Mai, 2021
10Mai14:0015:30პანდემია და გერმანულ–ქართული ეკონომიკური ურთიერთობები
Veranstaltungsdetails
გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და German Economic Team-ის ორგანიზებით, გერმანიის ბიზნესის აღმოსავლეთ კომიტეტთან თანამშრომლობით, 10 მაისს, 14:00–დან 15:30 საათამდე გაიმართება ღონისძიება თემაზე „პანდემია და გერმანულ–ქართული ეკონომიკური ურთიერთობები“. მთავარი პრეზენტატორები იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა
Veranstaltungsdetails
გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და German Economic Team-ის ორგანიზებით, გერმანიის ბიზნესის აღმოსავლეთ კომიტეტთან თანამშრომლობით, 10 მაისს, 14:00–დან 15:30 საათამდე გაიმართება ღონისძიება თემაზე „პანდემია და გერმანულ–ქართული ეკონომიკური ურთიერთობები“. მთავარი პრეზენტატორები იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქალბატონი ნათია თურნავა და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი თომას ბარაისი.
საქართველოსა და გერმანიას კარგი და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ. პანდემიის პირობებში მხარეთა შორის დიალოგი უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება, რათა შესაძლებელი გახდეს კრიზისის ერთობლივად დაძლევა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ვაჭრობისა და ინვესტიციების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ქართველი ექსპერტები და პრაქტიკოსები. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება ორმხრივი აზრთა გაცვლა–გამოცვლა.
დისკუსიაში მონაწილოებას მიიღებს გერმანიის ეკონომიკური გაერთაინების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი საშა ტერნესი.
ღონისძიება ჩატარდება გერმანულ–ქართულად (სინქრონული თარგმანით) ზუმის პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების პროგრამის სანახავად მიჰყევით ბმულს.
Datum
10 Mai, 2 h - 10 Mai, 3 h