fbpx

Oktober, 2019

07Okt.13:4515:30გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტის თანმხლებ მაღალი რანგის დელეგაციასთან

Networking Event mit der den Bundespräsidenten

Veranstaltungsdetails

2019 წლის 7 ოქტომბერს, სასტუმრო ბილტმორის Xeme ბარში, 31-ე სართულზე, DWV-ს წევრებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ მაღალი რანგის ბიზნეს დელეგაციას გერმანიიდან, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თან ახლდა გერმანიის პრეზიდენტს – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

ღონისძიება ბატონი საშა ტერნესის, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა – ქალბატონმა ნათია თურნავამ ისაუბრა DWV-ს საქმიანობის მნიშვნელოვან როლზე გერმანულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თომას ბარაისმა, გერმანიის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა DWV-ს გავლენას ბილატერალურ ურთიერთობებზე და მის მაკავშირებელ როლს გერმანულ და ქართულ ეკონომიკებს შორის.

საბოლოოდ, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალო დიალოგში ჩართულიყვნენ დელეგატებთან და ახალი კავშირები დაემყარებინათ.

Datum

7 Oktober, 1 h - 7 Oktober, 3 h

Ansprechpartner

მარია ბრეგაძეmaria.bregadze@dwv.ge

Leave a Comment

X