური დაცვის, მოტივაციის მაღალი ხარისხი. 2003 წლიდან დღემდე „ბიელსი“ აღიარებულია საქართველოში მოქმედ წამყვან იურიდიულ ფირმად ყველაზე მსხვილი კვლევაზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლებრივი ჟურნალების (Legal 500, Chambers Global, IFRL) მიერ. „ბიელსი“ არის ერთადერთი ქართული იურიდიული ფირმა საერთაშორისო პრაქტიკით, რომელსაც აქვს მოქმედი ფილიალი ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და მთელი რიგი პარტნიორი კომპანიებისა მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში.


გიორგი ბათლიძე
(DWV-ს მმართველი საბჭოს წევრი)
დავით აღმაშენებლის გამზირი 129ა
0102 თბილისი
+995 32 292 00 86
gbatlidze@blc.ge
www.blc.ge

გრანთ თორნთონ საქართველო

გრანთ თორნთონ (საქართველო), გრანთ თორნთონ ინთერნეიშენალის წევრი, წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა, ფინანსურ მრჩეველთა, ბიზნესისა და მართვის დარგის კონსულტანტთა, საგადასახადო და იურიდიულ მრჩეველთა და ასევე სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტთა მრავალპროფესიონალურ გუნდს. გრანთ თორნთონის თანამშრომელთა გუნდი შედგება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე წევრებისგან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ და ქართულ ენებს. ყოველ მათგანს აქვს თავისი კლიენტებისადმი მაღალი ხარისხის მომსახურების დროულად მიწოდების გამოცდილება და ასევე ყოველი მათგანი ფლობს მრავალპროფილურ გუნდში მუშაობის სპეციალურ გამოცდილებას, რომლის დროსაც მაღალ დონეზე ხორციელდება საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და მართვა. ფირმა მუდმივად უზრუნველყოფს პროექტებში დიდი პროფესიონალური შესაძლებლობების მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიურ ჩართულობას. ეს შესაძლებლობას იძლევა უსწრაფესად მოხდეს სხვადასხვა ტიპის ექსპერტული რჩევის მოთხოვნაზე რეაგირება პროექტის მიმდინარეობისას, პრიორიტეტებიდან გამომდინარე.


ვახტანგ ცაბაძე
ქეთევან წამებულის ქ. 54
0144 თბილისი
+995 32 260 44 06
vakhtang.tsabadze@ge.gt.com
info@ge.gt.com
www.grantthornton.ge

Jorbenadze & Gatserelia Counselors

Jorbenadze & Gatserelia Counselors ქართული საადვოკატო ბიუროა, რომელიც თანამედროვე იურიდიულ პრაქტიკას, მეცნიერულ ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციული გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. კომპანია აერთიანებს რამდენიმე ათეულ კვალიფიციურ თანამშრომელს, რომლებიც მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან თითოეულ კლიენტსა და მათ ინტერესებზე. Jorbenadze & Gatserelia Counselors-ის საქმიანობა მოიცავს იურიდიული მომსახურების გაწევას მრავალი მიმართულებით: წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში, წარმომადგენლობა მხარესთან ურთიერთობისას, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, იურიდიული კონსულტაცია, ე.წ. Outsourcing და სხვ.


ასოც. პროფ. დოქტ. სერგი ჯორბენაძე
ირაკლი აბაშიძის ქ. 34/36, 0179 თბილისი
+995 32 290 41 39
jorbenadze@jgc.ge
www.jgc.ge

Nexia Georgia

Nexia International საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას და ამას ეფექტურად აკეთებს დაგროვილი ექსპერტიზითა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უნიკალური გამოცდილებით. ის მსოფლიოს 122 ქვეყანაში ოპერირებს და 2014 წლიდან წარმატებულად მუშაობს უკვე საქართველოშიც.

Nexia Georgia საქართველო Nexia International-ის წევრ ქვეყნებს 2014 წლის მაისში შეუერთდა და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა. დღეს მისი კლიენტები წარმოდგენილები არიან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, წარმოება, ფინანსები, ვაჭრობა, საბანკო, უძრავი ქონება, ტურიზმი, არასამთავრობო/საბიუჯეტო, სასტუმროები და რესტორნები.

ის მათ სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

      • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;
      • საგადასახადო აუდიტი, დაგეგმვა, კონსულტაციები, სატრანსფერო ფასწარმოქმნა (Transfer Pricing)
      • ბუღალტრული აღრიცხვა;
      •  კონსალტინგი
      • იურიდიული მომსახურება

Nexia Georgia -ს ბაზაზე დაფუძნებულია Nexia Georgia აკადემია და Nexia Georgia სოლუშენსი. Nexia Georgia აკადემია ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. Nexia TA სოლუშენსი კი წარმოადგენს მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში. 2017 წელს კომპანიამ Nexia International -ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული – „წლის კომპანია“. Nexia TA გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – Accounting Capacity Building Champion 2018. Nexia Georgia გახდა 2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“. მომხმარებლებს კომპანია სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას, მაღალკვალიფიკაციურ მომსახურებას საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინთეზის მეშვეობით.


გელა მღებრიშვილი
მერაბ ალექსიძის ქ. 12
King David-ის ბიზნეს ცენტრი, მე-6 სართული
0171 თბილისი
+995 32 256 06 25
gela.mghebrishvili@nexia.ge
www.nexia.ge

Rödl & Partner

კომპანია Rödl & Partner საერთაშორისო კომპანიების კონსულტაციაზე ამახვილებს ყურადღებას. იურიდიული კომპანიის კომპეტენციაში შედის ზუსტი, მულტიდის ციპლინარული და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება. Rödl & Partner -ის ადვოკატები, საგადასახადო მრჩეველები, ბუღალტრები, აუდიტორები და ბიზნეს-კონსულტანტები ბიზნეს საქმიანობის ყველა ფაზაში ინდივიდუალურ, ინტერდისციპლინარულ და საერთაშორისო კონსულტაციას უწევენ მომხმარებელს – ეხება ეს კომპანიის დაარსებას, შესყიდვებს, მომხმარებლის მოზიდვას, საერთაშორისო გაფართოებას, თუ სამომავლო დაგეგმვას. კომპანიის შეთავაზებები მოიცავს შემდეგ სფეროებს: აუდიტი, საგადასახადო, საბანკო, საფინანსო და სამოქალაქო კანონმდებლობა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ასევე ბიზნეს-კონსულტაცია და მთარგმნელობითი სერვისი.

            


კლაუს კესლერი
რუსთაველის გამზირი 24
0108 თბილისი
+380 (44) 5 86-23 03
klaus.kessler@roedl.pro

კახაბერ ღრუბელაშვილი
+995 32 2 995 905
kakhaber.grubelashvili@roedl.pro
www.roedl.com

ღვინაძე და პარტნიორები

ღვინაძე და პარტნიორები არის წამყვანი ქართული ბიზნეს იურიდიული ფირმა, რომელიც 2010 წელს ახლად დაარსდა ყოფილი DLA Piper Gvinadze & Partners-სგან გამოყოფის შემდეგ. მისი წინამორბედი იურიდიული ფირმებით – Georgian Consulting Group (GCG Law Office), Ernst & Young Legal (EY Law Georgia), Gvinadze & Partners LP და ბოლოს DLA Piper Gvinadze & Partners LP, ფირმას აქვს მომსახურებისა და საქართველოში უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია და აღიარებულია, როგორც ლიდერი საქართველოს იურიდიული მომსახურების ბაზარზე. მისი გამოცდილება თანაბრად მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველია, დაწყებული მრავალი საინვესტიციო საშუალების ფორმირების შესახებ რჩევებით და დამთავრებული რეგიონის ზოგიერთ ყველაზე თვალსაჩინო და რთულ პროექტზე წარმომადგენლობით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. კომპანია ასევე ცნობილია თავისი გამოცდილებით დავების გადაწყვეტაში, მოქმედებდა რა ზოგიერთ ყველაზე გახმაურებულ დავაში როგორც საქართველოს სასამართლოებში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟებში. 

მისი წინამორბედი საადვოკატო ბიურო GCG-ს დაარსებიდან დღემდე, იურიდიული ფირმა ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი საქართველოში. ეს დამსახურებული რეპუტაცია ეფუძნება, პირველ რიგში, სიზუსტეს დეტალებში, ყოვლისმომცველ მომსახურებას, გამორჩეულ გამოცდილებას ბიზნეს სამართლის პრაქტიკულად ყველა სფეროში. ფირმა გამოირჩევა ასევე პრაგმატული რჩევებითა და ადეკვატური გადაწყვეტილებებით, რაც კლიენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობ განსხვავებას ქმნის.

ნიკა ღვინაძე მმართველი პარტნიორი

მელიქიშვილის ქ. N10 
0179 თბილისი

+995 322 438 970

http://www.gvinadzeandpartners.ge/
info@gvinadzeandpartners.ge

X