fbpx
Startseite » წევრობა » წევრთა ჯგუფები » ტურიზმი & გასტრონომია

ტურიზმი & გასტრონომია

by Nico Scherer

ბილტმორ თბილისი

აქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო ბილტმორ თბილისი იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან. ბილტმორ თბილისი 214 ოთახსა და სუიტს მოიცავს, საიდანაც დედაქალაქის დაუვიწყარი ხედი იშლება. სასტუმრო იდეალური არჩევანია, როგორც საქმიანი ვიზიტორებისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის. ბილტმორ თბილისი ასევე გთავაზობთ მაღალი კლასის სარესტორნო მომსახურებას, უნიკალურ სპა ცენტრს და იდეალურ საკონფერენციო სივრცეს საქმიანი შეხვედრებისთვის და ბიზნეს ტურიზმისთვის.

 


ანა ვაჩაძე
რუსთაველის გამზ. 29
0108 თბილისი
+995 32 272 72 72
ana.vachadze@biltmorecollection.com
www.millenniumhotels.com

გერმანული წისქვილი

გერმანული წისქვილი არის სასტუმრო-რესტორანი ბოლნისში, ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც დაახლოებით 200 წლის წინ შვაბურ-გერმანული დასახლება არსებობდა, კატარინენფელდის სახელწოდებით. ამჟამად კი, მდინარე მაშავერაზე გაშენებული წისქვილის ადგილას, სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მასპინძლობენ გერმანული სტუმართმოყვარეობით. გერმანული და ქართული ტრადიციული სამზარეულო, დიდი ტერასა და დარბაზი ბუხრით – რესტორანი სტუმრებს განუმეორებელ გარემოს სთავაზობს, რომელიც იდეალურია ბიზნეს შეხვედრებისა თუ საოჯახო დღესასწაულებისათვის. სასტუმრორესტორნის მომსახურებაში შედის ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებისათვის განკუთვნილი ტურები.

ახიმ დეპტას, გერმანული წისქვილის მფლობელს, ყოველთვის სურდა ძველი შენობის შესყიდვა და სამომავლოდ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. მან ეს შენობა თავისი მეუღლის ხათუნას დახმარებით, ბოლნისში იპოვა. წისქვილის ძველ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძირფესვიანად, რის შედეგადაც გარე ფასადი ტრადიციულ იერს ატარებს, ხოლო შიდა ინტერიერი მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. 2012-2013 წლებიდან გერმანული წისქვილი საქმიანობას აგრძელებს, როგორც სასტუმრო-რესტორანი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს საქართველოში.


ახიმ დეპტა
სიონის ქ. 4
1100 ბოლნისი
+995 322 61 47 50
service@muehle-bolnisi.com
www.muehle-bolnisi.com

Georgia Insight

Georgia Insight არის გერმანულენოვანი ტურისტული სააგენტო საქართველოში, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს კულტურულ და სალაშქრო მოგზაურობებზე, ჯგუფებისა და ინდივიდუალური პირებისთვის. გერმანულენოვან ტურისტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მჭიდრო თანამშრომლობა გერმანულ, ავსტრიულ და შვეიცარულ ტურისტულ კომპანიებთან წარმოადგენს Georgia Insight-ის საიმედოობისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას. კომპანიის დამფუძნებლებსა და მფლობელებს წარმოადგენენ გერმანულ-ქართული ოჯახური წყვილი კატრინ და გიორგი თევდორაშვილები, რომლებიც 2009 წლიდან 6 შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობენ. კომპანიის გენერალური მენეჯერი არის გიორგი თევდორაშვილი, რომელიც 12 წელი ცხოვრობდა გერმანიაში და პირველი სამოგზაურო ტური განახორციელა 2001 წელს, ხოლო კატრინ თევდორაშვილი არის კომპანიის ვებგვერდის ავტორი. თავდაპირველად ძირითადი აქცენტი გამახვილებული იყო ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. არცერთი მოთხოვნა არ არის იდენტური. მაშინაც კი, როდესაც მიმართულება მსგავსია, ყველა მოგზაურობა უნდა იყოს უნიკალური. კომპანია განსაკუთრებით ამაყობს თავისი დიდი ხნის თანამშრომლებით – ტურ-ოპერატორები, გიდები და მძღოლები, რომლებიც დაუღალავად და ენთუზიაზმით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. კომპანიის უპირატესობას წარმოადგენს მომხმარებლებზე ინდივიდუალურად ზრუნვა მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაგეგმვის პროცესიდან მოგზაურობის დასრულებამდე. საქართველოს მრავალმხრივი და ინტენსიური გაცნობისთვის Georgia Insight, როგორც გამოცდილი ტურ-ოპერატორი არის იდეალური პარტნიორი თქვენთვის. კომპანიის გიდები არიან სერტიფიცირებულნი, რომლებიც გამოირჩევიან ჩართულობით და ენთუზიაზმით სამუშაოს მიმართ, არაჩვეულებრივად ფლობენ გერმანულ ენას და აქვთ შესანიშნავი პროფესიული ცოდნა.


გიორგი თევდორაშვილი
თაბუკაშვილის ქ. 41
0108 თბილისი
+995 32 229 55 32
info@georgia-insight.eu
www.georgia-insight.eu

GEORGIENREISEN

GEORGIENREISEN არის გერმანულენოვანი ტურისტული სააგენტო, რომელიც 2014 წელს დაარსდა, მისი დამფუძნებლები არიან თეა ტოტოღაშვილი და ტორსტენ კიოლერი. სააგენტო სპეციალიზდება ინდივიდუალური ღვინისა და კულტურული ტურების კუთხით საქართველოში. თეა ტოტოღაშვილი მრავალი წელია მუშაობს გერმანულენოვან გიდად და ჟურნალისტად, ხოლო ტორსტენ კიოლერმა კი თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში GEORGIENREISEN-ს მოახმარა. პატარა, კრეატიული ტურისტული სააგენტო GEORGIENREISEN ხელს უწყობს დაინტერესებული პირების ქვეყანასთან დაახლოებას, უზრუნველყოფს კვალიფიციურ კონსულტაციას, პროფესიონალურ მომსახურებასა და ინდივიდუალურ მიდგომას მომხმარებლების მიმართ. GEORGIENREISEN გთავაზობთ ინდივიდუალურად შედგენილ ტურებს და მომსახურების ფართო სპექტრს საქართველოში.


თეა ტოტოღაშვილი
ბამბის რიგი 7
0105 თბილისი
+995 558 94 77 71
Tea.Totogashvili@georgienreisen.org
www.georgienreisen.org

კაუკაზუს-რაიზენი

კაუკაზუს-რაიზენი შესაძლებელს ხდის ორგანიზება გაუკეთოს უნიკალურ სამოგზაურო გამოცდილებას და უჩვეულო აღმოჩენებს კავკასიის ქვეყნებში. ეს არის ახალგაზრდა, მოტივირებული თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და ისინი ოცნებობენ თავისუფალ, შეუზღუდავ მოგზაურობაზე საინტერესო გეოპოლიტიკურ რეგიონში, როგორიც არის „კავკასია“. 2001 წლიდან მხატვარი და მეწარმე ჰანს ჰაინერ ბური მუშაობს კაუკაზუს-რაიზენის ხედვაზე. სტუმრებისთვის ისინი აწყობენ წლის საუკეთესო მოგზაურობებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ან მარტო. ყველა ტური არის დიდი სიყვარულით შექმნილი, დაგეგმილი და მუდმივად გაუმჯობესებული. კაუკაზუს-რაიზენია დამაკავშირებელი რგოლი სტუმრებს გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კავკასიის ქვეყნებში. კაუკაზუს-რაიზენის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტრანსნაციონალური მოგზაურობები, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთში, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს კომბინაციით. კომპანიის სხვა ძლიერი მხარეებია ფოტო და კულტურული ტურები, 4×4 ჯიპ ტურები, ცხენით ჯირითი, საფეხმავლო ტურები, ასევე მოგზაურობა კავკასიის შორეულ რეგიონებში, მაგალითად დაღესტანში და ჩეჩნეთში. იქ, სადაც ეს შესაძლებელია, კაუკაზუს-რაიზენი არ ივიწყებს დაგეგმოს მოგზაურობის დროს საუკეთესო სერვისი, კულინარიული სიამოვნება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.


ჰანს ჰაინერ ბური
ოვანეს თუმანიანიას ქ. 15
0105 თბილისი
+995 599 570554
info@kaukasus-reisen.de
www.kaukasus-reisen.de

შატო მოსმიერი

შატო მოსმიერი კისისხევში, თელავიდან 2 კმ-ში, ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედის ფონზე ულამაზესი ვენახის ზვრებს შორის მდებარეობს. საწარმო ფლობს რესტორანს ტერასით, თანამედროვე ღვინის სარდაფს ფრანგული ღვინის კასრებით და ქართულ კლასიკურ ღვინის მარანს, ტრადიციული ქვევრებით და ასევე საკონფერენციო დარბაზს 70 ადამიანისთვის. 2019 წლის სექტემბერში შატომ დამატებით გახსნა 23 ოთახიანი სასტუმრო საცურაო აუზით, ადმინისტრაციული შენობითა და 4 დასასვენებელი კოტეჯით. რესტორნის მომსახურების გარდა, კომპანია მის სტუმრებს მოსმიერის ღვინის დეგუსტაციას და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებს სთავაზობს (ქართული პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და ა.შ), სეზონურად კი რთველში მონაწილეობას. ღვინის საწარმო დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა სახის ღონისძიებების ჩასატარებლად. მათ შორის არდადეგები, ქორწილები, ინდივიდუალური და ჯგუფური მოგზაურობები, ბიზნეს-შეხვედრები, პრეზენტაციები და კონფერენციები. 2019 წლის სექტემბერში კომპანიამ თბილისში, ბამბის რიგის #7-ში გახსნა ღვინისა და ტაპას ბარი, სადაც სტუმრებს აქვთ საშუალება შეიძინონ ან აქვე დააგემოვნონ სხვადასხვა მეღვინეობების ღვინო და დახვეწილი კერძები.


აურიკა კროიტორი
ბამბის რიგი 7
0105 თბილისი
+995 32 297 04 20
a.kroitor@mosmieri.ge
www.mosmieri.ge

powderproject.ch

2016 წლიდან Powderproject.ch გურიაში კერძოდ ბახმაროში ფუნქციონირებს. Powderproject.ch სპეციალიზირდება თავისუფალი დაშვების (Freeride) მიმართულებით, რომელიც გულისხმობს გაუკვალავ თოვლში ასვლას და დაშვებას თხილამურებით და/ან სნოუბორდით. Catski ზამთრის ექსტრემალური სპორტის მიმართულებაა, რომელსაც Powderproject.ch გვთავაზობს. Catski არის Heliski-ის მონათესავე სპორტის სახეობა, იმ განსხვავებით, რომ მთაზე ასვლის საშუალებად ვერტმფრენის ნაცვლად თოვლის გასაკვალ სპეციალურ მანქანას კეზბორელს (Snowcat ან Pistenbully) იყენებს. ყოველკვირეულ პროგრამაში შედის ტურისტული მომსახურების სრული სპექტრი: აეროპორტიდან ტრანსფერი დანიშნულების ადგილამდე, ტურისტების დაბინავება, კვება, ექსტრემალური სპორტის სპეციალური მომსახურებები და პროფესიონალი გიდი. თითქმის 400 ფრირაიდერი ჩამოდის ყოველ სეზონზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 2019 წლის ზაფხულში powderproject.ch-ის გუნდმა ტრადიციული ალპური ქოხის გარდა კიდევ ერთი ქოხი დაამატა ბახმაროსა და გომის მთას შორის. ქოხი ემსახურება როგორც ალპინისტებს, ასევე ზაფხულში ჩამოსულ მოლაშქრეებსა და Mountainbiker- ებს. მომსახურება ხორციელდება გამონაკლისის გარეშე, სპეციალურად მომზადებული ადგილობრივი თანამშრომლების მიერ. აქედან გამომდინარე, პროექტი ქმნის სამუშაო ადგილებს მთიანი გურიისა და აჭარის რეგიონებში.


ინგო შლუტიუსი
ლესელიძის ქ. 2
ჩოხატაური
+995 599 41 92 04
info@powderproject.ch
www.powderproject.ch

Schuchmann Wines Georgia

Schuchmann Wines Georgia-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინის ტურიზმში კახეთის რეგიონში. საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით Schuchmann-ის მეღვინეობა 20 სახის უმაღლესი ხარისხის ქართულ და ევროპულ ღვინოს ამზადებს. შატო ვინოტერა რეგიონში იყო პირველი, რომელმაც სტუმრებს ღვინის ტურიზმის სერვისები შესთავაზა. განსაკუთრებული ხარისხის და პროფესიონალიზმის მანიშნებელია ის, რომ ღვინის ტურიზმის მხრივ Schuchmann-ის შატო 2014 წელს კახეთის რეგიონში საუკეთესო შატოდ იქნა აღიარებული. სრულყოფილებისკენ სწრაფვა კი გრძელდება დღესაც, კომპანია არ იშურებს რესურსებსა და ძალისხმევას, რომ იყოს ინოვატორული, ხარისხით გამორჩეული, სწორედ აქ გადის Schuchmann-ისთვის გზა წარმატებისკენ. ამ ხედვის შედეგია განახლებული სასტუმროც. გაიზარდა ოთახების რაოდენობა: 2 სტანდარტული, 2 საოჯახო, 2 ორსაწოლიანი ოთახი ხედით კავკასიონზე, 12 ორსაწოლიანი დელუქს ნომერი აივნით, 1 ჯუნიორ სუიტი და 1 ლუქსი, სულ 20 კომფორტული ოთახი. ნომრის საფასური მოიცავს: საუზმეს, ღვინის ტურს, ღვინის დეგუსტაციას (3 სხვადასხვა სახის ღვინო), მინერალურ წყალს ოთახში, 2 სასაჩუქრე ბოთლ ღვინოს და დღგ-ს.


ნუცა აბრამიშვილი
სოფელი კისისხევი
თელავის რაიონი 2200
+995 577 15 55 82
n.abramishvili@schuchmann-wines.com
www.schuchmann-wines.com

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace 

Sheraton Hotels & Resorts წარმოადგენს ამერიკული სასტუმროების ქსელის, Marriott International-ის ერთ-ერთ ბრენდს. კომპანია 6000-ზე მეტი სასტუმროს სახით არის წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით. Sheraton Hotels & Resort არის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი და ფლობს 435 სასტუმროსა და 90 საკურორტო ცენტრს, 70 ქვეყანაში. ამჟამად Marriott International-ის სახელით საქართველოში შერატონის ორი სასტუმრო ოპერირებს, ბათუმსა და თბილისში. სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ინფრასტრუქტურა მოიცავს 220 ნომერს, მათ შორის 10 Suit კატეგორიის ოთახს, ამასთანავე როგორც შიდა ასევე გარე საცურაო აუზს, 1500 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ სპას და ფიტნეს ცენტრს, კლუბლაუნჯს, ორ რესტორანსა და სამ ბარს. შესანიშნავი ადგილმდებარეობის წყალობით სასტუმროდან იშლება საუცხოო პანორამული ხედები ქალაქსა და მდინარე მტკვარზე. სასტუმროს აქვს 12 საკონფერენციო ოთახი. ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცე შეადგენს 2000 კვ.მ.-ს. შერატონის 1000 კვ.მ. სიდიდის დარბაზი დღეისათვის არის ყველაზე დიდი სივრცე, თბილისში არსებულ სასტუმროებს შორის, სადაც შესაძლებელია 1800 სტუმრიანი ღონისძიების ჩატარება. 50 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გამო სასტუმრო ოპერირებას 2018 წლის სექტემბერში შეუდგა. სასტუმრო შერატონ ბათუმიც ანალოგიურად შთამბეჭდავია. შენობა დაიგეგმა და აშენდა ალექსანდრიის შუქურის კონცეფციის მიხედვით, სანაპიროდან მხოლოდ 300 მეტრში, ქალაქის ცენტრიდან კი 3 წუთის სავალზე. სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს სპა მომსახურებას დახურული და ღია აუზებით, ასევე ღონისძიებებისთვის გათვლილ 7 სივრცეს, მათ შორის 1000-მდე მონაწილეზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს.


რუსიკო გიაშვილი
თელავის ქ. 20
0103 თბილისი
+995 32 277 20 20
rusiko.giashvili@sheraton.com
www.sheraton.com/tbilisi

სილქ როუდ ჯგუფი

სილქ როუდ ჯგუფი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მრავალპროფილიან კომპანიას, რომლის საქმიანობაც მოიცავს სატელეკომუნიკაციო, სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და ელექტროენერგეტიკის სფეროებს. სილქ ჰოსპიტალიტი სილქ როუდ გრუფში შემავალი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სასტუმრო და გასართობი ბიზნესის სექტორში წამყვანი პოზიცია უჭირავს, 14 მოქმედი ობიექტითა და 2.000-ზე მეტი თანამშრომლით. ქართული სტუმართმოყვარეობისა და ევროპული სტანდარტების სინთეზით, მაღალკვალიფიცირებული კადრებითა და 10 წელზე მეტი გამოცდილებით მან სანდო კომპანიის სახელი მოიპოვა, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. სილქ ჰოსპიტალიტი თანამშრომლობს მსოფლიო სასტუმროების იდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფთან Radisson Hotels Group, ასევე თავად მართავს სასტუმროებს, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს და უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას სასტუმროებისა და რესტორნების მართვის სფეროში.

სილქ ჰოსპიტალიტის ამჟამად მოქმედი ობიექტები:

    • Radisson Blu Iveria, Tiflis
    • Radisson Blu, Batumi
    • Radisson Collection Tsinandali Estate, Tsinandali
    • Park Hotel Tsinandali
    • Tsinandali Estate and Winery
    • 2 Iveria Casino, Live games and slots, Tiflis & Batumi
    • Republic Event Venue, Tiflis
    • Republic Rooftop Restaurant-Bar-Terrace, by Levan Kobiashvili, Tiflis
    • Restaurant Republic 24, Tiflis
    • Neptune Sport Complex, Tiflis
    • Noble Savage Club, Tiflis
    • Iveria Beach Club, Batumi
    • The Gate Night Club, Batumi

უახლოეს მომავალში იგეგმება დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი 5* სასტუმრო ტელეგრაფის გახსნა და რამოდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


თამუნა ფოფხაძე პეტრე
მელიქიშვილის ქ. 8ა / ერეკლე ტატიშვილის ქ. 1
0179 თბილისი
+995 577 222 223
tamuna.popkhadze@silkroad.ge

Pullman Tbilisi Axis Towers Hotel

„Pullman Tbilisi Axis Towers Hotel“ არის Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია, როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

220 დახვეწილი დიზაინის ოთახი, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს, 7 შეხვედრების ოთახი, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით – ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

„Accor Group“ კონტინენტური ევროპის უმსხვილესი ფრანგული ბრენდია, რომელსაც 50 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და, 5300 სასტუმროთი და 40-ზე მეტი ბრენდით, მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Pullman-ი მსოფლიოს კი 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 145-ზე მეტი სასტუმროთი.

თათია ჩიკვაიძე
ჭავჭავაძის გამზ.37მ
0179 თბილისი
+995 577 58 21 12

tatia.chikvaidze@accor.com

www.pullmantbilisi.com

Golden Tulip Design Hotel

საერთაშორისო ბრენდის დიზაინ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi ძველი თბილისის შუაგულში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს.

სასტუმროში 77 თანამედროვე დიზაინის ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი  ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს.  შენობას Mood Light კონცეფცია აქვს. სტუმრები ოთახის განათების ფერს სასურველი განწყობის მიხედვით არჩევენ. შესაბამისად, სასტუმროს ფასადი ყოველთვის სხვადასხვანაირია.

Golden Tulip Design Tbilisi აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმროა, სადაც ყველა ნომერი ინოვაციური პლანშეტებითაა აღჭურვილი, რომელიც პირადი ციფრული ასისტენტის ფუნქციას ასრულებს.

Golden Tulip Design Tbilisi განსხვავებული კონცეფციის სამ რესტორანს აერთიანებს, საიდანაც ძველი თბილისის დაუვიწყარი პანორამული ხედი იშლება. „ტიტა რესტორანი“, „ტიტა ტერასა“ და Coffee & Co სასტუმროს დამსვენებლებთან ერთად ადგილობრივ სტუმრებსაც მასპინძლობს. რესტორნებში წარმოდგენილია საერთაშორისო სამზარეულოს კერძები, ქართული აქცენტებით.

სასტუმროს 2 საკონფერენციო დარბაზი აქვს, რომლებიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ტექნიკით.

Golden Tulip მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის – Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია. Playtime. Anytime – ეს არის ბრენდის სლოგანი. შესაბამისად, აქ დიდ ყურადღებას აქცევენ ყველა პატარა დეტალს, რადგან თვლიან, რომ ყოველი წუთი კარგი განწყობის ახალი შანსია. 

goldentulip

ელენე ოთარაშვილი


ქეთევან წამებულის გამზ. 37
0103 თბილისი

+995 322 157157

gm@goldentulipdesigntbilisi.com

https://www.goldentulip.com/en-us/

ასორტი ვერე

გამორჩეული ტკბილეულის მრავალ-ფეროვანი არჩევანი, საუცხოო დიზაინის საქორწილო თუ სადღესასწაულო ტორტე-ბი, გემრიელი საბავშო ნუგბარი – უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებული ასორტიმეტი – ეს ყველაფერი ერთი დიდი სახელის, „ასორტი“-ს ქვეშ ერთიანდება.

საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი – 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

„ასორტი“-ს ისტორია აბაშიძის ქუჩაზე გახსნილი ერთი პატარა საცხობით დაიწყო. გამორჩეული ასორტიმენტით, გულთბილი დახვედრითა და ოჯახური მყუდრო გარემოთი თავი მალე დაიმკვიდრა და დღეს უკვე აერთიანებს 1 ცენტრალიზებულ საწარმოს და რვა კაფეტერიათა ქსელს – სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული..

დაარსების დღიდან კომპანია ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას. მისი მთავარი მიზანი კი მომხმარებლისთვის მუდმივად სიახლეების შეთავაზება, ახალი გემოების აღმოჩენა და ამ ყველაფერის საუკეთესო ხარისხის ქვეშ გაერთიანებაა.

ზვიად ცომაია

მხატვრის ქ. 15

0183 თბილისი

+995 32 2 433 444

info@assorti.ge

https://assorti.ge/

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure, განსაცვიფრებელი ახალი ნაგებობა ქალაქის ცენტრში, არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც Accor Hotels-ის საერთაშორისოდ ცნობილი სასტუმრო Mercure ბრენდის ნაწილია.

სასტუმრო თბილისის ენერგიული კულტურული ცენტრის გულში, ვერის რაიონში მდებარეობს. ის რუსთაველის გამზირიდან სულ მცირე მანძილით არის დაშორებული და გთავაზობთ მარტივ წვდომას ქალაქის ყველაზე მომხიბვლელ ტურისტულ ატრაქციონებზე, მათ შორის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზზე. სასტუმრო, ასევე, გარშემორტყმულია მომხიბვლელი კაფეებითა და რესტორნებით, ეკლექტიკური მაღაზიებითა და სხვა გასართობი საშუალებებით, რაც მას იდეალურ არჩევნად აქცევს სტუმრებისთვის, რომლებსაც სურთ, განიცადონ ყველაფერი საუკეთესო, რასაც მათ თბილისი სთავაზობს.

ელშან მუსტაფაიევი 

10 პეტრე მელიქიშვილის გამზ.
0179 თბილისი, საქართველო

+995 322 447777

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview

სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში.  

შესანიშნავი მდებარეობა მდინარე მტკვარზე დამსვენებელს საშუალებას აძლევს დატკბეს ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედებით.

სასტუმრო იდეალური არჩევანია, როგორც საქმიანი ვიზიტორებისთვის, ასევე დამსვენებლისთვის. იგი სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინითა და მაღალი სტანდარტებით გამორჩეულ 160 კეთილმოწყობილ ნომერს, საკონფერენციო სივრცეებს, რესტორანს, ტერასას, 24 საათიან სატრენაჟორო დარბაზსა და ბიზნეს ლაუნჯს.

სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს მიზანია გამორჩეულ გარემოში სტუმრებს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების დონის მომსახურეობა.

მარიამ ზირაკაშვილი

Mariam.Zirakashvili@Hilton.com

(+995) 598 69 19 15

იალბუზის ქ.17 თბილისი, საქართველო 

შპს მით ინ ჯორჯია

შპს მით ინ ჯორჯია არის შემომყვანი ტურისტული კომპანია საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ტურებს, ჯგუფებისა და ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს მომხმარებელზე, რომელსაც უყვარს ბუნება და სიახლეების აღმოჩენა. გარდა ამისა, მით ინ ჯორჯია გთავაზობთ, სპეციფიკური ინტერესის მქონე ჯგუფურ ტურებს სხვადასხვა ასოციაციებისთვის, კლუბებისთვის, ზრდასრულთა განათლების ცენტრებისა თუ გაერთიანებებისთვის. ასეთი ტურები მოიცავს გარდა ტურისტული პროგრამისა, ასევე ინდუსტრიის შესაბამის საწარმოთა ვიზიტებს თუ შეხვედრებს.  

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინდივიდუალურ მიდგომას და ტურის დეტალურ დაგეგმვას, მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაგეგმის პროცესიდან მოგზაურობის დასრულებამდე. მათი მთავარი მიზანია, უზრუნველვყონ სტუმრებისა და სერვისის მომწოდებლების კმაყოფილება და ხელი შეუწყონ, სამართლიან და გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკას საქართველოში.

მით ინ ჯორჯია არის მფლობელის მიერ მართული კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისში. ის ძირითად აქცენტს აკეთებს ევროპულ ბაზარზე, სადაც სათანადოდ აფასებენ მომსახურების ხარისხს.

ლია მაისურაძე

ათონელის ქ. 23

0108 თბილისი, საქართველო

+(995) 32 2158414

 l.maisuradze@meetingeorgia.ge

 www.meetingeorgia.ge

Paragraph Freedom Square

პარაგრაფი საქართველოში პირველი ძვირადღირებული კოლექციური სასტუმროა თბილისის ცენტრში, რომელიც მდებარეობს იუნესკოს სიაში შეტანილ ძველ ქალაქთან ძალიან ახლოს.

სასტუმრო გთავაზობთ  ხუთ უნიკალურ რესტორანსა და ლაუნჯს, მდიდრულ სპა-ს, რომელიც მოიცავს სამ სართულს, საიდანაც ქალაქის თვალწარმტაცი ხედი იშლება. პარაგრაფი აერთიანებს 220 სასტუმრო ოთახს ტრადიციული ქართული დიზაინის მახასიათებლებით, ღვინის მაცივრებით, ფართო სველი წერტილებითა და მდიდრული კეთილმოწყობილი ოთახებით; სასტუმროს აქვს ოთახების 8 კატეგორია, ორი სამეჯლისო და ექვსი საკონფერენციო სივრცე, მათ შორის ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი 700-მდე სტუმარს იტევს.

პარაგრაფი ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებსა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას აერთიანებს, რაც მას აქცევს გამორჩეულ სასტუმროდ თბილისში და დამსვენებელს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. 

თომას ვან ოპსტალი

ლადო გუდიაშვილის 2, თბილისი

(+995) 322 44 88 88

https://www.marriott.com/en-us/hotels/tbslc-paragraph-freedom-square-a-luxury-collection-hotel-tbilisi/overview/

Swissôtel Tbilisi

Swissotel Tbilisi გთავაზობთ იდეალურ გარემოს საქმიანი შეხვედრებისა და დამსვენებლისთვის. სასტუმრო გამოირჩევა ცენტრალური და ამავდროულად მშვიდი ადგილმდებარეობით, რომელიც საშუალებას იძლევა, კულტურულ და სავაჭრო დაწესებულებებთან ადვილად წვდომის.

130 კეთილმოწყობილი ოთახით, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტულ ასევე ლუქს ნომრებს, სასტუმრო ორიენტირებულია ინდივიდუალურ მომსახურეობასა და კომფორტის უმაღლეს ხარისხზე. ოთხი საკონფერენციო დარბაზი ხელმისაწვდომია საქმიანი და კერძო ღონისძიებებისთვის. ველნესის შეთავაზება მოიცავს სპა ფიტნეს ცენტრს, აუზს, საუნას, მარილის ოთახსა და ჰამამს.

Swiss Café გთავაზობთ საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს. რესტორან Olive’s-ში დააგემოვნებთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს, ხოლო ATMOSPHERE რესტორანსა და ბარში აზიური კერძების მრავალსახეობა, საფირმო კოქტეილები და ქალაქის შთამბეჭდავი ხედი დაგხვდებათ. Swissôtel Tbilisi აერთიანებს მაღალი ხარისხის მომსახურეობასა და სასიამოვნო ატმოსფეროს, რაც სტუმრების დასვენებას დაუვიწყარს ხდის.

მაკა ცხომელიძე

0105 თბილისი, გორგასალის . 9, კრწანისის გზადკეცილი

+995 32-2 20 20 70

maka.tskhomelidze@swissotel.com 

www.swissotel.com

მეამა

მეამა კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციას და ამკვიდრებს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს.

მეამაში სჯერათ დიდი იდეების და არ იზღუდებიან აქამდე დამკვიდრებული სტანდარტებით. აქ უყვართ გამოწვევები და მუდმივად ცდილობენ პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზების პოვნას.

“ჩვენ ყველას ყავის განსაკუთრებული სიყვარული გვამოძრავებს და გვინდა ეს გრძნობა არომატულ და სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ. Სწორედ ამიტომაც ვცდილობთ, რომ მეამა იყოს ყველგან და ყოველთვის: სახლში, ქუჩაში, ოფისში, სკვერში, კაფეში, რესტორანში, ზღვაზე, მთაში და იქ, სადაც შეიძლება შენი საყვარელი ყავა მოგინდეს”.

სწორედ ამ საერთო ფილოსოფიით ცვლის მეამა დამკვიდრებულ იდეალებს და გარდაქმნის კულტურას, რაც მის ყველა პროდუქტში ისახება – ყავის კაფსულებში, ინოვაციურ აპარატებსა თუ მომხმარებელზე მორგებულ სერვისებში.

გივი ამილახვარის ქ. 2

0182 თბილისი, საქართველო

032 2 80 08 08

info@meama.ge

www.meama.de/

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X