Februar, 2025

24Feb.All Day28ბიზნეს დელეგაცია საქართველოში: ტრანსპორტი და ლოგისტიკა

Delegationsreise Transport Und Logistik 2025 -1

Veranstaltungsdetails

2025 წლის 24-28 თებერვალს, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) ორგანიზება გაუწია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMWK) მიერ ინიცირებულ ბიზნესდელეგაციის ვიზიტს თემაზე „ტრანსპორტი და ლოგისტიკა“. ღონისძიება განხორციელდა COMMIT Project Partners, Cluster Mobility & Logistics, კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციასა (VBI) და აღმოსავლეთის კომიტეტთან (Ost-Ausschuss der Deutschen Wirtschaft) თანამშრომლობით.

 საქართველო სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. „შუა დერეფნის“ გავლით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს ჩინეთსა და ევროპას შორის, ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება. ახალი ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს.

დელეგაციის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ვიზიტები სექტორის წამყვან კომპანიებში. შეხვედრები შედგა ბათუმის საზღვაო პორტთან, APM Terminals Poti, HHLA (ჰამბურგის პორტისა და ლოგისტიკის კომპანია), ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და სხვა მნიშვნელოვან პარტნიორთან. ამ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალებ მისცა, უკეთ გაეგო მიმდინარე პროექტებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

კომპანიების ვიზიტებისა და პროფესიული პრეზენტაციების გარდა, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-ნეთვორქინგის ღონისძიებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ახალი კონტაქტების დამყარებას პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ვიზიტმა ცხადყო, რომ ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში გერმანული კომპანიებისთვის მრავალი პერსპექტიული ბიზნესშესაძლებლობა არსებობს.

Datum

24 Februar, 12 h - 28 Februar, 11 h

Ansprechpartner

მარია ბრეგაძეmaria.bregadze@dwv.ge

X