März, 2021
Veranstaltungsdetails
2021 წლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ვირტუალურ ფორუმს 200-მდე კომპანია დაესწრო 4-5 მარტს გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ფორუმი „დივერსიფიკაცია და ინოვაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც ორგანიზებული გახლდათ
Veranstaltungsdetails
2021 წლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ვირტუალურ ფორუმს 200-მდე კომპანია დაესწრო
4-5 მარტს გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ფორუმი „დივერსიფიკაცია და ინოვაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც ორგანიზებული გახლდათ გერმანულ-აზერბაიჯანული სავაჭრო და სამრეწველო პალატის (AHK Azerbaijan), გერმანულ-ბელორუსული სავაჭრო და სამრეწველო პალატის (AHK Belarus), საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV Georgia) და გერმანულ-უკრაინული სავაჭრო და სამრეწველო პალატის (AHK Ukraine) მიერ. პროექტი განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და მეწარმეობის ზრდის პროექტის (EDGE) ფარგლებში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და უახლესი რეფორმების კუთხით ძირითადი მიმართულებების განხილვის პარალელურად, გერმანელმა და რეგიონულმა ექსპერტებმა მიმოიხილეს გამოწვევები და შანსები ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ეკო და აგრო ტურიზმი, ქალთა მეწარმეობა. ღონისძიების ფარგლებში 200-მდე კერძო კომპანია და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი შეიკრიბა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და გერმანიიდან. გარდა ამისა, ფორუმმა შექმნა პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იყო წარმატებული პროექტები და ამჟამად აქტუალური ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ფორუმი გახსნეს, გერმანულ-აზერბაიჯანული სავაჭრო და სამრეწველო პალატის დირექტორმა, ბ-ნმა ტობიას ბაუმანმა და USAID-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და მეწარმეობის ზრდის პროექტის (EDGE) ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ჟასმინკა ვარნალიევამ, რომლებმაც წარმოთქვეს მისასალმებელი სიტყვა და მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის შესახებ. აგრეთვე, მცირე და საშუალო ბიზნესის უახლესი რეფორმებისა და განვითარების ტენდენციების შესახებ, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოსა და უკრაინაში ისაუბრეს ბ-ნმა ვლადიმირ აუგუსტინსკიმ (გერმანულ-ბელორუსული სავაჭრო და სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი), ბ-ნმა თომა კიმმესვენგერმა (გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი) და ბ-ნმა ალექსანდერ მარკუსმა (გერმანულ-უკრაინული სავაჭრო და სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი).
ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია ისეთ თემებზე, როგორებიც არის:
- სოფლის მეურნეობა: ექსპორტი გერმანიასა და ევროკავშირში – შანსები და გამოწვევეი სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
- ტურიზმი: ეკო და აგრო ტურიზმის ტენდენციები და საუკეთესო მაგალითები გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
- ქალთა მეწარმეობა: კავშირების დამყარება მმართველ პოზიციებზე მყოფ ქალ მეწარმეებს შორის გერმანიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან
ფორუმის დასასრულს ჩატარდა ვორქშოფი თემაზე „Courageous Leadership, Networking for Empowerment“ (მეტი გაბედულობა მეწარმეობისას, კავშირების გაუმჯობესება) ქალი მეწარმეებისთვის, რომელსაც უძღვებოდა ქ-ნი პეტრა ვეფელს-ვისსმანი და ქ-ნი შარლოტე გიოტც-პაგნი Systemic Management Consulting Group-დან.
ღონისძიების ფარგლებში, წარმატებით შეიქმნა პლატფორმა, რომელმაც გააერთიანა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ხელმძღვანელი პირების ჩათვლით, 200-მდე ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუციების მაღალი რანგის წარმომადგენლები გერმანიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
Datum
4 März, 11 h - 5 März, 4 h ECT
Ansprechpartner
მარია ბრეგაძეmaria.bregadze@dwv.ge