FRUIT LOGISTICA
2019 წლის სექტემბრიდან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება FRUIT LOGISTICA-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

FRUIT LOGISTICA – მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ხილ-ბოსტნეულის საერთაშორისო ვაჭრობისთვის
FRUIT LOGISTICA წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა ხილისა და ბოსტნეულის სფეროში, სადაც აღნიშნული სექტორის მთელი სპექტრი და მონათესავე დარგებია წარმოდგენილი. ის 1993 წლიდან ეწყობა მესე ბერლინის მიერ და ყოველ წელს 3.000-ზე მეტ ექსპონენტსა და 76.000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, რომელთაც FRUIT LOGISTICA-ს ფარგლებში კონტაქტების დამყარების უპრეცედენტო შესაძლებლობები იზიდავთ.
რით გამოირჩევა Fruit Logistica?
FRUIT LOGISTICA პუბლიკას სთავაზობს მისი ყველა საქმიანობის დარგისა და ბაზრის მონაწილეების გაცნობას. გარდა ამისა, ადგილზე განიხილება ყველა ინოვაცია, პროდუქტი და მომსახურება ხილისა და ბოსტნეულის მოყვანისა და ვაჭრობის ნებისმიერ სფეროში.
წლების განმავლობაში FRUIT LOGISTICA ჩამოყალიბდა იმპორტიორებისა და ექსპორტიორების, მწარმოებლების – რომელთაც ტექნოლოგიებსა და ცოდნის გადაცემაში ინვესტირება სურთ – საბითუმო და საცალო მოვაჭრეების, შეფუთვის სპეციალისტების, ასევე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების შეხვედრების პლატფორმად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ვინ არიან გამომფენები?
- გადაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლები
- ჩირის, თხილეულისა და სანელებლების მწარმოებლები
- ყვავილებისა და ქოთნის მცენარეების მწარმოებლები
- შეფუთვის, ტრანსპორტის, საწყობისა და პროდუქტის საპრეზენტაციო კომპანიები
DWV-ს, როგორც საქართველოში FRUIT LOGISTICA-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ინტენსიურად თანამშრომლობს სოფლის განვითარების სააგენტოსთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კონსულტაციისა და სტენდის დაჯავშნის მიზნით მოგვმართეთ.
