März, 2025

04Mär.(Mär. 4)19:0005(Mär. 5)22:00DWV Seminar: მომხმარებლის საჭიროებების გაგება და მათი გარდაქმნა ღირებულ გაყიდვების სტრატეგიებად

Veranstaltungsdetails

2025 წლის 4 და 5 მარტს გაიმართა გერმანული ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი სემინარი თემაზე: მომხმარებლის საჭიროებების გაგება და მათი გარდაქმნა ღირებულ გაყიდვების სტრატეგიებად

ინტერაქტიული სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მომხმარებლის ხედვის, სურვილების, მათი მოთხოვნილებებისა და გამოწვევების   შესახებ.  გამოცდილმა შვეიცარიელმა ტრენერმა და მარკეტინგის ექსპერტმა ბ-მა გერჰარდ შმიდმა, მონაწილეებს გაუზიარა მეთოდები, რომლებსაც წარმატებული კომპანიები იყენებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ ტექნიკებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა მოლოდინის დაკმაყოფილებას, ინოვაციური შეთავაზებების შექმნასა და კონკურენტულ გარემოში საკუთარი უპირატესობების გამოყენებას.

მადლობას ვუხდით ტრენერსა და ყველა მონაწილეს, სემინარში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.

Datum

4 März, 7 h - 5 März, 10 h

Ort

BPN Georgia

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

X