Juli, 2026
07Jul.14:0018:00სემინარი: ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობის გასაზრდელად

Veranstaltungsdetails
ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობის გასაზრდელად. ხელოვნური ინტელექტი ცვლის იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, ვსწავლობთ და ვამუშავებთ ინფორმაციას. თუმცა AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოქსი. ჩვენს პრაქტიკულ სემინარზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ თანამედროვე AI-ინსტრუმენტები ეფექტურად,
Veranstaltungsdetails
ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობის გასაზრდელად.
ხელოვნური ინტელექტი ცვლის იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, ვსწავლობთ და ვამუშავებთ ინფორმაციას. თუმცა AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოქსი. ჩვენს პრაქტიკულ სემინარზე გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ თანამედროვე AI-ინსტრუმენტები ეფექტურად, რათა გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა და გადაჭრათ კონკრეტული გამოწვევები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
Tbilisi International Study Center-თან ერთად გიწვევთ საინტერესო და ინტერაქტიულ შეხვედრაზე.
ჩვენი მომხსენებელი, Jean Sebastien Gourdet OLMAIT-დან, რომელსაც ბევრი უკვე იცნობს ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართული Expert Talk-იდან, გაგაცნობთ ChatGPT-ის, Gemini-ისა და NotebookLM-ის შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოყენებას. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე შეისწავლით, როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტების გონივრულად გამოყენება სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის, ინფორმაციის უფრო ეფექტურად დამუშავებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის.
ეს სემინარი მონაწილეთა აქტიურ ჩართულობაზეა ორიენტირებული: გთხოვთ, აუცილებლად თან იქონიოთ ლეპტოპი და გამოიყენოთ შესაძლებლობა, ადგილზე გამოსცადოთ წარმოდგენილი აპლიკაციები. ასევე შეგიძლიათ მოიტანოთ საკუთარი კითხვები, პროექტები ან პრაქტიკული შემთხვევები. ერთად ვიმუშავებთ გადაწყვეტილებების პოვნაზე და აღმოვაჩენთ თანამედროვე AI-ტექნოლოგიების პოტენციალს.
სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
გელოდებათ ინფორმაციული გაცვლა და პრაქტიკული სავარჯიშოები.
თარიღი და დრო: 7 ივლისი, 14:00–18:00
ადგილი: Hotel Radisson Blu Iveria
ფასი: DWV-ის წევრებისთვის – 160 ლარი; არაწევრებისთვის -220 ლარი
გათვალისწინებულია ყავის შესვენება.
სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 6.ივლისამდე-მდე სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით მარიამ თუშიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: mariam.tushishvili@dwv.ge
Datum
7 Juli, 2 h - 7 Juli, 6 h
Ort
Radisson Blu Iveria Tbilisi
First Republic Square 1
