März, 2021
16Mär.15:0016:30DWV-ბიზნეს ფორუმი - ცვლილებები შრომის კოდექსში და მათი გავლენა ბიზნესზე
Veranstaltungsdetails
2021 წლის 16 მარტს, გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ბიზნეს ფორუმი თემაზე ცვლილებები შრომის კოდექსში და მათი გავლენა ბიზნესზე. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ გერმანიის ფედერაციული
Veranstaltungsdetails
2021 წლის 16 მარტს, გაიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ბიზნეს ფორუმი თემაზე ცვლილებები შრომის კოდექსში და მათი გავლენა ბიზნესზე.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბატონი ბექა ფერაძე.
ფორუმში მონაწილეობდა DWV-ს წევრი კომპანიების 50-მდე წარმომადგენელი. შეხვედრას მოდერაციას უწევდა DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საპატიო დოქტ. საშა ტერნესი. ის მიესალმა ფორუმის მონაწილეებს და სპიკერებს, მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა თემის აქტუალურობას.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში, რომელმაც მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, მან ისაუბრა გერმანიაში დასაქმების პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სექტორში დროებით, ლეგალურად დასაქმებას სთავაზობს.
შეხვედრა გაგრძელდა ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის, ბატონი ბექა ფერაძის მოხსენებით, რომლის ძირითადი თემა იყო შრომის კოდექსში ბოლო დროს განხორცილებული ცვლილებები, კერძოდ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება, სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება, სანქციების განხორციელება და ა.შ. ბატონმა ბექამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ევროპის სტანდარტებთან ჰარმონიზირების თვალსაზრისით. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის კულტურის ჩამოყალიბებას და გამოთქვა იმედი, რომ ახალი საკანონმდებლო ნორმების კუთხითაც პროგრესი მალე თვალსაჩინო გახდება.
შეხვედრის ბოლოს წარიმართა საინტერესო დისკუსია. ფორუმზე დამსწრეების კითვებს პასუხობდნენ ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე და ინსპექციის იურისტი, ნატო ნათენაძე. შეხვედრის მონაწილეებმა სპიკერებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს შემდეგი საკითხების ირგვლივ: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, მივლინების ხარჯები, სამუშაოს და მათ შორის დისტანციურად მუშაობის აღრიცხვის სპეფიციკა, ცვლები და სხვ.
Datum
16 März, 3 h - 16 März, 4 h