März, 2021
18Mär.11:0015:00DWV-ტრენინგი: მომხმარებლის ფსიქოტიპები, გაყიდვების ეფექტიანი კომუნიკაცია
Veranstaltungsdetails
2021 წლის 18 მარტს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით, ALTERBRIDGE-თან ერთად გაიმართა ონლაინ ტრენინგი: “მომხმარებლის ფსიქოტიპები და გაყიდვების ეფექტიანი კომუნიკაცია” ტრენინგს უძღვებოდა ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.d.), ასოცირებული პროფესორი. მართვისა
Veranstaltungsdetails
2021 წლის 18 მარტს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ორგანიზებით, ALTERBRIDGE-თან ერთად გაიმართა ონლაინ ტრენინგი:
“მომხმარებლის ფსიქოტიპები და გაყიდვების ეფექტიანი კომუნიკაცია”
ტრენინგს უძღვებოდა ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.d.), ასოცირებული პროფესორი. მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ,,ალტერბრიჯი” დამფუძნებელი და რექტორი. კომუნიკაციის ექსპერტი, ტრენერი და კონსულტანტი 10 წლიანი გამოცდილებით.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, მსმენელებისთვის გაყიდვებზე ორიენტირებული კომუნიკაციის პროცესის თავისებურებების გაცნობა, საზოგადო და პიროვნებათშორის ურთიერთობებში გამოყენებული ფსიქოტექნოლოგიების, მომხმარებლის სამეტყველო და ქცევითი სისტემების გაცნობა. გარდა ამისა, მსმენელებმა ტრენინგზე გაიღრმავეს ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტიანი მართვისთვის საჭირო უნარები.
ტრენინგი წარიმართა მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობით, გამოყენებულ იქნა როლური თამაშები და სიტუაციური ქეისები. კითხვა-პასუხის სესიის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ სპეციფიური კითხვები მათი საქმიანობისთვის და ემსჯელათ კომუნიკაციის კონკრეტულ შემთხვევებზე.
ტრენინგს ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი და არაწევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: აგრო მოტორსი, არქთრეიდი, ბაზალტ ფაიბერს, ბიემესი, დიო, ინსტა, ნატურაფარმი, ნექსია, NUTSGE, პსპ, სუფთა წყალი, swiss institute და სხვ.
მითითებულ ბმულზე ნახეთ ჩატარებული DWV-ტრენინგები
Datum
18 März, 11 h - 18 März, 3 h