fbpx

November, 2024

26Nov.13:0014:30Online VeranstaltungDWV-IHK-ვებინარი: საქართველო, როგორც სამიზნე ბაზარი ჰესენის მიწის კომპანიებისთვის

Veranstaltungsdetails

2024 წლის 26 ნოემბერს ფრანკფურტის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (IHK) გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან (DWV) ერთად ჩაატარა ვებინარი თემაზე „საქართველო, როგორც სამიზნე ბაზარი ჰესენის მიწის კომპანიებისთვის“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გერმანული კომპანიებისთვის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უპირატესობების გაცნობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და საგადასახადო შეღავათები საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ახალი ბაზრების ათვისებას ან გაფართოებას გეგმავენ.

ვებინარში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროებიდან პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია წარუდგინეს მსმენელებს:

  • პაულ შმიტცმა (IHK Frankfurt) ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
  • თომას კიმმესვენგერმა (DWV) ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე.
  • გიორგი ბათლიძემ (BLC) მიმოიხილა სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის კომპანიების დაფუძნება, დასაქმებულთა უფლებები და სახელშეკრულებო ურთიერთობები.
  • გელა მღებრიშვილმა (Nexia TA Georgia) გააცნო საქართველოს საგადასახადო სისტემა და განსაკუთრებული უპირატესობები საერთაშორისო და მცირე ბიზნესებისთვის.
  • ვალერიან გეგიძემ (Gegidze Agency) ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სტარტაპებისთვის სამუშაო ძალის ჰაბის, უნიკალურობაზე.
  • კორნელი ქორჩილავამ (HHLA) განიხილა შუა დერეფნის მნიშვნელობა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

Virtual Event Details

Event has already taken place!

Datum

26 November, 1 h - 26 November, 2 h

Ansprechpartner

სალომე მუმლაძეsalome.mumladze@dwv.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X