fbpx

Dezember, 2020

15Dez.17:0018:30Eastern Partnership Business Days 2020

DWV Webinar

Veranstaltungsdetails

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს დღეების მეორე დღეს, რომელიც ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის მიერ NRW.Global Business-თან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის კომისიასთან თანამშრომლობით, აქცენტი საქართველოზე გაკეთდა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ადრეას რეშმაიერი – Veridos-ის აღმასრულებელი დირექტორი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სპიკერი გერმანიის ბიზნესის აღმოსავლეთ კომიტეტში. პანელი გახსნეს საქართველოს ელჩმა ბერლინში – პროფ. ლევან იზორიამ და გერმანიის ელჩმა თბილისში – ჰუბერტ კნირშმა და აღნიშნეს, რომ კოვიდ-პანდემიის დროს საქართველომ გონივრული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის მეშვეობით ითამაშა და თამაშობს ძალიან კონსტრუქციულ და სტაბილიზაციურ როლს მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფაში.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა საქართველოში – კატალინ გერმანმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ჩართულობა საქართველოსთვის საქმიანობაში. საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობა, ასევე პროდუქტის სერტიფიცირების სფეროში ნოუ-ჰაუს და საექსპორტო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო პარტნიორების ქსელის გაფართოების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა, მხარი დაუჭირა ამ მიდგომას.

მეორე ნაწილში, შუხმანის ჯგუფმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიიდან და პროკრედიტ ბანკმა წარმოადგინეს თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში და მიმოიხილეს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსების სექტორები. Silkwater Group-სა და კომპანია Basalt Fiber-თან ერთად ორმა ინოვაციურმა ქართულმა კომპანიამ, კონკურენტული გადაწყვეტილებები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს, კორნელი კორჩილავამ, HHLA Projekts Logistics-ის ხელმძღვანელმა თბილისში, ხაზი გაუსვა ქვეყნის ფუნქციას ლოგისტიკის სექტორში ევროპასა და აზიას შორის.

Datum

15 Dezember, 5 h - 15 Dezember, 6 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X