Bridge to Germany
Bridge to Germany არის საკონსულტაციო კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მიუნხენში. კომპანიამ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. Bridge to Germany ორი მიმართულებით საქმიანობს, რომელიც საწარმოთა კონსულტაციას და სამედიცინო მენეჯმენტს მოიცავს. კომპანია ევროპულ კერძო ფირმებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს უწყობს ხელს კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობაში აღმოსავლეთ ევროპულ და გერმანულ კომპანიებთან, სამინისტროებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. Bridge to Germany თავის მომხმარებელს პარტნიორული ხელშეკრულებების დადების, პროექტის მენეჯმენტის, შესყიდვის და ლოგისტიკის კუთხით უწევს პარტნიორობასა და კონსულტაციას. კომპანია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებასა და დაზღვევას. Bridge to Germany მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომს ხდის პირველი კლასის სამედიცინო მომსახურებასა და სამედიცინო დაზღვევას მსოფლიო მასშტაბით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკურნალობის საშუალებას იძლევა, მათ შორის საქართველოშიც. გერმანიაში მომსახურების გაწევა ხორციელდება მომხმარებელთა მშობლიურ ენაზე. Bridge to Germany გთავაზობთ გამჭვირვალე ფასებს და გერმანულ ხარისხს.

კონტაქტი:
თეა კობახიძე
Schellingstr. 108a, 80798 München
+49 176 225 133 52
info@bridge-to-germany.de
www.bridge-to-germany.de
ჯეპრა
კომპანია ჯეპრა 2002 წლიდან აქტიურად საქმიანობს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტაციო მომსახურების სფეროში. კომპანიის მიზანია, მომხმარებელსა და საზოგადოებას შორის კოოპერაციული ურთიერთობების გაუმჯობესება. ჯეპრას აქვს საკმაოდ დიდი საერთაშორისო პრაქტიკა, იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებას. მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლები სპეციალიზდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბრენდინგის, კრიზისების მართვის, ღონისძიების მენეჯმენტის და მედიასთან ურთიერთობის კუთხით. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებას დიდ ყურადღებას უთმობს და საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ინარჩუნებს. 2007 წლიდან კომპანია QMS ISO 9001:2000-ის სტანდარტის შესაბამისად მოქმედებს და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში დამოუკიდებელ საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოების პროფესიული გაერთიანების წევრთა სიაში შედის.

კონტაქტი:
ნინო სუბელიანი
ალექსიძის ქ. 3, 0193 თბილისი
+995 32 247 00 42
n.subeliani@gepra.ge
www.gepra.ge
Silk Road Services GmbH
Silk Road Service-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნეს გეგმების შემუშავება, შეფასება, დაფინანსება და წარმატებით განხორციელება. კომპანია მომხმარებელს ეხმარება პროექტის ნებისმიერ ფაზაში, ასევე გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის სასტუმროებისა და ენერგიის სფეროებთან დაკავშირებული პროექტები. მომხმარებლის ფართო სპექტრი მოიცავს Start-up, ფინანსურ და უძრავი ქონების კომპანიებს. SILK ROAD Service ემსახურება მომხმარებელს ევროპასა და ისტორიული აბრეშუმის გზამდე, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის ჩათვლით.

კონტაქტი:
დავიდ ბორგერი
Jakob-Klar-Str. 4, 80796 München
+49 8982 080813
david.borger@silkroadservices.de
www.silkroadservices.de
Swiss Institute for Training and Consulting (SITC)
[…] სრულწლოვანია ის, ვინც საუბრობს საკუთარ თავთან, რადგან მან თავად გაიაზრა ყველაფერი და უბრალოდ არ გაიმეორა. (შედარება: ადორნო)
ის, ვისაც შეუძლია საკუთარი აზრის სათანადოდ, ნათლად და გასაგებად გამოხატვა, გადარწმუნების დამანიპულირების მცდელობების ამოცნობა, შეძლებს თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება. SITC იწყებს იქიდან, საიდანაც არისტოტელემ ჩამოაყალიბა თავისი რიტორიკა “არ გადაარწმუნო, არამედ ერთობლივადეძიე ჭეშმარიტება და გულწრფელობა” და ამ გზით აპირებს თქვენს დაინტერესებას.
SITC-ის ტრენერები და ქოუჩები მჭიდროდ არიან დაკავშირებული „დახვეწილი კომუნიკაციის“ ქ. რეგენსბურგის რიტორიკის ტრადიციებთან (ქ. რეგენსბურგის უნივერსიტეტი, ენისა და კომუნიკაციისცენტრი). ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ მონაწილეების რესურსების გათვალისწინებით: SITC ითვალისწინებს ადამიანების ძლიერ მხარეებს და ხელს უწყობს მათ მიზანმიმართულ განვითარებას.
SITC: სწავლება, ვარჯიში და ტრენინგი:
ზეპირი კომუნიკაციის საფუძვლები
- კომუნიკაციის მოდელები და მათი პრაქტიკული გამოყენება
- ხმა და მეტყველების ტექნიკა
- სხეულის ენა
- ეფექტი
მეტყველების რიტორიკა – აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი
- საუბრით დარწმუნების ტექნიკა
- ინფორმაციული საუბარი/მოხსენება
- საჯარო გამოსვლა
საუბრის რიტორიკა
- კულტურათშორისი კომუნიკაცია – მრავალფეროვნებათა გათვალისწინებით
- კრიტიკა და კონფლიქტური საუბრები
- გუნდური პროცესების მართვა და კონტროლი
- კომუნიკაცია მენეჯერებისთვის
SITC-4-ეტაპიანი მეთოდი: ზრდასრულთა განათლება სემინარის სახით
- საუკეთესო პრაქტიკა: გამოცდილების გაზიარება
- ცოდნა: სწავლება საუბრის მეთოდით
- გამოყენება: “დემონსტრირება – იმიტაცია – უკუკავშირი” | ტრენერის ტექნიკა
- თვითანალიზი: დაფიქრება – გადამოწმება – საკუთარი გამოყენება

კონტაქტი:
მიხეილ ბერნდონერი
თამუნა დოლიძის ქ. 21 თბილისი
+995 599 894 200
michael.berndonner@swissinstitute.academy
www.swissinstitute.academy
LSG Solutions
LSG Solutions გთავაზობთ სამშენებლო მენეჯმენტს, დიზაინსა და საკონსულტაციო მომსახურებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: უძრავი ქონება, სამედიცინო, სამრეწველო ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა. დიზაინისა და მშენებლობის პროცესების ყოვლისმომცველი ცოდნის წყალობით, კომპანიას შეუძლია ლამაზი, საიმედო და მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეზღუდული ბიუჯეტისა და დროის პირობებში.
კომპანიის მიზანია სამშენებლო სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული პროექტების მენეჯმენტით, აშენებული ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებით.

კონტაქტი:
გოგა გუჯეჯიანი
მიხეილ ასათიანის ქ. 10, თბილისი
+995 599 02 20 00
ggujejiani@lsg.solutions
www.lsg.solutions
HMG Software LLC
HMG Software LLC (Hucke Media) დაარსდა 2004 წელს და სწრაფად ჩამოყალიბდა წარმატებულ და ინდუსტრიაში წამყვან ელექტრონული კომერციის და ERP სპეციალისტად.
როგორც ელ.კომერციის სააგენტო, Hucke Media 15 წელზე მეტია მხარს უჭერს დიგიტალიზაციაში ყველა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს.
Hucke Media-ს ძირითადი ბიზნეს სფეროები მოიცავს:
- ERP/საწყობის მართვის სისტემების დანერგვა და ადაპტაცია;
- კომპანიების სტრატეგიული რჩევები ციფრულ ცვლილებაში;
- ონლაინ მაღაზიების რეალიზაცია ERP სისტემის ინტერფეისების ჩათვლით;
- Google Ads-ის კამპანიების კონცეფცია და განხორციელება.

კონქატქი:
კრისტოფ კროპლ
რუსთაველის გამზირი 24 , თბილისი
+995 595 595 511 870
inquiries@hmg.software
https://hmg.software/
მეიჯერელი – TP Georgia
მეიჯერელი მსოფლიოს 45 ქვეყანაში 82 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და 500-ზე მეტ კლიენტს სანდო პარტნიორობას უწევს. TP-სა და მეიჯერელის კომბინაცია შექმნის ციფრული ბიზნეს სერვისების ლიდერს, რომელიც დომინანტი იქნება მსოფლიოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში. ამ ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შექმნის შესაძლებლობებს რამდენიმე გეოგრაფიულ ლოკაციაზე და კლიენტთა მრავალფეროვანი პორტფოლიოთი ცოდნის გაღრმავებას ისეთ ინდუსტრიებში შეუწყობს ხელს, როგორებიცაა: ტექნოლოგია, საბანკო და საფინანსო მომსახურება, დაზღვევა, მოგზაურობა, ენერგია და კომუნალური მომსახურება, საცალო ვაჭრობა, საავტომობილო ინდუსტრია.
კომპანიების ძალების გაერთიანება დაინტერესებულ მხარეებს უამრავ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის. მეიჯერელი და TP საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მთავარ პრიორიტეტად, თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვასთან ერთად, კომპანიაში ოპერირების პასუხისმგებლობიანი პრაქტიკის არსებობას გამოყოფენ. სერვისებისა და გამოცდილების უნიკალური მრავალფეროვნება შექმნის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერს, რომელიც მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას თავს წარმატებით გაართმევს. შესყიდვის შედეგად, იქმნება ციფრული ბიზნეს სერვისების ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკაზე ძლიერი გავლენა ექნება, ამასთან კი, 95 ქვეყანაში გუნდის 500 000-მდე წევრს გააერთიანებს.

კონტაქტი:
ნათია გობეჯიშვილი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 34, 0179 თბილისი
natia.gobejishvili@majorel.biz
+995 595 022 036
https://www.tp.com/ka-ge/locations/georgia/
Mytalent.io
Mytalent.io 2017 წლიდან DACH-ის რეგიონის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ონლაინ სამუშაოზე საქართველოდან გერმანულენოვანი პერსონალის მოძიებას უზრუნველყოფს. იგი არის შპს Modi Modi Modi-ს სერვისი.
ომისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, Mytalent განაგრძობდა ზრდას და ის კვლავაც წარმატების გზაზე დგას. კომპანია ასაქმებს კანდიდატებს, რომლებსაც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ და ინგლისურ ენებს და აქვთ გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, ან არიან გრაფიკული და ვებ დიზაინერები, პროგრამისტები და სოციალური მედიის ექსპერტები.
Mytalent არის თბილისში გერმანულენოვანი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

კონტაქტი:
ლაშა წოწორია
+49 40 22859351
+995 32 2054796
ცუცხვათის 27, 0144 თბილისი
hello@mytalent.io
www.mytalent.io
QWERTY
QWERTY არის ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების კომპანია. უახლესი ტექნიკური გადაწყვეტილებებით, Qwerty მხარს უჭერს კომპანიებსა და საწარმოს მომხმარებლებს კომპლექსური პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ციფრული განვითარების გზაზე წარმოიქმნება.
ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის მიწოდების სურვილი, ახალ პრაქტიკულ და საიმედო ტექნოლოგიურ გადაწყვეტი-ლებებთან ერთად, Qwerty-ს ციფრულ სივრცეში სანდო პარტნიორად აქცევს.
სპეციალიზებული გუნდი მოიცავს პროდუქტის განვითარების, დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშა-ვების ყველა ასპექტს და აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა ციფრულ პროდუქტში, მათ შორის: ჯანდაცვის, საბანკო და სხვა სფეროებში.
Qwerty-ში სჯერათ ციფრული პროდუქტის განვითარების თანამშრომლობითი, გამჭ-ვირვალე და განმეორებითი მიდგომის, რაც ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე და კლიენტების ხედვებისადმი კომპანიის ერთგულებაზე არის დაფუძნებული.
![]()
კონტაქტი:
დავით წიკლაური
ბახტრიონოს ქ. 10ბ, თბილისი
+995 577 403 303
d@qwerty.global
https://qwerty.ge/
Implex Group GmbH & Co. KG
Implex Group GmbH & Co. KG კომპანიებს სთავაზობს წვდომას წინასწარ შერჩეულ, მოტივირებულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა რესურსზე, რომლებიც არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ კულტურულადაც მზად არიან გერმანულ სამუშაო გარემოში სწრაფი და წარმატებული ინტეგრაციისთვის. მომსახურებაში შედის დოკუმენტებისა და კვალიფიკაციების დეტალური გადამოწმება, ინტეგრაციის საკითხებზე კონსულტაცია და დახმარება სახელმწიფო უწყებებთან პროცედურებში – რათა უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების სწრაფი და შეუფერხებელი დასაქმება.
დიდი გამოცდილებისა და პრობლემაზე ორიენტირებული ძლიერი მიდგომის წყალობით, Implex Group GmbH & Co. KG კლიენტებს განსაკუთრებით ჯანდაცვის, IT-ის, ხელობის, ტექნიკისა და სხვა სფეროებში შესაბამისი კადრების მოძიებაში ეხმარება. კომპანია წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს დამსაქმებლებსა და საერთაშორისო ტალანტებს შორის და ამ გზით ხელს უწყობს პარტნიორი ორგანიზაციების გრძელვადიან პერსონალურ დაგეგმვასა და ეკონომიკურ წარმატებას.

კონტაქტი:
სალომე მესხი
Dohnaer Platz 18, 01239 Dresden
(+)995 551 132220
salome_meskhi@implexgroup.de
www.implexgroup.de
BOLD and EPIC Craft LLC
BOLD & EPIC – ახალი სამუშაო ქსელი სამუშაო სამყაროს სტატუს კვოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კომპანიის ხედვაა, სამუშაო სამყარო თანამედროვე გზით ხელახლა განსაზღვროს – ინოვაციური ბიზნესისა და თანამშრომლობის მოდელებით.
BOLD & EPIC Craft ქართველი IT სპეციალისტებს ასაქმებს და მათ გერმანულ პროექტებში რთავს.
“ჩვენ გვჯერა ჩვენი კოლეგების და იმის, რომ მხოლოდ ბედნიერი ადამიანები ასრულებენ საქმეს კარგად. როდის და სად, ამას არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა შევქმნათ ადგილი, სადაც ყველას სიამოვნებს კრეატიულობა”.
![]()
კონტაქტი:
მორიც ჰენშენ
Hospitalstraße 35, 70174 Stuttgart
+49 711 217 228 10
be@boldandepic.com
https://boldandepic.com/
PEM Consult GmbH
PEM Consult GmbH, რომელიც დაარსდა 1977 წელს დიუსელდორფში, გერმანიაში, არის დამოუკიდებელი კერძო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნიკურ დახმარებას საჯარო დაწესებულებებისთვის, ინდივიდუალური საწარმოებისთვისა და კერძო სექტორის ასოციაციებისთვის. ძირითადი სერვისები მიმართულია “3 E”-ის ირგვლივ (Entrepreneurship, Education, Environment): მეწარმეობა, განათლება და გარემო.
კომპანია მიზნად ისახავს, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალურ მდგრად განვითარებაში, რაც აისახება ეკონომიკურ ეფექტურობაში, სოციალურ სამართლიანობასა და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაში. რეგიონალური მიმართულებით PEM-ის საქმიანობა ფოკუსირებულია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე კავკასიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში.
საქართველოში PEM 2014 წლიდან მუშაობს პროფესიულ განათლებაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გაუმჯობესებაზე, ორგანიზაციულ განვითარებაზე და გერმანიის მთავრობის, ევროკომისიის და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებულ სხვა პროექტებზე. ამჟამად PEM -ის გუნდი აქტიურად მუშაობს, თბილისში პროფესიული განათლების ცენტრის შექმნასა და ოპერირებაზე, რომელიც იქნება ქვეყნის მასშტაბით სერვისების წამყვანი მიმწოდებელი სამშენებლო და ლოგისტიკის სექტორის კომპანიებისთვის.
![]()
კონტაქტი:
ქეთევან ნატრიაშვილი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 10, ვაკე , თბილისი
Ketevan.Natriashvili@pem-consult.de
BMS
BMS არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც 22 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, 300-მდე თანამშრომელი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და საქართველოში შემოაქვს საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტები, გერმანიიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. კომპანია მუშაობს ისეთ დიდ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Frosch, Vileda, Reggia და Basso. BMS პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის ისეთ ჰიპერმარკეტებსა და ქსელებში, როგორიცაა: Carrefour, Goodwill, Agrohub და Fresco.
BMS-ის მიზანი არ არის მხოლოდ პროდუქტების A წერტილიდან B-მდე ტრანსპორტირება, არამედ მათი მთავარი ამოცანაა, ხარისხიანი პროდუქტების შემოტანა ბაზარზე, რათა ქართველი მომხმარებლებისთვის გლობალური მასშტაბის ბრენდების პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. სწორედ ამ მიზეზით, კომპანიის მთავარი ფოკუსი საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტებია, რადგან ისინი სჭირდება ყველას და ყოველდღიურად.

კონტაქტი:
გიორგი გორდაძე
გურამიშვილის გამზ 64, თბილისი,საქართველო.
+0322 988 318
Info@bms.ge
https://bms.ge/ka/
საოფისე ტექნოლოგიები
კომპანია “საოფისე ტექნოლოგიები” გახლავთ საოფისე ავეჯის მომწოდებელი წამყვანი ორგანიზაცია და ავეჯის მწარმოებელი ყველაზე დიდი ფრანგულ-ამერიკული ბრენდის – “სთილქეისის” ავტორიზებული დილერი საქართველოში.
კომპანია ლიდერია ოფისის დიზაინის, პროექტების მენეჯმენტის და ერგონომიული საოფისე ავეჯის მიწოდების დარგში და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და მომსახურების სპექტრის გაფართოვებაზე. 2005 წლიდან საოფისე ტექნოლოგიები გახდა მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიის სანდო პარტნიორი.
კომპანიის მისიაა, დაეხმაროს ორგანიზაციებს, გაზარდონ შრომისუნარიანობის დონე სტანდარტული ოფისის ეფექტურ საოფისე გარემოდ გარდაქმნის და კომფორტული ატმოსფეროს შექმნის საშუალებით. საოფისე ტექნოლოგიების გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ სამუშაო სივრცე იქცეს ისეთ გარემოდ, სადაც ხალხი მუშაობს დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით.

კონტაქტი:
ნანა ბერიაშვილი
თავისუფლების მოედანი, 4 ა, 0105 საქართველო, თბილისი
+995 322 999 980
info@officetechnologies.ge
020-EPOS
020-EPOS უფრო მეტია, ვიდრე ქოლ ცენტრი, რომელიც დაარსდა 2002 წელს. კომპანიამ ოპერირება სულ რაღაც 19 თანამშრომლით დაიწყო და დღეს (2024 წლის მდგომარეობით) უკვე მათი რიცხვი 900-მდე გაიზარდა 4 ლოკაციაზე.
020-EPOS-მა დაამტკიცა თავისი კომპეტენცია მის სფეროში და სარგებლობს შესანიშნავი რეპუტაციით თავის მომხმარებლებში. იგი ითვლება საიმედო, მოქნილ, ინოვაციურ და წარმატებაზე ორიენტირებულ კომპანიად. 020-EPOS-ის მიერ შემოთავაზებული სერვისების სპექტრი მოიცავს მომხმარებელთა მომსახურებას, გაყიდვების სფეროსა და (B2C & B2B) კონტაქტების მოძიებას.
საქართველოდან 020-EPOS თანამშრომლობს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც თავის მხრივ, დიდი ხნის პარტნიორები არიან გერმანიაშიც.

კონტაქტი:
თეა ფაცაცია
ჟიული შარტავას ქ. 31, 0160 თბილისი
(+)995 555 525 599
tea.patsatsia@020epos.ge
Data and Operational Excellence Hub
Data and Operational Excellence Hub დაარსდა 2016 წელს და ბაზარზე არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც თავის მომსახურებას სთავაზობს გერმანიის ელექტრონული კომერციის პლატფორმის ერთ-ერთ წამყვან ქსელს.
კომპანიამ განვითარება და გაფართოება უმოკლეს დროში მოახერხა, სადაც დღესდღეისობით დასაქმებულია 60-ზე მეტი ახალგაზრდა, პროფესიონალი და დინამიური თანამშრომელი. ოფისი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში. Data and Operational Excellence Hub თავის თანამშრომლებს სთავაზობს თანამედროვე, კომფორტულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლების კეთილდღეობას, განვითარებას და იდეებს.

კონტაქტი:
სალომე მამაცაშვილი
Salome.mamatsashvili@aaa-gth.de
მერაბ ალექსიძის ქ. 12, 0171თბილისი
შპს ,,ვაინორ ბოს”
შპს ,,ვაინორ ბოსი‘‘ არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც აუთსორსინგის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა თბილისში. ის 14 წელზე მეტია წარმტებით თანამშომლობს გერმანულ კომპანიასთან weinor GmbH & Co. KG, რომლის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს გერმანიაში.
უკანასკნელ წლებში კომპანია კლასიკური მომსახურების ცენტრიდან ჩამოყალიბდა კომპეტენციის ცენტრად და 40- ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდით ეხმარება ,,ვაინორს‘‘ ციფრული ფორმატის საშუალებით, შეკვეთების დამუშავებაში ტერასული გადახურვების, ზამთრის ბაღებისა და მზის მაჩრდილობლების სექტორში.
,,ვაინორ ბოსი‘‘-ს კომპეტენტური გუნდი ელექტრონული კომუნიკაციითა და აქტიური სატელეფონო მომსახურეობით, უზრუნველყოფს ცენტრალური ოფისისა და მომხმარებლის მხარდაჭერას.
კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს წარმოადგენს: ძირითადი შეკვეთებისა და შეთავაზებების დამუშავება და კლიენტთა მხარდაჭერა რეკლამაციის მიმართულებით. ამას გარდა, კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხის უზრუნველყოფას და მუდმივად ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე.

კონტაქტი:
ნინო შენგელია
ხორნაბუჯის ქ.80 , 0192, თბილისი
(0) 32 2 61 34 46
info@bos-georgia.ge
https://www.bos-georgia.ge/
IBCCS TAX Georgia
IBCCS TAX Georgia IBCCS TAX International Group-ის წევრია, რომელიც 2018 წლიდან კომპანიებს ეხმარება საქართველოში ბიზნეს ოპერაციების ეფექტურად მართვაში.
ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო დაბეგვრის, ადგილობრივი რეგულაციების, ბუღალტრული აღრიცხვისა და იურიდიული საკითხების სფეროში, IBCCS TAX Georgia-ს გუნდს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს მათზე მორგებული, მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილებები შეთავაზოს. თუ კომპანიას სურს ბიზნესის შექმნა, გაფართოება ან რელოკაცია საქართველოში, IBCCS TAX Georgia სთავაზობს ინდივიდუალურ მომსახურებას საგადასახადო, ფინანსური და იურიდიული მიმართულებით, ადგილობრივი კანონმდებლობის სრული დაცვით და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესების გამარტივებით.
IBCCS TAX Georgia ქმნის შესაძლებლობებს, ხოლო კომპანიები აღწევენ წარმატებას!
Synora Consulting LLC
Synora Consulting LLC არის ინოვაციური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში. კომპანიის მომსახურება მოიცავს თანამედროვე ვებსაიტების და ბრენდინგის განვითარებას, ძლიერი IT ინფრასტრუქტურის შექმნას და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ დანერგვას.
Synora-ს გუნდი აერთიანებს ექსპერტებს ციფრული მარკეტინგის, კორპორაციული IT-სა და ბიზნეს ინოვაციების სფეროებიდან. მათი მიზანია, დაეხმარონ კომპანიებს ციფრული სამყაროში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და მდგრადი ზრდის მიღწევაში ჭკვიანური და მასშტაბირებადი გადაწყვეტილებების მეშვეობით.
მომსახურების ძირითადი მიმართულებები:
- ციფრული მარკეტინგი და ბრენდის იდენტობა – ვებგვერდების დიზაინი, UX/UI, SEO, კონტენტის შექმნა და სოციალური მედიის სტრატეგიები.
- IT ინფრასტრუქტურა და Cloud სერვისები – უსაფრთხო და მოქნილი Microsoft 365 გარემოების შექმნა, კოლაბორაციული პლატფორმები და ადმინისტრაციის მომსახურება.
- AI-ზე დაფუძნებული ოპტიმიზაცია – ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კონტენტის და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისთვის.
Synora აერთიანებს სტრატეგიასა და პრაქტიკულ განხორციელებას, დიზაინს და ფუნქციურობას – ტექნოლოგიის გამოყენებით, როგორც ბიზნესის განვითარების რეალურ მამოძრავებელ ძალას.

კონტაქტი:
ქეთევან ღოშაშვილი
ატენის 16ა, 0179 თბილისი
k.aghoshashvili@ibccs.tax
https://www.ibccs.ge/

კონტაქტი:
ბილი იორინკ
ფერშვისტერუნგსრინგ 1, 21502
billie@abetter.company
https://synora-consulting.com
