DB Schenker
DB Schenker მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გლობალური ლოჯისტიკური მომსახურების სფეროში. Schenker-ის თანამშრომლები სახმელეთო ტრანსპორტირების, საჰაერო და საზღვაო ტვირთგადაზიდვის, საკონტრაქტო ლოჯისტიკისა და მიწოდების ქსელის მენეჯმენტის საშუალებით ეხმარებიან კომპანიებს, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროდან, საქონლის გლობალურ მიმოქცევაში. ინტეგრირებული ლოჯისტიკა ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მნიშვნელოვან წერტილში: ყველგან, სადაც გლობალური საქონლის ნაკადები სატრანსპორტო საშუალებებს შორის ხარისხიან, ქმედით კავშირებს მოითხოვს. მოგებაზე ორიენტირებული სერვისები კი უზრუნველყოფს საქონლის ნაკადის უწყვეტ, ოპიტიმიზირებულ მიწოდებას. DB Schenker არის თქვენი წარმატების გარანტი. კომპანია მოწინავე პოზიციაზეა ავტომობილების, ტექნოლოგიების, სამომხმარებლო საქონლის გადაზიდვის სფეროში, ასევე ლიდერობს სპეციალური ტრანსპორტისა და მომსახურების შეთავაზებით ისეთ მნიშვნელოვან სპორტული ღონისძიებებისათვის, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. მსოფლიოს 2,000 ადგილზე, 200 ქვეყანაში, 75,800 თანამშრომლის მეშვეობით კომპანია ეფექტურ კავშირს ამყარებს მომხმარებლებთან, ისე, რომ ტრანსპორტირება, განბაჟება, საწყობის მართვა და საქონლის მიწოდება მოხდეს უპრობლემოდ და უმაღლეს დონეზე. DB Schenker 2020 წლიდან საქართველოშიც არის წარმოდგენილი!
კონტაქტი:
მიშო აროშიძე
მარჯანიშვილის ქუჩა, 6, 0102, თბილისი, საქართველო
+995 551 109 533
Tbilisi@dbschenker.com
www.dbschenker.com
DHL
დღესდღეობით, DHL არის მსოფლიო ბაზრის ლიდერი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Deutsche Post DHL Group-ის ნაწილი, რომელიც 220 ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან. საქართველოში DHL ოპერირებს Georgian Express-ის სახელით და მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- DHL ექსპრესი o ექსპრეს-ფოსტა o ექსპრეს-იმპორტი
- DHL-ის გლობალური გადაზიდვები o საჰაერო o საზღვაო
- კონტეინერის სრული დატვირთვით (FCL)
- კონტეინერის ნაწილობრივი დატვირთვით (LCL)
- DHL სახმელეთო-სატვირთო გადაზიდვა o გადამზიდის სრული დატვირთვით (FTL) o გადამზიდის ნაწილობრივი დატვირთვით (LTL)
- სარკინიგზო გადაზიდვები ტვირთის ტრანსპორტირება
- ინტერნაციონალური მომარაგების ქსელი
- ინდუსტრიული პროექტები
- საბროკერო მომსახურება o საჰაერო ჩარტერი o სატვირთო გემის ჩარტერი
- საბაჟო მომსახურება
- სატერმინალო მომსახურება და შიდა გადაზიდვები
- სასაწყობო მომსახურება o საბაჟოს კანონმდებლობის გათვალისწინებით o საბაჟოს კანონმდებლობის გათვალისწინების გარეშე
- შიდა საფოსტო და საფრახტო გადაზიდვა
- სახელშეკრულებო და ინდივიდუალური ლოგისტიკა
- ინტეგრირებული ლოგისტიკის მენეჯმენტი
კონტაქტი:
ხათუნა ლეჟავა
წერეთლის გამზ. 105, 0119 თბილისი
+995 32 269 60 60
khatuna.lezhava@dhl.ge
www.dhl.ge
DKV Euro Service
DKV Euro Service-ის მთავარი პროდუქტი არის კომერციული მომხმარებლისათვის საწვავის ბარათების შეთავაზება. ამ ბარათებით, 200.000 მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს საწვავის და სხვა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების ხარჯები 70.000 მიმღებ ლოკაციაზე 42 ქვეყანაში. DKV Euro Service ახორციელებს ბარათების ბრუნვისა და ვალის ამონაწერის ბუღალტრულ, აღრიცხვას, აგრეთვე საზღვარგარეთ დღგ-ს დაბრუნების დამატებით მომსახურებას ან უზრუნველყოფს სტატისტიკებსა და მონაცემებს ავტოპარკების მართვისათვის. ასევე, კომპანიის დამატებით მომსახურებას წარმოადგენს საბაჟო ანგარიშსწორება, სატვირთო მანქანების გაქირავება, საბაჟო პროცედურებში დახმარება, მიღების ლოკაციებში დიზელის უახლესი ფასების უზრუნველყოფა, ესკორტი სპეციალური ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ასევე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული სხვა მომსახურება, როგორიცაა დასუფთავება და ვულკანიზაცია.
კონტაქტი:
ნატალია ლოკტიონოვა
რუსთაველის გამზ. 24
0108 თბილისი
+7 495 995 54 65
Natalia.Loktionova@dkv-euroservice.com
www.dkv-euroservice.com
Gebrüder Weiss
კომპანია Gebrüder Weiss-ს ნახევარი ათასწლეულის ისტორია აქვს და სათავეს იღებს, იმ დროიდან, როცა კომპანიას თავისი ქვეყნის გარეთ ალპებისა და დუნაის რეგიონში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ბაზარი გააჩნდა. კომპანია ამჟამად ყველა სახის სატვირთო გადაზიდვას აწარმოებს: სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები კონტინენტის ნებისმიერ ადგილას. ექსპერტები ავითარებენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალურ გზებს, რომლებიც ბიზნეს და სატრანსპორტო პროცესებს ერთმანეთთან აკავშირებენ. კომპანიის სტრატეგია, მრავალწლიანი გამოცდილება და თანამშრომელთა ძლიერი ჯგუფი ხელს უწყობს ეფექტურობის ამაღლებას, ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. კომპანიის მომსახურებათა პორტფელი საქართველოში მოიცავს ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის საშუალებებს სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გზების მეშვეობით, ასევე დისტრიბუციასა და საბაჟო ფორმალობებს. 10-დან 15-მდე რეისი ხორციელდება ევროპიდან საქართველოს მიმართულებით, რის შემდეგაც ხდება ტვირთების მიწოდება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბაზარზე შემოსვლიდან, 2013 წლიდან გადაზიდვების რიცხვი წლიური 20 პროცენტით გაიზარდა, ამიტომ 2018 გამოიყო დამატებითი ინვესტიცია თბილისის ლოგისტიკური ცენტრის გაფართოებისთვის, სადაც დამატებითი თანამშრომლები დასაქმდნენ. 2019 წლის 15 მარტს Gebrüder Weiss-ის თბილისის ლოჯისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული გაფართოების შედეგად კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის ტვირთების დასამუშავებელი სივრცე, 7800 კვადრატული მეტრის ფართობის ღია, მოპირკეთებული სივრცე და 300 კვადრატული მეტრის ფართობის საოფისე სივრცე. მთლიანობაში კომპანიის თბილისის ფილიალი 90 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს.
კონტაქტი:
ალექსანდრე ხარლამოვი
ევროპის ქ. 4, 0198 თბილისი
+995 32 271 00 11
alexander.kharlamov@gw-world.com
www.gw-world.com
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში წამყვან არაკომერციულ, კვლევით-საგანმანათლებლო ორგანიზაციას მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის დარგში. GLA-ს მისიას წარმოადგენს საქართველოში ნეიტრალური პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას განათლების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების გზით. GLA ხელს უწყობს კომპანიებს შედარებით შეფასებასა და საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებაში, როგორც შესყიდვების სფეროში, ისე წარმოებასა და დისტრიბუციაში საბოლოო მომხმარებლამდე. მომსახურება მოიცავს მომარაგების და წარმოების სრულ ჯაჭვს. GLA ავითარებს ბიზნეს პროცესების და ლოგისტიკური ფუნქციების ოპტიმიზაციის სტრატეგიებს წარმოების, ვაჭრობის, გადაზიდვის/ლოგისტიკის სფეროს კომპანიებისთვის. GLA ამუშავებს გადაწყვეტილებებს მიწოდების სრული ჯაჭვისათვის და მხარს უჭერს მომხმარებლებს რეალიზაციის პროცესში. 2013 წლიდან GLA აქტიურად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი მიწოდების ჯაჭვის სარეფერენციო მოდელის (SCOR) დანერგვას ქართულ კომპანიებში. 2016 წლიდან GLA წარმოადგენს აშშ-ს წამყვანი ორგანიზაციის- Global Cold Chain Alliance პარტნიორს საქართველოში. ბოლო 5 წლის მანძილზე GLA-ს წარმატებულად განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი პროექტი და 10-ზე მეტი ბაზრის კვლევა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, ლოგისტიკის, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორებში.
კონტაქტი:
პროფ. დოქტ. გიორგი დობორჯგინიძე
ათონელის ქ. 11/23
0105 თბილისი
+995 32 210 27 01
gdoborjginidze@gla.ge
www.gla.ge
HHLA Project Logistics LLC
HHLA Project Logistics LLC, ცოტა ხნის წინ ცნობილი როგორც Polzug Intermodal LLC, 2001 წლიდან მოღვაწეობს საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში და უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებას მსოფლიო მასშტაბით კარიდან კარამდე პრინციპით. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საპროექტო ტვირთების დაწყებული პატარა საჰაერო გზავნილებით, დამთავრებული დიდი და მძიმე ტრანსფორმატორებითა და ტურბინებით გადაზიდვის ორგანიზება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, ავღანეთის ჩათვლით. HHLA Project Logistics LLC წარმოადგენს HHLA (Hamburger Hafen und Logistik AG) ჯგუფს რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჰამბურგში. ის არის სანდო, კომპეტენტური კომპანია დიდი გამოცდილებით, ორიენტირებული კლიენტის ინტერესების დაცვაზე, რომელიც გთავაზობთ და ახორციელებს გარანტირებულ მომსახურებას და უზრუნველყოფს გადაზიდვების პროცესის მაღალ ხარისხს. 2010 წლის ივლისიდან HHLA Project Logistics LLC ფლობს ISO 9001 და ISO 1400 ხარისხის სერთიფიკატებს.
კონტაქტი:
კორნელი ქორჩილავა
რუსთაველის გამზირი 24, 0108 თბილისი
+995 32 299 70 50
korneli.korchilava@hhla.ge
www.hhla.ge
LOXX
კომპანია LOXX 1977 წლიდან ლოგისტიკის სფეროში მუშაობს. LOXX აერთიანებს შვიდ საოპერაციო საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში ექვს ადგილზე: გელზენკირხენი, პლაიდესჰაიმი (შტუტგარტი), ვარშავა, პოზნანი, კატოვიცე და მოსკოვი. საშუალო ზომის ლოგისტიკური კომპანია სპეციალიზირდება ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით და მოიცავს მთელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალურ აზიის, აფრიკის მასშტაბებს. წლების განმავლობაში LOXX-მა სერვისების პორთფოლიო ისე ააგო, რომ ის ლოგისტიკური და საექსპედიტორო მომსახურების Full-Service-ის მომწოდებელი გახდა: სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მომსახურება გელზენკირხენში, პლაიდსჰაიმსა (შტუტგარტის) და ვარშავაში, ასევე მომსახურებაში შედის ტვირთისა და მისი ნაწილების განლაგება, პროექტის ლოგისტიკა და განბაჟება. 2020 წლის თებერვალში კომპანია LOXX-მა პირდაპირი სატრანსპორტო ხაზი საქართველოს მიმართულებითაც დანიშნა. კომპანია განახორცილებს კვირაში ორ პირდაპირ რეისს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. LOXX, რომელიც ევროპის ქვეყნებს თავისი ლოგისტიკური ქსელის მეშვეობით ფარავს, დატვირთვასა და გაგზავნას მნიშვნელოვან ეტაპს გელზენკირხენიდან ახორციელებს. ტვირთი ხუთშაბათობითა და პარასკევობით იგზავნება და თბილისში ჩამოსასვლელად 11 დღეა საჭირო. პირდაპირი რეისის არსებობა საშუალებას იძლევა მოხდეს როგორც საცალო ტვირთის, LTL გზავნილების, ასევე სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება.
კონტაქტი:
კნუტ ჰარბერსი
Emscherstraße 56, 45891 Gelsenkirchen
+49 209 6046-835
georgien@loxx.de
www.loxx.de
ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯია
ჰეგელმან მულტიმოდალ ჟორჯია Hegelmann Group-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტული ტემპერატურის კონტროლირებად სატრანსპორტო მომსახურებას, ასევე სპეციალურ და უწყვეტ ექსპრეს მიწოდებას. გზის, სარკინიგზო და წყლის სატრანსპორტო სერვისების გარდა, კომპანია მოიცავს სხვადასხვა სერვისების ფართო სპექტრს, როგორიცაა მძღოლების აკადემიები, სატვირთო მანქანების სახელოსნოები, ლოგისტიკური ცენტრის შენახვის სერვისები და სასტუმროები.
კომპანია მიზნად ისახავს, მომხმარებელს შესთავაზოს სწრაფი, ინდივიდუალური და კომპეტენტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები.
Hegelmann Group არის საოჯახო კომპანია, რომელიც დაარსებიდან მალევე გაფართოვდა და იქცა გლობალურ მოთამაშედ მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. აქტუალური მონაცემებით მას ჰყავს 11000-ზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოში.
კონტაქტი:
მაია მგელაძე
ლეონიძის ქ. 2, 0105 თბილისი, საქართველო
+995 599 28 85 89
mmgeladze@hegelmann.com
December32
December32 არის ინოვაციური კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბიზნეს შესაძლებლობების და ტექნოლოგიების იდენტიფიცირებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. იგი დაარსდა თბილისში. დეკემბერი32 მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან კვლევისა და განვითარების პროექტებზე. კომპანიის სქმიანობა ასევე მოიცავს ბაზრის შესწავლას, დაინტერესებულ მხარეთა მენეჯმენტს და პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას,
დამფუძნებლები, ჯულია შვარცი და მაილს ლალორი, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას, მიზნად ისახავენ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და ამ პროცესში ადგილობრივი ინდუსტრიის, მთავრობისა და მეცნიერების გლობალურ ბაზართან დაკავშირებას საქართველოში.
გასულ წელს, დეკემბერი 32-მა დაიწყო კამპანია „დრონები საზოგადოებრივი გამოყენებისთვის“. ეს არის ვიზუალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) გამოყენებას ისეთ საჯარო სერვისებში, როგორებიცაა მაგ. სამედიცინო დახმარების დროულად გაწევა, სოფლის მეურნეობა, ტყეებში ხანძრებისა თუ სხვა კატასტროფული ზონების იდენტიფიცირება. ეს კონცეფცია მიზნად ისახავს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას(R&I). 2024 წელს, დეკემბერი 32 წარადგენს ახალ პროდუქციას ქართულ ბაზარზე.
კონტაქტი:
იულია შვარც
კოტე მარჯანიშვილის ქ. 0102 თბილისი, საქართველო
contact@december32.info
Lufthansa
Lufthansa ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა Austrian Airlines, Swiss Internationl Airlines, Brusseles Airline. ავიაკომპანია ევროპაში მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით. Lufthansa, ,ასევე, ყველაზე დიდი ავიაკომპანიების ალიანსის, “Star Alliance” -ის ერთ-ერთი დამაარსებელია წევრია.
ლუფთანზა ოპერირებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მიმართულებების რაოდენობა 220-მდეა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ავიაკომპანია ფლოტის სიდიდითაც გამოირჩევა. მის შემადგენლობაში 263 საჰაერო ხომალდია. ფლოტი მოიცავს როგორც Airbus -ის, ისე Boeing – ის საჰაერო ტიპის ხომალდებს.