Mai, 2024
27Mai(Mai 27)00:0031(Mai 31)00:00ბიზნესდელეგაცია თიურინგიიდან საქართველოსა და სომხეთში
Veranstaltungsdetails
Thüringen International-ის ინიციატვით, აღმოსავლეთის კომიტეტის (Ost-Ausschuss der deutschen Wirtschaft) ჩართულობითა და Commit Project Partners-ის ორგანიზებით, საქართველომ და სომხეთმა 27-დან 31 მაისის ჩათვლით უმასპინძლა
Veranstaltungsdetails
Thüringen International-ის ინიციატვით, აღმოსავლეთის კომიტეტის (Ost-Ausschuss der deutschen Wirtschaft) ჩართულობითა და Commit Project Partners-ის ორგანიზებით, საქართველომ და სომხეთმა 27-დან 31 მაისის ჩათვლით უმასპინძლა ბიზნეს დელეგაციას თიურინგიის ფედერალური მიწიდან.
დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიზნად ისახავდა თიურინგიის და სამხრეთ კავკასიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობას, საქართველოში ორგანიზება გაუწია გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV).
პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს საჯარო უწყებებთან, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. გარდა ამისა, გაიმართა პრეზენტაციები, ვიზიტები სხვადასხვა ქართულ კომპანიაში, B2B და არაფორმალური შეხვედრები.
დელეგაციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი კომპანიებმა: Atlas International, Burms, CLAAS, drwulff-consulting, Forrs, KTQ-Zertifikat, Logatec, Niceland Studio, Energy Maxx Solar, Galltec, Rhenus Logistics, SensoQuest, Textima, Tönnjes, Vacuum.
Datum
27 Mai, 12 h - 31 Mai, 12 h