Februar, 2020
Veranstaltungsdetails
მიმდინარე წლის 26-დან 29 თებერვლამდე, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi) მიერ ინიცირებულ ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა. გერმანული მხრიდან ორგანიზატორი გახლდათ კომპანია COMMIT Project Partners GmbH. ვიზიტის ფარგლებში,
Veranstaltungsdetails
მიმდინარე წლის 26-დან 29 თებერვლამდე, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi) მიერ ინიცირებულ ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა. გერმანული მხრიდან ორგანიზატორი გახლდათ კომპანია COMMIT Project Partners GmbH. ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესის სხვადასხვა სექტორის გერმანული კომპანიებისთვის გაიმართა B2B-შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
ბიზნეს დელეგაციის ოფიციალური ნაწილი დელეგატების მისასალმებელი ბრიფინგით გაიხსნა, რომელზეც, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი თომას კიმმესვენგერის მისალმების შემდეგ, ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi), სამხრეთ კავკასიის რეგიონის რეფერენტმა, ქალბატონმა მარგიტ შტეფელმა დელეგატებს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. ბრიფინგს ესწრებოდა, თბილისში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ბატონი დანიელ ჰაასი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს აქტუალური პოლიტიკური ვითარების შესახებ. დელეგაციის მონაწილეების წინაშე წარსდგა აგრეთვე, კომპანია BLC Law Office – ის პარტნიორი, ბატონი გიორგი ბათლიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. ბრიფინგის ბოლოს, გერმანულმა კომპანიამ AE Solar, რომლის საქმიანობაც გერმანული ბიზნესის საქართველოში გაფართოების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ, საკუთარი პრეზენტაცია წარუდგინა დელეგაციის მონაწილეებს.
როგორც ყოველთვის, ბიზნეს დელეგაციის პროგრამის უმთავრეს ნაწილს ქართველ ბიზნესმენებთან უშუალო შეხვედრები წარმოადგენს. ამჯერადაც, გერმანელ დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, B2B ფორმატში, შეხვედროდნენ ქართული ბიზნესის და სახელმწიფო უწყებების შესაბამის წარმომადგენლებს. გარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისა, გერმანელ ბიზნესმენებს ინდივიდუალურად უმასპინძლეს, მათი სექტორების შესაბამისმა, ქართულმა კომპანიებმა. აღნიშნული შეხვედრები პოტენციური ურთიერთთანამშრომლობის საწინდარია.
გერმანული ბიზნეს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გამართა გერმანიის ფედერაციული სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა. მან დელეგატებს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა, სადაც მიწვეულნი იყვნენ აგრეთვე, ქართული ბიზნეს სექტორის და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, არაფორმალურ გარემოში, ესაუბრათ შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა შეხვედრა ბიზნეს საუზმის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), გერმანული ბანკის Commerzbank AG საქართველოში წარმომადგენლობამ, კომპანიებმა BLC Law Office და თეგეტა მოტორსი.
აგრეთვე, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელსაც უძღვებოდა საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი ედილაშვილი. შეხვედრების შემდეგ, დელეგატები უშუალოდ გაეცნენ იუსტიციის სახლისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კონცეფციებს.
დელეგაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ შეხვედრაზე, უკლებლივ ყველა დელეგატმა, დადებითად შეაფასა საქართველოში ვიზიტი.
Datum
24 Februar, 12 h - 28 Februar, 11 h
Ansprechpartner
მარია ბრეგაძეmaria.bregadze@dwv.ge