fbpx
Startseite » წევრობა » წევრთა ჯგუფები » სამშენებლო სფერო

სამშენებლო სფერო

არქთრეიდი

შპს არქთრეიდი, რომელიც დაარსდა 2004 წელს, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სამშენებლო სფეროში, ასევე არის ავეჯის და შიდა მოსაპირკეთებელი მასალების (კარები, ტიხრები, რბილი იატაკები, განათება, აქსესუარები და ა.შ.) ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. კომპანია სპეციალიზებულია კომფორტული და ფუნქციური სამუშაო სივრცეების შექმნაზე და სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის სასტუმროებს, მრავალფეროვან პროდუქტს. კომპანიის მომსახურეობა მოიცავს სივრცის კვლევა/შეფასებას, დიზაინის შექმნას, დაგეგმარებასა და 3D ვიზუალიზაციას, შეთანხმებული პროექტების რეალიზაციას (Turn key პრინციპით). გარდა ამისა, არქთრეიდი სთავაზობს მომხმარებელს არქიტექტურულ მომსახურებას, ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს, მონტაჟს, პროექტის მართვასა და საფასადო სამუშაოებს. კომპანიის 13 წლიანი ისტორიის მანძილზე აღსანიშნავია 100-ზე მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია ასევე წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან როგორებიც არიან Maars, Haworth, Milliken, Schueco, EGE, Smarter Surfaces, Sancal, Global Fursys (Sidiz) და სხვ

ნატა ხოტელაშვილი

ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
0186 თბილისი
+995 32 220 74 00
nata.khotelashvili@archtrade.ge
www.archtrade.ge

Bosch

საერთაშორისო ბაზარზე Bosch-Gruppe-ს წამყვან პოზიციას იკავებს ტექნოლოგიებისა და მომსახურებების კუთხით. 2019 წლის მონაცემებით, კომპანია 410.000 თანამშრომელს ასაქმებს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო 2018 წელს შემოსავალმა 77,9 მილიარდი ევრო შეადგინა. Bosch-Gruppe-ის შემადგენლობაში შედის Robert Bosch GmbH, 450 შვილობილი და რეგიონალური კომპანიებით, რომლებიც 60-ზე მეტ ქვეყანაში არიან განლაგებული. სავაჭრო და სამომხმარებლო პარტნიორებთან ერთად ბოშის კომპანია დაახლოებით 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Bosch-ის წარმოების და დისტრიბუციის მსოფლიო ქსელი სამომავლო განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. საქართველოში კომპანია აქტიურად საქმიანობს ოთხი მიმართულებით: სისტემების ოპტიმიზაცია, ინდუსტრიული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო ნივთები, ასევე სამშენებლო და ენერგეტიკული ტექნოლოგიები. Bosch-Gruppe-ის მთავარ მიზანს მრავალფეროვანი პროდუქტებითა და მომსახურებებით ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მათი პრობლემის ინოვაციური გზებით გადაჭრა წარმოადგენს. BoschGruppe-ის ბრენდის გარდა კომპანია სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც მომხმარებელთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე არის მორგებული და სპეციალიზებული.


მიხეილ ჩიქოვანი

აღმაშენებლის გამზ. 610102 თბილისი
+995 32 251 00 75
michael.chikovani@de.bosch.com
www.bosch.ge

Caparol

კომპანია Caparol-ი დაარსდა 1895 წელს და ამჟამად გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში ლიდერია სამშენებლო საღებავების ბაზარზე. კომპანია თავისი ცნობილი ლოგოთი – სპილო ფერადი ზოლებით – ევროპის მასშტაბით, სამშენებლო სფეროში წამყვანი საწარმოების რიცხვს განეკუთვნება. კაპაროლი მომხმარებელს სთავაზობს სარემონტო მასალების სრულ, ფართო ასორტიმენტს ფასადებისა და ინტერიერისათვის: მაღალი ხარისხის საღებავებს, ლაქებს, ლაზურებსა და ბათქაშებს შიდა და გარე მოპირკეთებისთვის; გარდა ამისა, ენერგიის დასაზოგად განკუთვნილ, თბოიზოლაციის და აკუსტიკურ სისტემებს, გრუნტებს, ფითხებს, იატაკის საფარს, კოროზიისგან დასაცავ, ბეტონის, სარემონტო საშუალებებს. მხატვრებს, ფასადების მღებავებს, არქიტექტორებს და მშენებლობის ინდუსტრიაში ჩართულ სპეციალისტებს კაპაროლი სთავაზობს ფართო არჩევანს: ფერთა გამის კოლექციასა და კონცეპტებს, ციფრულ სერვისსა და კონსულტაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით – ფერთა გამის შერჩევას, სამშენებლო მომსახურებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. კაპაროლი საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და დაიწყო სხვადასხვა გერმანული არქიტექტურული მასალების იმპორტირება. 2008 წელს კაპაროლ ჯორჯიამ თბილისში საქართველოში სამშენებლო მასალების ყველაზე მსხვილი ქარხანა გახსნა და დაიწყო სხვადასხვა სამშენებლო მასალების წარმოება. კაპაროლ ჯორჯიამ ძალზედ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია – გააფართოვა სადილერო ქსელი, გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, განამტკიცა პოზიციები სამშენებლო მასალების ბაზარზე და მონაწილეობა მიიღო მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. კომპანიის მთავარი მიზანი გერმანული ხარისხის დაცვა, ინოვაცია და გარემოზე ზრუნვა გახლავთ. კაპაროლ ჯორჯია აწარმოებს დისპერსიულ საღებავებს (საგრუნტავებს, ფასადისა და ინტერიერის საღებავებს) პასტისებრ ფითხებს და ბათქაშებს. იძლევა პროდუქციის გერმანულ ხარისხთან შესაბამისობის 100%-იან გარანტიას, რის საფუძველსაც ევროპული დანადგარები და ნოუ-ჰაუ წარმოადგენს, გარდა ამისა ახორციელებს პროდუქციის იმპორტს გერმანიიდან და Caparol-ის სრულყოფილ ფართო ასორტიმენტს ქმნის.


დავით შენგელია

ალ. ქართველიშვილის ქ. 8
0109 თბილისი
+995 32 291 92 35
shengelia@caparol.ge
www.caparol.ge

Deutsche Basalt Faser GmbH

DBF-Deutsche Basalt Faser GmbH არის ბაზალტის პირველი ბოჭკოვანი მწარმოებელი ევროკავშირში, 2008 წლიდან გერმანიის ქალაქ ზანგერჰაუსენში. მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ცოდნამ შესაძლებელი გახადა ბოჭკოს წარმოება ენერგოეფექტურობითა და მაღალი ხარისხით. მუდმივ კვლევასა და განვითარებას მივყავართ მოქნილ ბაზალტის ბოჭკოებისკენ და გამოყენების ახალი სფეროების აღმოჩენისაკენ. წარმოების პროცესის მოქნილობა მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების საშუალებას იძლევა. ამ კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ ჩვენი კლიენტები. წარმოება გერმანიაში არის ხარისხიანი, მიწოდება ხდება მოკლე დროში და უსაფრთხოდ. წარმოება გერმანიაში უზრუნველყოფს ხარისხს, მიწოდებას მოკლე დროსა და სანდოობას. ინოვაციური წარმოების დახმარებით DBF-ს შეუძლია უფრო ეკონომიურად საქმიანობა და ბაზალტის ბოჭკოვანი პროდუქტების ეფექტურობის ოპტიმიზაცია.


გიორგი გოგოლაძე

Carl-Rabe-Str. 11
06526 Sangerhausen
+49 3464 276769 0
georgi.gogoladze@deutsche-basalt-faser.de
www.deutsche-basalt-faser.de

დიო

შპს „დიო“ 24 წლის წინ, 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერის პოზიცია უკავია ადგილობრივ ბაზარზე. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 70-მდე დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს. „დიო“-ს მუდმივად უჭირავს ხელი მომხმარებლის პულსაციაზე და სისტემატიურად შემოაქვს ახალი, ინოვაციური პროდუქტები, რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და ეს ყველაფერი შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს.

„დიოს“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს, როგორც ფიზიკური პირები, ისე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციები. კომპანიას აქვს საკმაოდ გრძელი ღირებულებათა ჯაჭვი დაწყებული ნედლეულის შერჩევით, იმპორტით, დასაწყობებით, წარმოებით, ინსტალაციითა და გაყიდვების შემდგომი სერვისით – მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას კომფორტი და ინოვაცია სახლში და გარეთ. დღეს კომპანიის მფლობელობაშია: საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი. „დიო“ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015 –ის სერტიფიკატებს.


თამაზ დაუშვილი

აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კმ.0131 თბილისი
+995 32 236 11 12
info@dio.ge
www.dio.ge

Dortmund Flats GmbH

Dortmund Flats GmbH არის კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ავეჯით სრულად აღჭურვილი ერთ და ოროთახიანი სახლების, ასევე სტუდენტური ოთახების გაქირავებით დორტმუნდის ცენტრში. 40-ზე მეტი ბინა დორტმუნდის საუკეთესო ადგილებში, უკვე მზად არის გასაქირავებლად. Dortmund Flats-ს სხვა კომპანიებისგან განსაკუთრებით გამოარჩევს მოკლევადიანი გაქირავების შესაძლებლობა, სრული აღჭურვილობა და სწრაფი ინტერნეტი ყველა ბინაში. გერმანულისა და ინგლისურის გარდა გუნდი ოთხ სხვა ენაზე საუბრობს, შესაბამისად, სრულყოფილად ხელმისაწვდომია საერთაშორისო კლიენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

      


დიმიტრი კუკლინი

Ernst-Mehlich-Str. 2-4
44141 Dortmund
+49 231 177 21 895
info@dortmundflats.de
www.dortmundflats.de

ელემენტ კონსტრაქშენი

ქართული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ელემენტ კონსტრაქშენი 2007 წელს დაარსდა. აღნიშნული პერიოდიდან მოცემულ დღემდე, საზოგადოებისთვის კომპანია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებით გახდა ცნობილი. სიზუსტე ყველა ელემენტში – მშენებლობის ამ პრინციპით ელემენტ კონსტრაქშენის პორტფოლიოში ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური, კომერციული, საცხოვრებელი, საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებია წარმოდგენილი. სამშენებლო კომპანიის უპირატესობას სპეციალური მიმართულებების ფლობაც წარმოადგენს, რაც გულისხმობს

      • ლითონკონსტრუქციების წარმოება-მონტაჟი
      • სამრეწველო იატაკები
      • ინდუსტრიული ობიექტების პროექტირება-ოპტიმალური კონსტრუქციული და სხვა ტექნიკური გადაწყვეტები
      • ჰიდროიზოლაციის სისტემები
      • სარემონტო სამუშაოები
      • საინჟინრო სისტემების მონტაჟი

კომპანიისთვის პრიორიტეტულია მისი თანამშრომლებისა და იმ პირთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან კომპანიის საქმიანობაში. შესაბამისად, HSE პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ISO 14001 (გარემოს დაცვა) და OSHAS 18001 (პროფესიული ჯანდაცვა და უსაფრთხოება) სტანდარტებს, მუდმივად ხორციელდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი პროგრამების წარმართვა, რომლებიც მიმართულია ტრავმების, დაავადებების, უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და გარემოსთვის ნებისმიერი ზიანის მიყენების პრევენციაზე. ხარისხის უზრუნველსაყოფად კომპანიის საქმიანობა ემსახურება ISO 9001- ით დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. პასუხისმგებლობის მსგავსი მიდგომები განაპირობებს ელემენტ კონსტრაქშენის წარმატებულ ურთიერთობებს დამკვეთებთან. კომპანიის მიერ უსაფრთხოდ, ხარისხიანად და ვადების ზუსტი დაცვით შესრულებული პროექტები კი ხანგძლივი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების გარანტიაა. უსაფრთხოება, ხარისხი და პასუხისმგებლობა – ასეთია ქართული სამშენებლო კომპანიის ელემენტ კონსტრაქშენის სტანდარტები.


ეკა ზედელაშვილი

მგალობლიშვილის ქ. 13
0160 თბილისი
+559 32 237 47 37
e.zedelashvili@ec.ge
www.ec.ge

HANSA-FLEX

კომპანია HANSA-FLEX-ი არის ჰიდრავლიკური რეზინის მილების სათადარიგო ნაწილების დისტრიბუტორი, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა, როგორც წამყვანმა ჰიდრავლიკური სისტემების მწარმოებელმა. ის, ასევე აწარმოებს ჰიდრავლიკის შემაკავშირებელი ელემენტების სრულ ასორტიმენტს. ყველა პროდუქტი 24 საათის განმავლობაში აღწევს დანიშნულების ადგილს. კომპანიამ განავითარა საიდენტიფიკაციო სისტემა X-კოდით და სათადარიგო ნაწილების სერვისში სიახლე შეssიტანა. დანადგარების მოულოდნელი გაჩერება მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. HANSA-FLEX-ის მონტაჟის ჯგუფი და ჰიდრავლიკური ასორტიმენტის სერვისი (FLEXXPRESS) ყოველთვის, სრული აღჭურვილობით, არის მზად მომსახურებისთვის. DIN EN ISO 9001:2008-ის მიერ სერთიფიცირებული კომპანია HANSA-FLEX ფლუიდის ტექნოლოგიის უმაღლეს სტანდარტს შეესაბამება. 2011 წლიდან HANSA-FLEX ქართულ ბაზარზე ოპერირებს. საერთაშორისო კომპანია საქართველოშიც საუკეთესო სერვისით გამოირჩევა და თავის კლიენტებს 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე ემსახურება.


გოიკო პოკრაიჩიჩ

ბელიაშვილის ქ. 104
0159 თბილისი
+995 32 247 10 07
gp@hansa-flex-ge.com
www.hansa-flex.com

HeidelbergCement Georgia

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია HeidelbergCement Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. კომპანია საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს. 14 წლიანი განვითარების შედეგად, კომპანია დღეს უკვე ფლობს 3 ინტეგრირებულ ცემენტის ქარხანას (კასპსა და რუსთავში), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპიროზე. კომპანიის პროდუქციის მოცულობა საქართველოში წელიწადში 2 მილიონ ტონას აჭარბებს და ის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საქართველოში არსებული პოზიციების გამყარებას კომპანია 14 ბეტონის ქარხნის მეშვეობით ახერხებს, რომელთა საერთო მოცულობაც 100 მ 3 აღწევს. ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა 200 მილიონ ევროს შეადგენს. კომპანიაში 1200 ადამიანია დასაქმებულია.


სილვიო ტიდე

ალ. ყაზბეგის გამზ. 21
0160 თბილისი
+995 32 247 47 47
silvio.thiede@heidelbergcement.com
www.heidelbergcement.ge

ILF Consulting Engineers

ILF-ი არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც საინჟინრო და საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. ILF-ი ხელს უწყობს პრეტენზიული მომხმარებლების კომპლექსური პროექტების განხორციელების, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ILF-ის საწარმოები მსოფლიოს წამყვან საინჟინრო კომპანიებს განეკუთვნებიან. ინსბრუკსა და მიუნხენში, 40-ზე მეტ ფილიალსა და შვილობილ კომპანიაში, მსოფლიოს მასშტაბით 2.000 თანამშრომელი მათი საერთაშორისო მომხმარებლისთვის წარმატებულად იკვლევს და ავითარებს პროექტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გზებს. ILF-ის კომპანიების სერტიფიცირება ISO 9001-ის მიხედვით ხდება. ILF-ის კონსულტანტ-ინჟინრები, მთლიანი პროექტის მსვლელობის განმავლობაში, თავიანთი მომხმარებლის გვერდით დგანან და უწევენ მათ საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებას. ILF-ი კომპლექსური პროექტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, ყველა სახის საჭირო დაგეგმარებისა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს თავის მომხმარებელს. ILF-ი კონსულტაციას უწევს, როგორც მშენებლებს, ასევე დამკვეთ საწარმოებს, ბანკებსა და ინვესტორებს. კომპანიის მომსახურების სფერო მოიცავს კონსულტაციას, დაგეგმარებას, შესყიდვას, მშენებლობის კონტროლს, პროექტის მენეჯმენტს და სპეციფიურ მომსახურებებს. კომპანია კომპეტენტურია ასევე ზეთის, ბუნებრივი გაზის, წყლის, გარემოს, ელექტროენერგიის, კლიმატის დაცვის, ტრანსპორტისა და სამშენებლო წარმოების საკითხებში. 2010 წლიდან კომპანიას საქართველოში აქვს ოფისი და აქტიურად მოღვაწეობს სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურის სფეროებში


კრისტიან ნუნერი

უშანგი ჩხეიძის ქ. 12
0102 თბილისი
+995 577 77 60 13
info.tbilisi@ilf.com
www.ilf.com

ინსტა

ინსტა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი კომპანიაა ელექტრო და საინსტალაციო ტექნიკის განხრით. კომპანია ჯერ კიდევ 1998 წელს დაარსდა, მაშინ როცა ქვეყანა ყოველდღიური ელექტრო უზრუნველყოფის პრობლემის წინაშე იდგა. კომპანიამ გადაწყვიტა იმ დროისათვის არსებული ძველი და ცუდი ხარისხის დანადგარები ახალი, მაღალი ხარისხის დანადგარებით შეეცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებზე იქნებოდა დაფუძნებული. ინსტამ შეძლო გერმანულ კომპანიებთან უშუალო კონტაქტითა და თანამშრომლების მუდმივი გადამზადებით ამ სფეროს განვითარება. ტექნიკურ და საინსტალაციო საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, ინსტამ თბილისში დიდი ლოგისტიკური ცენტრი და რამდენიმე ოფისი დაარსა, რომლებიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ელექტრო, საინსტალაციო და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფენ. ინსტა კომპანია EATON-ის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორია საქართველოში, ასევე კომპანია Siemens (IA, LV, BT), Lapp-Kabel (კაბელები), JUNG (ჩამრთვლების და როზეტების სისტემები), MENNEKES (ჩანგლები და როზეტები), TYCO Electronics (ქუროები და საიზოლაციო მასალა), PHOENIX CONTACT (კლემები) და RZB (სანათები). ინსტა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Draka Kabel (კაბელები), OBO Bettermann, SCHRACK SECONET (ხანძარსაწინააღმდეგო სიტემები), F-Tronic, Hensel, Arnocanali, KOPOS, Greenpower (გენერატორები), ORTEA (სტაბილიზატორები და ტრანსფორმატორები), BEZ (ტრანსფორმატორები), OMS (სანათები) და სხვა. INSTA-ს სპეციალისტების გუნდი, რომელიც 100-მდე კვალიფიცირებული თანამშრომლისგან .

შედგება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოებს. ინსტას ინჟინრები ყოველწლიურად ესწრებიან პარტნიორი კომპანიების მიერ გერმანიასა და შვეიცარიაში ორგანიზებულ სასწავლო კურსებს, სადაც ტექნიკური წვრთნის მეშვეობით სიახლეებსა და ახალ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ეცნობიან. სისტემური გადაწყვეტილებების შეთავაზებისას ინსტა Siemens და EATON-ის ტექნიკური განყოფილების მხრიდან ტექნიკური უზრუნველყოფის სრულ გარანტიას იძლევა. კომპანია ინსტა რეგულარულად მონაწილეობს თბილისში გამართულ Caucasus Build-ის სამშენებლო გამოფენაზე. მომხმარებელი სარგებლობს, როგორც პროფესიული და დროული ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე გაყიდული პროდუქციის შეზღუდული გარანტიით.

კონსტრუქცია და მონტაჟი ხდება შემდეგ სფეროებში:

      • დაბალი ძაბვა
      • საშუალო ძაბვა
      • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
      • შენობის მართვის სისტემები & სამრეწველო ავტომატიზაცია
      • ქსელები და საკომუნიკაციო სისტემები
      • გადაუდებელი ელექტრო სისტემები & უწყვეტი კვების წყაროები

 


სანდრო ბახსოლიანი

ზაქარიაძის ქ.8
0177 თბილისი
+995 32 220 20 20
s.bakhsoliani@insta.ge
www.insta.ge

Knauf

საოჯახო ბიზნესი KNAUF დაარსდა 1932 წელს, როდესაც ძმებმა ალფონსმა და კარლ კნაუფებმა შენგენის მუნიციპალიტეტში (ზედა მოსელი) თაბაშირის დეპოზიტების სამთო უფლებები მოიპოვეს. ერთი წლის შემდეგ თავისი მიზანსწრაფულობითა და გამბედაობით პირველი თაბაშირის საწარმოდ ჩამოყალიბდა. KNAUF-ის საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, იყენებენ რა მთელი საერთაშორისო ჯგუფის საერთო წარმოების ტექნოლოგიას, ეს საწარმოები უშვებენ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ამასთან ხარისხის სტანდარტი ისეთივეა, როგორც KNAUF-ის გერმანიაში არსებული საწარმოებში. 2017 წლიდან კორპორაციულ ფილოსოფიას კიდევ ერთი დარგი დაემატა „კნაუფის აკადემიის“ სახით. როგორც სამშენებლო ტრენინგ-ცენტრი, აკადემიას სხვა და სხვა თეორიული და პრაქტიკული სასწავლო შემოთავაზებები აქვს მშენებლებისთვის, ხელოსნებისთვის, არქიტექტორებისთვის ინჟინრებისთვის და ლოკალური სასწავლებლების სტუდენტებისთვის. კომპანია დღემდე თავისი პრინციპების ერთგული რჩება. ეს ეხება ნდობას, შრომისმოყვარეობას, ქმედით აზროვნებას და ერთობლივ მუშაობას. საქართველოში KNAUF-ი 2010 წლიდან ამზადებს გიფსო-კარდონებს და 100-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.


გიორგი ჯაფარიძე

ქიზიყის ქ.17
0160 თბილისი
+995 32 224 25 01
japaridze.george@knauf.ge
www.knauf.ge

MC-Bauchemie

MC-Bauchemie არის წამყვანი, დამოუკიდებელი ევროპული კომპანია სამშენებლო ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში, რომელიც დაარსდა 1961 წელს გერმანიაში, კერძოდ ქ. ბოტროპში და 50 წლიანი არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა მსოფლიოს წამყვან ბრენდად თავის სფეროში. კომპანიის მთავარი პროფილი არის ბეტონისთვის სამშენებლო ქიმიის წარმოება, ბეტონის მოვლა და დაცვა. MC-Bauchemie-ს აქვს წარმომადგენლობა 40– ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოშიც. კომპანია ასაქმებს 2200-ზე მეტ ადამიანს. კომპანიის ყველაზე დიდი ფილიალი მენეჯმენტის, წარმოებისა და კვლევის კუთხით, მდებარეობს გერმანიაში, ბოტროპში. შვილობილი კომპანიები და დანარჩენი ფილიალები კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ბავარიაში, იუბერზეეს რეგიონში, არის განლაგებულნი. პროდუქციის ფართო სპექტრს განეკუთვნება, აგრეთვე, სამშენებლო მასალების შემადგენელი ნაწილები, ბეტონისა და წყლის დამცავი სისტემები. კომპანიის მომსახურება მოიცავს, ასევე, შენობებისა და ბეტონის რესტავრაციას. ემ ცე ბაუქიმიამ საქართველოში პირველი ბეტონის მზა დანამატების ქარხანა გახსნა. ემ ცე ბაუქიმია ასევე არის ისეთი ორგანიზაციების წევრი როგორებიცაა ICOLD და STUVA. კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს დიდი გამოცდილება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბების მშენებლობაში. ემ ცე ბაუქიმიის მასალის მეშვეობით შემდეგი სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი: ბეტონის რეცეპტის შემუშავება პროექტის სპეციფიკისგან გამომდინარე; ბეტონის კონსტრუქციების რემონტი და დაცვა წყალში და წყლის გარეთ; წყლის აქტიური გამოჟონვის შეჩერება; კონსტრუქციის ჰიდროიზოლაციის

აღდგენა ინჟექტირების გზით; დეფორმაციული ნაკერების ჰერმეტიულობის აღდგენა; ინდუსტრიული იატაკების გაკეთება სპეციალური მოთხოვნებით, ძველი იატაკების აღდგენა; კონსტრუქციების დაცვა ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორებისგან. ემ ცე ბაუქიმია უზრუნველყოფს ობიექტზე სრულ ტექნიკურ დახმარებას სამუშაოების შესრულების დროს, რაც მოიცავს ოპტიმალური გამოსავლის მოძებნასა და კონტრაქტორის მუშა ხელის მომზადებას.


გიორგი ბოჭორიშვილი
ფალიაშვილის ქ. 85
0162 თბილისი
+995 322 24 42 66
giorgi.botchorishvili@mc-bauchemie.com
www.mc-bauchemie.com

GP Papenburg Baugesellschaft mbH

კომპანია GP Papenburg Baugesellschaft mbH არის GP Günter Papenburg-Unternehmensgruppe-ს 100%-იანი შვილობილი კომპანია. იგი დაარსდა 1978 წელს, როგორც Papenburg GmbH & Co. KG, რომლის საქმიანობის სფერო გზებისა და მიწისქვეშა მშენებლობას მოიცავდა და 1995 წელს კი GP Papenburg-ის სამშენებლო საზოგადოებად ჩამოყალიბდა. GP Papenburg-ის სამშენებლო კომპანია ერთერთი წამყვანია სამხრეთ გერმანიის მიწისქვეშა და გზების მშენებელ კომპანიებს შორის, რომელიც გერმანიის მასშტაბით დიდ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. 2000 წლიდან კომპანია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებს და გზების სამშენებლო პროექტებს ახორციელებს კოსოვოს, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უზბეკეთის მასშტაბით.


მარტინა ვრიდენი

Anderter Str. 99c, 30559 Hannover
+49 511 22 88 99 – 311
Martina.Wrieden@papenburgbau.de
www.gp-papenburg.de

რენტალსი

რენტალსი არის უძრავი ქონების სააგენტო, რომლის საქმიანობის სფერო საცხოვრებელი და საოფისე ბინების გაქირავებას მოიცავს. კომპანია 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ვითარდება. მან კერძო და ბიზნეს სექტორიდან არაერთი ლოიალური პარტნიორი მოიზიდა, რომელთა რიგებს განეკუთვნებიან საქართველოში დიპლომატიური და საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები. რენტალსის მომხმარებელს შეუძლია განკარგოს ყველაზე აქტუალური უძრავი ქონების საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სახლების, ბინების და საოფისე ფართების შესახებ. ყველა თანამშრომელი საუბრობს ინგლისურ ენაზე და ფლობს უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებულ დიდ გამოცდილებას. კომპანიის ვებ-გვერდი საკმაოდ მოსახერხებელია, ისე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი შემოთავაზება ატვირთოს და გააქტიუროს.


ზურაბ ერისთავი

რუსთაველის გამზირი 46, 0108 თბილისი
+995 32 245 45 99
zurab@rentals.ge
www.rentals.ge

Siemens

Siemens მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ელექტრო მოწყობილობების განხრით ღირებულებათა ჯაჭვს ქმნის და ენერგიას გარდაქმნის, ანაწილებს და ასევე In-Vitro დიაგნოსტიკაში იყენებს. კომპანია ასაქმებს 379.000 ადამიანს, 2018 წელს მისმა შემოსავალმა 83.0 მილიარდი ევრო შეადგინა. Siemens-ის ბიზნეს მიმართულებებია: ენერგია და ბუნებრივი აირი, ქარის ენერგია, გამოუყენებელი ენერგია, ენერგიის მენეჯმენტი, სამშენებლო ტექნოლოგიები, ციფრული ქარხნები, მობილობა, ინდუსტრიული და იმპულსური პროცესები, ფინანსური სერვისი და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. საქართველოში Siemens-მა განახორციელა ახალციხეში ქვესადგურების და მათი დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობას პროექტი.


თომა ჯაიანი

უნივერსიტეტის ქ. 19,0186 თბილისი
+995 32 200 02 57
toma.jaiani@siemens.com
www.siemens.com

Wilo

Wilo არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მაღალტექნოლოგიური ტუმბოების წარმოებაში. Wilo-ს 60-ზე მეტ შვილობილ კომპანია ჰყავს მსოფლიო მასშტაბით და 7.800-ზე მეტი თანამშრომელს ასაქმებს. მაღალკვალიფიციური პერსონალი ავითარებს ნოვატორული იდეების რაციონალური განხორციელების გზებს და სფეროში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეაქვთ. პროდუქტის ფართო სპექტრის გამოყენება ხდება გათბობის, კონდენსირების, დაბინძურებული და გამდინარე წყლების, წყალმომარაგების და ინდუსტრიული პროცესების კუთხით. 2018 წელს ბრუნვა 1.463,5 მილიონ ევროს შეადგენდა. კომპანიის ისტორიაში ტექნოლოგიური პროგრესის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, რომელიც 148 წელს ითვლის. Wilo-ს პროდუქცია წარმოადგენს უმაღლეს ხარისხს, მარტივად გამოყენებასა და ენერგოეფექტურობას.


დავით ზანგურიძე

მთაწმინდის ქ.14, ბ.1,0108 თბილისი
+995 32 243 27 24
david.zanguridze@wilo.ge
www.wilo.ge

GERMAN WATER and ENERGY GROUP (GWE)

GERMAN WATER and ENERGY GROUP (GWE) არის აპრობირებული და ტენდენციური პროდუქტების მწარმოებელი ჭაბურღილის მშენებლობისა და გეოთერმული ენერგიისთვის 100 წელზე მეტი ტრადიციით. GWE ჯგუფმა თავის პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებში წარმატებით განახორციელა რამდენიმე ათასი ჭაბურღილის და გეოთერმული პროექტი. GWE ჯგუფი, თავის მხრივ, არის გერმანული ჯგუფის – BAUER AG შვილობილი კომპანია.

იორგ ენდე

Moorbeerenweg 1, 31228 Peine
+49 5171-3294 152
joerg.ende@gwe-gruppe.de
https://www.gwe-gruppe.de/

SI&AM GmbH

SI&AM GmbH არის მფლობელის მიერ მართული უძრავი ქონების ინვესტიციების სპეციალისტი კომპანია დიუსელდორფსა და მაინის ფრანკფურტში.

კომპანიას საინვესტიციო და უძრავი ქონების სექტორში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

SI&AM GmbH-ს საუკეთესო ურთიერთობები და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების და საინვესტიციო სამყაროში.

კრეატიული და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული 10 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი და, ასევე, ჰორიზონტალური იერარქია იძლევა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაოს სტრუქტურირებული დაყოფის შესაძლბელობას.

კომპანია მოიცავს უძრავი ქონების მთელ სასიცოცხლო ციკლს – შესყიდვას, აქტივებისა და ქონების მართვას, შემდგომ განვითარებას.

არნო ველსკოპფი

Leostraße 6, 40545 Düsseldorf
+49211 976 327 00
https://siandam.de/
awe@siandam.de

Სათიბე

სათიბე არის ახალი დასახლება თბილისის მახლობლად და მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში. აქტუალლურად, კომპანიას მის არეალში, 250 ოჯახი ყავს შემოკრებილი.

სათიბეს გუნდი მიზნად ისახავს, საერთო ღირებულებების მქონე ადამიანების შემოკრებას, რომლებიც ბუნებასთან და ერთმანეთთან ჰარმონიულად შეძლებენ ცხოვრებას. ამ იდეის განსახორციელებლად, კომპანია აქტიურად მუშაობს სოფლის განაშენიანების გეგმის შექმნაზე, რის შემდეგაც ორბეთი  იქნება პირველი სოფელი საქართველოში, რომელიც გეგმის მიხედვით განვითარდება. 

სათიბეს კონცეფცია, ითვალისწინებს ენერგოეფექტურობას, ბუნებრივი ლანდშაფტის მინიმალურ ცვლილებას და საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული სტილის წინასწარ შეთანხმებას. სტილი მოიცავს ადგილობრივი ქვის, თუნუქის და კრამიტის მასალების კომბინირებულ გამოყენებას.

გარდა საცხოვრებელი სახლებისა, სათიბეს ექნება რეკრეაციული ზონა, სადაც განთავსდება ქარის წისქვილი რესტორნითა და ლუდსახარშით, გალერეა და სახელოსნოები. ამჟამად უკვე არსებობს კაფე-სახელოსნო “საპურე”,სადაც სეზონურად იმართება “ზეიმები”, სადაც სტუმრებს სხვადასხვა თემატიკის სამზარეულოს, მინდვრის გასართობ აქტივობებს და მუსიკალურ დადგმებს ამფითეატრზე, სთავაზობენ. ასევე,სათიბეს სივრცე ხელმისაწვდომია კომპანიებისათვის გუნდური შეკრებების გასამართად.

გვანცა  ნორაკია

მარჯანიშვილის ქ. 11, თბილისი
+995 599 56 18 47
info.satibe@gmail.com
https://satibe.ge/

მეტტა

კომპანია მეტტა სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. ამ 5 წლის განმავლობაში მის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე მნიშვნელოვანი პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით. მეტტას ახალგაზრდა და, ამავე დროს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გამორჩეული პროფესიონალიზმით ახორციელებს როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების, ისე კომერციული, ინდუსტრიული, სასტუმროს, კვების ობიექტების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას. კომპანია მეტტას ძირითადი სერვისებია: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები, საინჟინრო სამუშაოები, საპროექტო სამუშაოები და დიზაინ-ბილდი. კომპანია მეტტას პორტფოლიო აერთიანებს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი“, „ლისი დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „შატო მუხრანი“, „ნორვეგიის საელჩო“, „ფუჯინ სილქ ფროფერთის“ და სხვ. მუდმივი განვითარება და შემოქმედებითი მიდგომით ინოვაციების დანერგვა მეტტას გუნდის პრიორიტეტია. მეტტა დღეს უკვე 100-მდე თანამშრომელსა და 400-მდე მშენებელს აერთიანებს და განაგრძობს გუნდის ზრდას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამშენებლო-საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. სწორედ ამიტომ, მეტტას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა 1-წლიანი უნიკალური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს საუნივერსიტეტო აქტივობების საჭიროებებს და აკადემიური პროცესების პარალელურად მიმდინარეობს. გამორჩეული წარმატების მქონე მონაწილეები მიიღებენ სამუშაოს შეთავაზებას კომპანია მეტტაში და, ასევე, მაგისტრატურაზე სწავლის ან პროექტების მართვის მიმართულებით სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას.

გიორგი კოზაური

წყნეთის გზადკეცილი 23ა, თბილისი
+995 599 177 722
v.razmadze@metta.ge

www.metta.ge

 

ომ ენერჯი საქართველო 

OHM Energy მზის ენერგია ერთად აქტიურად ავითარებს ახალ პროექტებს მწვანე წყალბადის სფეროში. AE Solar, Sungrow, Huawei და CnD Clean Energy-თან მტკიცე პარტნიორობით, The Ohm Energy სთავაზობს ბაზარს საუკეთესო პროდუქტებსა და გრძელვადიან მომსახურებებს, როგორიცაა საცხოვრებელი, კომერციული და ენერგეტიკული ობიექტების განვითარების და მშენებლობის სერვისები. 45 მგვტზე მეტი დამოუკიდებელი პროექტის (300-ზე მეტი) რეფერენსით, The Ohm Energy ადასტურებს თავის სტატუსს, როგორც რეგიონალური ინდუსტრიის ლიდერი.

Ohm
Energy
აქტიურად მონაწილეობს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამებში და მზად არის, გააფართოვოს თავისი პარტნიორების ქსელი, რათა საუკეთესო ენერგეტიკული გადაწყვეტილებები (პროექტები/პროგრამებიმაქსიმალურად ეფექტურ და სინერგიულ ფორმატში გააერთიანოს. კომპანია გეგმავს,შეადგინოს გრძელვადიანი საინვესტიციო პორტფოლიო 40 მილიონ აშშ დოლარამდე ენერგეტიკული პროექტებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის, ასევე მომსახურებები, როგორიცაა პროექტის დაფინანსება და რისკის დაზღვევა, რომლებიც დიდი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის მიმზიდველი შეიძლება იყოს. Ohm Energy-ის გუნდი, რომელიც შედგება საუკეთესო მენეჯერებისგან, მწარმოებლებისგან, ტექნოლოგიური და საფინანსო არხებისგან, კონცენტრირებულია გრძელვადიანი რეგიონალური ყოფნის ჩამოყალიბებაზე.

 

ირაკლი უბილავა

+995 32 280 00 33
შარტავას ქ. 29, 0160 თბილისი

www.ohmenergy.ge

ჰაიდელბერგ ჯორჯია

ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ დაარსდა 1850 წელს და არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საბეჭდი დანადგარების წარმოებას და უკავია მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40%. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჰაიდელბერგში, გერმანია. კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას დაახლოებით 200 000 კლიენტს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 250 კომერციული ოფისის საშუალებით. ესენი არიან სხვადასხვა დონის სტამბები: დაწყებული პატარა ოჯახური ბიზნესიდან და დამთავრებული სახელმწიფო მასშტაბის მედიაჰოლდინგებით.  კომპანია საქართველოში შემოვიდა 2001 წელს და გახსნა „ჰაიდელბერგის წარმომადგენლობა“, ხოლო 2009 წელს „შპს ჰაიდელბერგ ჯორჯია“.

დანადგარების პორტფოლიო ბეჭდვის პროცესების დანადგარების გარდა, მოიცავს ბეჭდვამდელი და ბეჭდვის შემდგომი დამუშავების დანადგარებს, ფლექსოგრაფიას და აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფის კომპონენტებს, რომლებიც განკუთვნილია ბეჭდვის პროცესების გაერთიანებისთვის.

გარდა ამისა, ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ თავის კლიენტებს სთავაზობს სათადარიგო ნაწილების ფართო დიაპაზონს, სახარჯ მასალებს, მეორად აღდგენილ დანადგარებს, სერვისს, და უზრუნველყოფს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს.

კომპანია ჰაიდელბერგი არის ძლიერი პარტნიორი, რომლის პროდუქციაც უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციების უსაფრთხოებას. ეს არის გზა განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ ნებისმიერი პოლიგრაფიული საწარმოსთვის.

Heidelberg_Georgia_300x150

გოდერძი გოდერძიშვილი

თბილისი, ვახტანგ ნინუას ქ. 3
(032) 2500024
 info@heidelberg.geservice@heidelberg.ge

https://www.heidelberg.ge/ka/

“პრაიმ ბეტონი“

პრაიმ ბეტონის მისია და ინსპირაცია ევროპული ინფრასტრუქტურის შენებაა, რაც ასევე გულისხმობს  ევროპულ ეკოსისტემას – გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს, ზრდას და კრეატიულობას თანამშრომლების, მომწოდებლების, კლიენტებისა და მოქალაქეებისთვის. “პრაიმ ბეტონის” სამშენებლო მასალების განყოფილება აწარმოებს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისა და პროდუქტების სპექტრს, მათ შორის: ბეტონი და ინერტული მასალები; ბეტონის ბლოკები და ქვაფენილი; ბეტონის მზა ელემენტები.

კომპანიის კვალიფიციური ინჟინრების, სამშენებლო სპეციალისტებისა და პროექტის მენეჯერების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და ვრცელ მიწოდების ჯაჭვთან, რათა შეიმუშაოს ინოვაციური ტექნიკური, დიზაინერული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მდგრადობას და ინოვაციების, ზრდისა და შემოქმედების ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

“პრაიმ ბეტონი“ გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და სთავაზობს მოქნილ და სწრაფ მომსახურებას კარგი ფასის-ხარისხის თანაფარდობით. კომპანიამ გაზარდა თავისი შიდა შესაძლებლობები, რათა ეფექტურად შეასრულოს მიწისა და ბეტონის  სამუშაოები, ხიმინჯების, დრენაჟის, მექანიკური და ელექტრული სამუშაოები.

გიორგი მარუაშვილი
 
ვაჟა ფშაველას გამზ. 11, 0160 თბილისი

(+)995 322 22 40 78
info@primeconcrete.ge

www.primeconcrete.ge

შპს კაპიტოლ მენეჯმენტი

საინვესტიციო კომპანია “კაპიტოლ მენეჯმენტი”​ 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია, ქართული ბიზნეს გარემოს ექსპერტიზით, მნიშვნელოვანი ადგილობრივი კავშირებითა და განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობის გამოცდილებით, ინვესტორებს ეხმარება შეამცირონ ქვეყანაში ბიზნესის კეთებასთან ასოცირებული რისკები. ბაზრის სისტემური შესწავლა და სიღრმისეული ცოდნა ეხმარება  კაპიტოლის პროფესიონალ გუნდს კონკურენტუნარიანობასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაში.

კაპიტოლ მენეჯმენტის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი ემყარება თეორიულ ჩარჩოს და რეალურ მტკიცებულებებს. “კაპიტოლ მენეჯმენტი”​ არის საიმედო პარტნიორი მიმზიდველი პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. კომპანიასთან თანამშრომლობით ინვესტორი იძენს პარტნიორს, რომელიც მზად არის საკუთარი გამოცდილება მორიგ წარმატებულ პროექტად აქციოს.
მომხმარებელთა დადებითი მიმოხილვები მიუთითებს ამ კომპანიის მომსახურების საიმედოობასა და ხარისხზე. 

დავით შიშმანაშვილი

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70ბ
242 06 92
info@capitol.ge
www.capitol.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X