fbpx
Startseite » წევრობა » წევრთა ჯგუფები » სოფლის მეურნეობა & კვების მრეწველობა

სოფლის მეურნეობა & კვების მრეწველობა

by Nico Scherer

CLAAS

Claas-ი დაარსდა 1913 წელს და მიეკუთვნება სოფლის მეურნეობის ტექნიკის წამყვან მწარმოებელთა რიცხვს. კომპანია მდებარეობს გერმანიაში, ჰარზევინკელში და არის ევროპაში კომბაინების ყველაზე დიდი მწარმოებელი. Claas-ი იკავებს მსოფლიოში მოწინავე პოზიციას თვითმავალი მთიბავების წარმოების კუთხით და წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის ტექნიკის მიმართულებითაც: ტრაქტორები, მინდვრის მპრესავები, მოსავლის ასაღები ეკოლოგიური კომბაინები. Claas-ის პორტფოლიოს განეკუთვნება, ასევე, თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინფორმაციული ტექნოლოგიები. Claas-ი მსოფლიოს მასშტაბით ასაქმებს 11.400 ადამიანს და 2019 წელს წლიურმა შემოსავალმა 3,8 მილიარდი ევრო შეადგინა.


იოახიმ ოლდენბურგი
Münsterstraße 33
33428 Harsewinkel
+49 5247120
joachim.oldenburg@claas.com
www.claas.com

Döhler

კომპანია Döhler-ი არის თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებით დამზადებული ნატურალური ინგრედიენტების, კვებისა და სასმელების ინდუსტრიის ინტეგრირებული პრობლემის გადაწყვეტის კუთხით მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი და მომწოდებელი. Döhler-ის პროდუქტის პორტფოლიო მოიცავს ისეთი ინგრედიენტების ფართო არჩევანს როგორიც არის: გემოს, ფერის, კვების ინგრედიენტები, მარცვლეულისა და რძის ნაწარმის ინგრედიენტები, სპეციფიური, ხილისა და ბოსტნეულის ინგრედიენტები. კომპანია Döhler-ი, რომლის სათაო ოფისი ქალაქ დარმშტადში მდებარეობს, წარმოდგენილია 130-ზე მეტ ქვეყანაში, გააჩნია 23 საწარმოო ქარხანა და მოიცავს 50-ზე მეტ გასაღების ობიექტსა და 24 მომსახურების ცენტრს. კომპანიის 6.000-ზე მეტი თანამშრომელი მომხმარებლისთვის ამზადებს ინტეგრირებული კვებისა და სასმელების პრობლემების გადაჭრის კონცეფციებს, იდეის შექმნის ეტაპიდან რეალიზაციის ბოლო სტადიამდე. საქართველოში კომპანია დიოლერ ჯორჯია 15 წელია მოღვაწეობს და მწარმოებელთა ბაზრის ძირითადი ნაწილი უკავია. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს სთავაზობს, გერმანულ ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს; არომატიზატორებს; ემულსიებს, ხილის კონცენტრატებს; ბაზებს; ექსტრაქტებს; საკვებ საღებავებს, მჟავებს და სხვა.

„WE BRING IDEAS TO LIFE“ – სლოგანი მოკლედ ასახავს იმ ინტეგრირებულ ვალდებულებებს, რასაც Döhler-ი საკუთარ თავზე იღებს. იგი მოიცავს საბაზრო ინფორმაციულ უზრუნველყოფას, ტრენდის მონიტორინგს, ინოვაციური პროდუქციის განვითარებას, ასევე, საკვები პროდუქტის უსაფრთხოებასთან, მიკრობიოლოგიასა და საკვები პროდუქტის ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს


ნანი წულუკიძე წერეთლის
გამზირი 118
II პავილიონი
0119 თბილისი
n.tsulukidze@doehler.ge
www.doehler.com

ევროლექსი

ევროლექსი არის გერმანულ – ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2008 წელს და თანამშრომლობს ევროკავშირის წამყვან მწარმოებლებთან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ნედლეულს, ტექნოლოგიებს და კვების ინდუსტრიისთვის საჭირო ინგრედიენტების ფართო არჩევანს, უფასო ტექნოლოგიურ კონსულტაციებს; საჭირო ინგრედიენტების შერჩევას და რეცეპტურების შედგენას; ინოვაციებს საკვები და სასმელი მრეწველობის დარგებში; მივლინებას უცხოელ პარტნიორებთან; დეგუსტაციების ჩატარებას საჭირო პროდუქტების მიმართულებით; ნიმუშების შექმნას საქართველოს და გერმანიის ლაბორატორიებში; საკვები პროდუქტების დანამატების გარდა ევროლექსი მომხმარებელს სთავაზობს საწარმოო დანადგარებს და ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს კვების ინდუსტრიაში. კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით წარმოებული ინგრედიენტები გამოიყენება ალკოჰოლური სასმელების (ღვინო, ლუდი, ლიქიორი), ხორბლის ფქვილით დამზადებული პროდუქტის, რძის ნაწარმისა და ნაყინის წარმოებაში. კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ გერმანულ და ქართულ საცდელ ლაბორატორიებში ნიმუშებსა და ტექნოლოგიურ ინსტრუქციებზე მწარმოებლების სურვილების შესაბამისად. ინგრედიენტების იმპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ხდება, მათ შორის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბელგიიდან. კომპანია არის გერმანული ფირმის Erlbrosის (Erbslöh Eisenheim e.G.) წამომადგენელი და თანამშრომლობს მათ მთავარ მომწოდებლებთან. ევროლექსი არის პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც გრძელვადიანი და წარმატებული თანამშრომლობისათვის მომხმარებლებს სთავაზობს მრავალმხრივ სერვისს.


მალუზა ახალაია
წერეთლის გამზირი 118
II პავილიონი 0119 თბილისი
+995 32 234 88 87
m.akhalaia@eurolex.ge
www.eurolex.ge

Geohaus

კოპანია Geohaus-ი ხელს უწყობს კულტურულ, ეკონომიკურ და სამეცნიერო ურთიერთობებს საქართველოსა და შვეიცარიას შორის. კომპანიის მომსახურების სფერო ყველა სახის მთარგმნელობით საქმიანობას მოიცავს. Geohaus-ი ასევე ეწევა საიმპორტო საქმიანობას და ახდენს ქართული კვების პროდუქტებისა და ღვინის/ალკოჰოლური სასმელების იმპორტს ევროპის მასშტაბით. კომპანია ასევე სთავაზობს შვეიცარელ ტურისტებს სამოგზაურო ტურებს ქართული ღვინისა და კულტურის გაცნობის მიზნით. Geohaus-ის მიზანია შვეიცარიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.


ზვიად არაბიძე
Imbisbühlstr. 118
8049 Zürich
arabidze@geohaus.ch
www.geohaus.ch

ზედაზენი

ლუდსახარში ზედაზენი წარმოადგენს სს ქართული ლუდის კომპანიის რიგით მესამე ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანას. ლუდი ზედაზენის წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გერმანული ნედლეული და ზედაზენის წყალი. ზედაზენის რეცეპტი შეიქმნა ლუდის ხარშვის ჩეხური ტრადიციების განვითარებით. ხოლო საწამოო პროცესი აგებულია ევროპული კვების მრეწველობის უთანამედროვესი მიღწევების მიხედვით. ევროპული მწარმოებლების თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი ლუდსახარში არის კომპანიის სამაგალითო პროექტი. ჩამოსასხმელი ხაზები (მინის ბოთლი, პეტ-ბოთლი, ალუმინის ქილა, მეტალის კასრი) და უალკოჰოლო სასმელების საამქრო აღჭურვილია გერმანული პირველი კლასის მწარმოებლის KHS-ის მიერ. კომპანია არ იყენებს მეორად ანჩინურ აღჭურვილობას. სრული საწარმოო ციკლის განმავლობაში ნედლეულსა და პროდუქტს შეხება აქვს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის უჟანგავ ლითონთან. წარმოების ელექტრონული საზომ-მაკონტროლებელი სისტემა უზრუნველყოფს პროცესის სრულ დაცვას ადამიანური შეცდომებისგან. საწარმოო პროცესი ექვემდებარება ხარისხის მუდმივ და მკაცრ კონტროლს. კომპანიის მიზანია, გახდეს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების №1 მწარმოებელი კავკასიის რეგიონში. ის პირველი ლუდსახარში გახდა მსოფლიოში, რომელმაც König Pilsener-ის წარმოების ლიცენზია მიიღო. 2018 წლის მაისიდან ასევე გერმანული Holsten Pilsener იწარმოება Georgian Beer Company-ს ლუდსახარშში.


კახა კოტრიკაძე
საგურამო 3311
მცხეთის რაიონი
+995 32 243 77 70
k.kotrikadze@geobeer.ge
www.geobeer.ge

HiPP Georgia

პირველი ჩვილ ბავშვთა საკვები წარმოებულ იქნა HiPP-ის მიერ 1899 წელს. ორცხობილას ფქვილის ბაზაზე მომზადებულმა ჩვილ ბავშვთა კვებამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ძუძუთი კვების პერიოდში მყოფ დედებში, რის საფუძველზეც ბავშვთა კვების მწარმოებელი კომპანია HiPP 1932 წელს დაარსდა და ამჟამად ასაქმებს დაახლოებით 2.600 ადამიანს. ჰიპი პროდუქციას აწარმოებს გერმანიაში, ავსტრიაში, ხორვატიაში, რუსეთში, შვეიცარიაში, უკრაინასა და უნგრეთში. მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარს გერმანიასთან ერთად განეკუთვნებიან ბენილუქსის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, სკანდინავია და ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. პროდუქტის პორტფოლიოს განეკუთვნება ფაფისა და ჩაის წარმოება ახალშობილთათვის, ასევე დამატებითი საკვების, სასმელების, წვენების და ბავშვის ჰიგიენური მოხმარების პროდუქციის დამზადება. 2013 წელს ჰიპმა გერმანიის ფედერალური მთავრობის ჯილდო მიიღო და დაიკავა პირველი ადგილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ გერმანიაში. ჰიპს მიენიჭა პირველი პრემია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოსა და საზოგადოების დაცვა, ბიზნეს მენეჯმენტი, ბაზრისა და სამუშაო ადგილების შექმნა. 2007 წლიდან HiPP საქართველოს ბაზარზე უშვებს გამოცდილი ტექნოლოგიით დამზადებულ, ბიოლოგიურად სუფთა ვაშლის კონცენტრატს. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აგარის ფერმებში დასაქმებულია დაახლოებით 120 ადამიანი


არჩილ ჟვანია
მ. მესხის ქ. 9
2503 აგარა
+995 32 219 20 30
archil.jvania@hipp.ge
www.hipp.ge

Humana

Humana უკვე 60 წელია დაკავებულია ბავშვთა კვების წარმოებით, კომპანია პროდუქციას ამზადებს პირველი კლასის ნედლეულით, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შესაბამის გადამუშავებას და იცავს მაღალი ხარისხის სტანდარტებს. კომპანია მდებარეობს გერმანიის ქალაქ ჰერფორდში და თავისი პროდუქტი გააქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიას რძით 29 საოჯახო მეურნეობა ამარაგებს. რამდენიმე ხნის წინ ჰუმანამ 100 მილიონიან ბრუნვას მიაღწია. გერმანული კომპანია ჰუმანას ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართვლოში არის შპს ჰუმანა ჯორჯია, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ჩვენი ქვეყნის ბაზარზე და წარმოადგენს ბავშვთა კვების ასორტიმენტის ყველაზე ფართო სპექტრს. შპს ჰუმანა ჯორჯია ეწევა ჰუმანას ბავშვთა კვების დისტრიბუციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა


მანანა შენგელია
აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
0131 თბილისი
+995 32 238 93 89/90/81
shengelia_manana@yahoo.com
www.humana.ge

შატო მოსმიერი

შატო მოსმიერი კისისხევში, თელავიდან 2 კმ-ში, ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედის ფონზე ულამაზესი ვენახის ზვრებს შორის მდებარეობს. საწარმო ფლობს რესტორანს ტერასით, თანამედროვე ღვინის სარდაფს ფრანგული ღვინის კასრებით და ქართულ კლასიკურ ღვინის მარანს, ტრადიციული ქვევრებით და ასევე საკონფერენციო დარბაზს 70 ადამიანისთვის. 2019 წლის სექტემბერში შატომ დამატებით გახსნა 23 ოთახიანი სასტუმრო საცურაო აუზით, ადმინისტრაციული შენობითა და 4 დასასვენებელი კოტეჯით. რესტორნის მომსახურების გარდა, კომპანია მის სტუმრებს მოსმიერის ღვინის დეგუსტაციას და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებს სთავაზობს (ქართული პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და ა.შ), სეზონურად კი რთველში მონაწილეობას. ღვინის საწარმო დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა სახის ღონისძიებების ჩასატარებლად. მათ შორის არდადეგები, ქორწილები, ინდივიდუალური და ჯგუფური მოგზაურობები, ბიზნეს-შეხვედრები, პრეზენტაციები და კონფერენციები. 2019 წლის სექტემბერში კომპანიამ თბილისში, ბამბის რიგის #7-ში გახსნა ღვინისა და ტაპას ბარი, სადაც სტუმრებს აქვთ საშუალება შეიძინონ ან აქვე დააგემოვნონ სხვადასხვა მეღვინეობების ღვინო და დახვეწილი კერძები.


აურიკა კროიტორი
ბამბის რიგი 7
0105 თბილისი
+995 32 297 04 20
a.kroitor@mosmieri.ge
www.mosmieri.ge

ნობლექსი

შპს ნობლექსი 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში. იგი დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით და თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით აგროსფერო. მათი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს: მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებს, აგროტექნიკას, სათესლე მასალას, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს, სამუშაო იარაღებსა დაფერმერისთვის საჭირო სხვა პროდუქციას, ასევე დანადგარებისა და დამხმარე მასალების ფართო სპექტრს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებისთვის. შპს ნობლექსი საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: Bayer AG, Yara, Claas, Rijk Zwaan, Nunhems, Pall, Seguin Moreau და სხვა.


ალექსანდრე ედიბერიძე
კახეთის გზატკეცილი 51
0190 თბილისი
+995 32 247 30 03
alexander.ediberidze@noblex.ge
www.agrosphere.ge

Schuchmann Wines

Schuchmann Wines Georgia-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინის ტურიზმში კახეთის რეგიონში. საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით Schuchmann-ის მეღვინეობა 20 სახის უმაღლესი ხარისხის ქართულ და ევროპულ ღვინოს ამზადებს. შატო ვინოტერა რეგიონში იყო პირველი, რომელმაც სტუმრებს ღვინის ტურიზმის სერვისები შესთავაზა. განსაკუთრებული ხარისხის და პროფესიონალიზმის მანიშნებელია ის, რომ ღვინის ტურიზმის მხრივ Schuchmann-ის შატო 2014 წელს კახეთის რეგიონში საუკეთესო შატოდ იქნა აღიარებული. სრულყოფილებისკენ სწრაფვა კი გრძელდება დღესაც, კომპანია არ იშურებს რესურსებსა და ძალისხმევას, რომ იყოს ინოვატორული, ხარისხით გამორჩეული, სწორედ აქ გადის Schuchmann-ისთვის გზა წარმატებისკენ. ამ ხედვის შედეგია განახლებული სასტუმროც. გაიზარდა ოთახების რაოდენობა: 2 სტანდარტული, 2 საოჯახო, 2 ორსაწოლიანი ოთახი ხედით კავკასიონზე, 12 ორსაწოლიანი დელუქს ნომერი აივნით, 1 ჯუნიორ სუიტი და 1 ლუქსი, სულ 20 კომფორტული ოთახი. ნომრის საფასური მოიცავს: საუზმეს, ღვინის ტურს, ღვინის დეგუსტაციას (3 სხვადასხვა სახის ღვინო), მინერალურ წყალს ოთახში, 2 სასაჩუქრე ბოთლ ღვინოს და დღგ-ს.


ნუცა აბრამიშვილი
სოფელი კისისხევი
თელავის რაიონი 2200
+995 32 247 30 03
n.abramishvili@schuchmann-wines.com
www.schuchmann-wines.com

სილქ უოთერ გრუპი

სილქ უოთერ გრუპი არის წამყვანი კომპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს საშუალო და მსხვილ კომპანიებს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალისა და მოგების გაზრდაში საჭირო რჩევების მიცემის გზით. მათი ყურადღების კონცენტრირებამ გადაჭრის გზების ძიებაზე იმოქმედა, როგორც ფინანსურმა მულტიპლიკატორმა და საშუალოდ 60%-ით გაზარდა სასოფლო-სამეურნეო შემოსავალი. სილქ უოთერ გრუპის სპეციალისტებს სასოფლო სამეურნეო პროექტების განხორციელების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ.

       


გიგა ბილისეიშვილი
King David-ის ბიზნეს ცენტრი
მ. ალექსიძის ქ. 12
0171 თბილისი
+995 32 224 30 03
g.bili@silk-water.ge
www.silk-water.ge

გაია ფარმინგი

შპს “გაია ფარმინგი” 2018 წლიდან  მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის დარგში. კომპანიის მფლობელობაშია 86 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირიხლოში.

კომპანიას აქვს მცირე რაოდენობით მარწყვის, ჟოლოს, მაყვლის და სხვადასხვა ხეხილის პლანტაცია. ასევე, ძირითად ნაწილზე დათესილია სიმინდი და იონჯა. მიღებულ პროდუქციას კომპანია ადგილობრივ ბაზარს აწვდის. 

“გაია ფარმინდი” სამომავლოდ გეგმავს სხვადასხვა ჯიშის ხილის და ბოსტნეულის მოყვანას. ნერგების იმპორტთან დაკავშირებით, ის თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ, მათ შორის, გერმანულ კომპანიასთან.

+995 593 53 03 37

+995 599 29 35 33

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X